ლელა ოჩიაური: - ეს ფილმი ქართული ცეკვის პროპაგანდაა, ჩვენი ცეკვა საუკეთესი ნიშნებით არის წარმოდგენილი. ფაქტობრივად, ქართული ცეკვა სუხიშვილების შექმნილია. ძირი ავთენტურია, მაგრამ ცეკვების დიდი ნაწილი ილიკო სუხიშვილის დადგმულია, რასაც ახლა სრულიად გენიალურად აკეთებს უმცროსი ილიკო. ქართული ცეკვის ძირით, ელემენტებით და თავისებურებებით სრულიად ახალ ცეკვებს დგამს.
.
ცოტა უცნაური იყო ჩემთვის სუხიშვილებისგან ფილმის გადაღებაზე უარი. ეს რატომ მოხდა არ ვიცი. სუხიშვილები ყოველთვის პროგრესულები იყვნენ. დღესაც ასეთები არიან. როცა ილიკოს ებრძოდნენ, რომ ქართულ ცეკვას შეურაცყოფას აყენებს, მე პრესაში მუშაობისას მათ წინააღმდეგ მოლაშქრე საზოგადოებას ხმალამოღებული ვებრძოდი.
.
რამდენიმე კვირაში ფილმის - "და ჩვენ ვიცეკვეთ“ მთავარი როლის შემსრულებელს, ბერლინში საერთაშორისო კინოფესტივალზე პრიზს გადასცემენ. "ევროპული კინოს ფრომოუშენის“ - კინოინდუსტრიის საერთაშორისო ექსპერტებისგან შემდგარმა ჟიურიმ „ამომავალი ევროპელი ვარსკვლავის“ ათეულში ლევან გელბახიანი შეიყვანა. იგივე პრიზის მფლობელი გახდა ასევე დებიუტანტი მსახიობი ირაკლი კვირიკაძე. მან ეს პრიზი 2018 წლის თებერვალში აიღო ფილმით "მძევლები“.