x
image
თორ ნიკე
სცილა - კოლხური ურჩხული
სცილა - კოლხური ურჩხული


სცილა, იგივე სკილა (Scylla, Skylla) არის კოლხური ზღვის ურჩხული, საშინელი მორევის განსახიერება. ის არის ჰეკატეს და ფორკისის ნაშიერი. ჰომეროსის მიხედვითაც ის არის ჰეკატე კრატეისის ასული, არის აიეტის, კირკეს, პასიფაეს და ემპუსას და. აქვს 12 ფეხი და 6 გველური თავ-კისერი, ყოველი ხახიდან თავისებურად შემზარავად ჰყეფს და ღმუის. სამ წყებად აქვს გაჭედილი ბასრი კბილებით ორივე ყბა. ცხოვრობს გაშლილ ზღვაში, ცად აღმართულ ფრიალო კლდის ბნელ გამოქვაბულში, მუდამ ნისლით დაბურულ მღვიმეში, იქიდან ესხმის თავს და ნთქავს ყოველ ცოცხალ არსებას. იქით, ისრის სასროლ მანძილზე უფრო დაბალი კლდეა და იქ ბინადრობს მეორე საშინელება - ქარიბდა, დღეში სამჯერ რომ ნთქავს წყალთა ნაკადებს და სამჯერვე შხუილით აღმოანთხევს.


სცილა - კოლხური ურჩხული


ქარაფის თავზე დიდი ლეღვის ხე დგას. ვინც სკოლას გადარჩება, ქარიბდას ხახაში მოხვდება. როცა ოდისევსი ამ საზარელ მორევთა შორის მიცურავდა, შიშით გაშტერებული მეზღვაურები ქარიბდას ცქერაში ძლიერ მიუახლოვდნენ სცილას და ექვსთავიანმა ურჩხულმა ოდისევსის ექვსი თანამგზავრი ჩაყლაპა. ამასობაში ოდისევსმა ისარგებლა კირკეს რჩევით, ლეღვის ტოტს ჩაეჭიდა და როცა ატორტმანებული სტიქიიდან გემმა ისევ გამოცურა, შიგ ჩახტა (ოდ. 12, 73-126; 235-59). არც არგონავტებს დაადგათ კარგი დღე ამ აქოთებულ სრუტეში. აქეთ სკილას კლდეა, "იქით ურჩხული ქარიბდა ქშინავს და წყალთა ღვარებს ანთხევს ხახიდან" (არგ. 4, 789). ჰერას დახმარებით, ნერეიდებისა და თეტიდას თანადგომით ძლივს გავიდა არგო ამ კლდეთა შორის.



სცილა - კოლხური ურჩხული


ჰომეროსთან გაურკვეველია სადაა ეს ადგილი. გვიანდელ ჩანართებში ნაჩვენებია სიცილია, მესენიის სრუტე, იტალიის სანაპირო, საქმე გვაქვს პოეტურ გაზვიადებასთან. სცილაც ამ გვიანდელ ვერსიაში გამოცხადებულია ფორკოსის ან ფორბასის და ჰეკატე კრატეისის ასულად (ოდ. 12, 125), ან კიდევ ლამიას, ტრიტონის, პოსეიდონის ნაშიერად. აქვს სამი თუ ექვსი თავი. სხვადასხვა მხეცისა. ან ტანის ზედა ნაწილი ქალის აქვს, ქვედა კი თევზის ან ურჩხულის. წელზე საზარელი ძაღლების ხროვა არტყია, და ეს ქოფაკები ყეფენ, დუჟს ანთხევენ - ესაა მორევის ქაფი. მითი იმასაც ამბობს, რომ სცილა უწინ ლამაზი ქალწული ყოფილა, ზღვის ნიმფა, მერე შურითა და ეჭვით ზღვის ურჩხულად უქცევია მის დას - კოლხ ჯადოქარ კირკეს, ან ამფიტრიტეს თუ ჰერას.


წყარო: აკაკი გელოვანი. "მითოლოგიური ლექსიკონი". 1983.


სცილა - კოლხური ურჩხული



კრებულები:


1. ქართველური ტომები

2. ქართული სახელმწიფოები

3. კავკასიური კულტურები

4. საქართველო

5. საქართველო (ნაწილი მეორე)

6. ნაციზმი

7. ჰიტლერი

8. პარანორმალი

9. მეცნიერება

10. მეცნიერება (ნაწილი მეორე)

11. ქართული მითოლოგია


ავტორი: თორნიკე ფხალაძე


2
294
1-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
294
  
2020, 7 იანვარი, 2:09
ბერძნული მითოლოგიის დიდი ნაწილია კოლხური კულტურიდან. თავად ბერძნებიც კოლხები არიან ნახევრად. პირველი ევროპული სახელმწიფოც - კრეტაზე მინისური ცივილიზაცია იყო კოლხური.
2020, 7 იანვარი, 0:40
მე კიდევ მეგონა,სცილა და ქარიბდა ბერძნული მითოლოგია იყო,თურმე მეგრელები ყოფილან?
0 1 2