სხვა სილამაზის ექსპერტი ირწმუნება, რომ ყოველდღე მეტროთი მგზავრობა ნაადრევ სიბერეს იწვევს 2020, 17 იანვარი, 10:35 ლონდონელი ჩელსი ლიუსის, კანის მოვლის ექსპერტია და სილამაზის ინდუსტრიაში უკვე 23 წელზე მეტია მუშაობს. მისი თქმით, ყოველდღე მეტროთი მგზავრობა კანის სერიოზულ დაზიანებას იწვევს: ამან შეიძლება ფორების გაფართოება, სიმშრალე, კანის აქერცვლა, წითელი ლაქები, კანის ფერის ცვლილება და ნაადრევი სიბერე გამოიწვიოს.
თუმცა ნერვიულობა არ ღირს. ყველაფერი არც ისე ცუდადა, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. სილამაზის ექსპერტი შესანიშნავ რჩევებს გაძლევთ, რომელიც ჯანსაღი კანის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ მაშინაც კი, თუ მეტროს სატრანსპორტო საშუალებას ყოველდღე იყენებთ. რით არის საზიანო საზოგადოებრივი ტრანსპორტი კანისთვის? „ჩვენ ყველამ ვიცით, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა კანისთვის საზიანოა. გაიხსენეთ შემთხვევები, როცა მეტროდან გამოსვლისას დააცემინეთ, მაგრამ ამის შემდეგ ხელი როდის დაიბანეთ? ბუშტში ყოფნა და ასე ჩვენი კანის თავისუფალი რადიკალებისა და ყოველდღიური სიბინძურისგან დაცვა რომ შეგვეძლოს...“ - განმარტავს ექსპერტი. ჩელსის თქმით, მეტროთი მგზავრობისას წვრილი მავნე ნაწილები კანში ადვილად აღწევს და გარეგნულ ზიანს აყენებს. ეს დერმის დაზიანებას და ისეთ პრობლემებს იწვევს, როგორიცაა ნაადრევი სიბერე, ფორების დახშობა და კანის სიმშრალე. ასევე განმარტავს, რომ მიწისქვეშა ტრანსპორტით მგზავრობის დროს ჰაერში კოლაგენის დეფიციტი კანის სტრესს და გამოშრობას იწვევს. „სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს წითელ ლაქებს. კანი მგრძნობიარე, გაღიზიანებული ხდება“. ჩელსი გირჩევთ, რომ კანზე სათანადოდ იზრუნოთ. მინიმუმ 50 SPF მზისგან დამცავი კრემი, C ვიტამინის შრატი და დამატენიანებელი კრემი ყოველდღე გამოიყენოთ. ბუნებრივია, ეს რეგულარული მოვლის დამატებით ნაწილს წარმოადგენს. სახის დილა-საღამოს დაბანა და პილინგი აუცილებელია. მხოლოდ სრულყოფილი მოვლით შეძლებთ კანის ჯანმრთელობის შენარჩუნებას და მეტროთი მგზავრობის მავნე ზემოქმედების შემცირებას. ასევე დაგაინტერესებთ: დიასახლისებისთვის! - სახლის საქმეების რეგულარული შესრულება ცხოვრებას ახანგრძლივებს სიბერეში ვინანებთ არა იმას, რომ ცოტა ვიმოგზაურეთ ან ბავშვები ცუდად აღვზარდეთ ჩვენ ვერ ვამჩნევთ, მაგრამ სხეულის ერთი ნაწილი მეორეზე უფრო სწრაფად ბერდება მეცნიერთა ჯგუფის მნიშვნელოვანი შეტყობინება: ალკოჰოლზე უარის თქმა არ გაბედოთ - ეს ნაადრევ სიკვდილს იწვევს მეცნიერების კვლევა: სუნები და მუსიკა დემენციის რისკს ამცირებენ 407 შეფასება არ არის |