x
image
თორ ნიკე
ჭიანჭველები
ჭიანჭველები


სამყაროში ყველაფერი ფარდობითია, შედარებითი. ადამიანებს ჭიანჭველა უმნიშვნელო და უმცირესი ჰგონიათ, მაგრამ რეალურად რამდენად პატარაა ჭიანჭველა? სინამდვილეში, თუ მეცნიერული, ფიზიკური, მიუკერძოებელი თვალსაზრისით შევხედავთ და არ შევადარებთ მაინც და მაინც ჩვენს ზომებს, ჭიანჭველა საკმაოდ დიდი არსებაა. როგორ? აი ასე - ფიზიკური ფაქტია, რომ ნებისმიერი რამ, რაც იწონის 1 გრამს, შედგება მინიმუმ 2 ტრილიონჯერ მილიარდი ატომისგან (10^21 = ათი ხარისხად ოცდაერთი = ერთიანი 21 ნულით). ჭიანჭველებს შორის უმცირესი სახეობის ზრდასრული ჭიანჭველა კი იწონის 1 მილიგრამს. ცოტა მოზრდილი სახეობები 4 მილიგრამს და მეტს. 1 გ = 1000 მგ. თუ ავიღებთ უმცირესი სახეობის ჯერ კიდევ მოზარდ ჭიანჭველას და ვიტყვით, რომ ის იწონის 0.5 (ნახევარ) მილიგრამს, მაშინ ის შედგება, ყველაზე ცოტა, ტრილიონჯერ მილიონი ატომისგან - (10^18).


ჯარისკაცი ჭიანჭველას სახე


სანამ გაჭყლეტდით, ოდესმე გიფიქრიათ რა ორგანოებისგან შედგება თითოეული ჭიანჭველა? მათ, ისევე, როგორც დანარჩენ მწერებს არ გააჩნიათ შიდა ჩონჩხი. ამის მაგივრად მათ აქვთ ე.წ. "ეგზოსკელეტონი", იგივე ეგზოჩონჩხი ანუ გარეჩონჩხი, რომელიც სხეულს ფარავს გარედან ბრონის ჟილეტივით იცავს მის რბილ შინაგან ორგანოებს. ჭიანჭველებს გააჩნიათ ჩიჩახვი, სადაც თავიანთ ზომასთან შედარებით საკმაოდ დიდი რაოდენობის საჭმლის დაგროვება შეუძლიათ და ამ გზით მიტანა ბუდემდე. თავდასაცავად მათ განვითარებული აქვთ ნესტრები, რაც გარდაქმნილი კვერცხსადები მილია, რომელიც უვითარდებათ მუშა ჭიანჭველებს - შვილიერების უნარის არმქონე მდედრებს. სწორედ ასეთი ჭიანჭველები წარმოადგენენ კოლონიაში მცხოვრებთა უდიდეს ნაწილს. რაც შეეხება მომნელებელ სისტემას, თითქმის ისეთივე აქვთ, როგორიც გვაქვს ძუძუმწოვრებს. საკვებს იღებენ პირიდან, ინახავენ ჩიჩახვში, დანარჩენს გადაამუშავებენ მუცლის ღრუში მდებარე ორ ცალ კუჭში და მონელებულ ნარჩენებს გამოყოფენ გამომყოფი ექსკრეტორული ხვრელით. ჭიანჭველას გააჩნია ორი თვალი, რომლებიც თავის მხრივ კიდევ მრავალი უმცირესი თვალებისგან შედგებიან, მათ "შემადგენელ თვალებს" უწოდებენ, რომლებიც იგივე პრინციპით მუშაობს, როგორც ადამიანის თვალები, კრებს სხივებს და აწვდის ინფორმაციას ტვინს გადასამუშავებლად ანუ ჭიანჭველებს გააჩნიათ მხედველობა, მაგრამ ამაზე ბევრად უფრო ნაკლებად არიან დამოკიდებულები, ვიდრე სხვა გრძნობის ორგანოზე, როგორიცაა "ანტენა", რომელიც შეიგრძნობს გარემოს ქიმიურ და ფიზიკურ მდგომარეობას შეხების და ვიბრაციების შეგრძნების გზებით.



ჭიანჭველები


ჭიანჭველებს გაცილებით დიდი ევოლუციური ისტორია გააჩნიათ, ვიდრე კაცობრიობას. ადამიანები მხოლოდ 2.8 მილიონი წლის წინ წარმოვიქმენით, ხოლო ჭიანჭველები ჯერ კიდევ 140 მილიონი წლის წინ. თუ ჩვენი წინაპრები მაიმუნისებრი არსებები იყვნენ, ჭიანჭველები კრაზანასებრი მწერებისგან ჩამოყალიბდნენ. თუ ადამიანებს გააჩნიათ 46 ქრომოსომა, ჭიანჭველების სხვადასხვა სახეობაში ეს რიცხვი მერყეობს. დღეს დედამიწაზე არსებობს ჭიანჭველების 12 ათასი სახეობა და სხვადასხვა სახეობაში ქრომოსომათა რიცხვი მერყეობს 8-დან 26-მდე. ჭიანჭველების უდიდესი სახეობები 3 და 4 სანტიმეტრსაც კი აღწევს სიგრძეში. ჭიანჭველებს გააჩნიათ 6 ფეხი ისევე, როგორც თითქმის ყველა მწერს. ჭიანჭველების საერთო რაოდენობა იმდენად დიდია, რომ წონით კაცობრიობის დღევანდელ მასას უთანაბრდებიან, როდესაც ჩვენი რაოდენობა 2020 წლისთვის უკვე უფრო მეტია, ვიდრე 7.6 მილიარდი ადამიანი. ჭიანჭველების რაოდენობა კი რამდენიმე მილიარდს აღწევს ზოგიერთ ადგილებში მხოლოდ 1 კვადრატულ კილომეტრზე. ისინი ყველა კონტნენტზე არიან გავრცელებულნი ანტარქტიკის გარდა. ისინი უდიდეს ქალაქებს და მეგაპოლისებსაც კი აშენებენ მიწისქვეშ. მაგალითად იაპონიის კუნძულ ჰოკაიდოს მიწისქვეშეთში ჭიანჭველებმა გაიყვანეს ურთიერთდაკავშირებული მიწისქვეშა გზების რთული სისტემები, მიწისქვეშა ქალაქი, რომელიც 2, 680, 000 კვადრატულ მეტრს მოიცავს ანუ 2680 კვ. კმ-ს. ეს ნიშნავს, რომ ჭიანჭველების ეს ქალაქი ფართობით დაახლოებით 3.7-ჯერ უფრო დიდია, ვიდრე ქობულეთის მთელი მუნიციპალიტეტი.


ჭიანჭველა


ჭიანჭველის ერთ-ერთი სახეობა - არგენტინული ჭიანჭველა დაახლოებით 100 მილიონი წლის წინაა წარმოშობილი და გავრცელებულია ოთხ კონტინენტზე, ევროპაში, აზიაში, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში. მათი გენეტიკური კოდი იმდენად მყარია, რომ არ შეცვლილა ამხელა დროის განმავლობაში წარმოშობიდან დღემდე. ამასთანავე მათი კოლონიების სიდიდეც აღსანიშავია - ისინი მიუყვება ევროპაში ხმელთაშუა ზღვის სანაპიროს 6000 კილომეტრის მანძილზე, კალიფორნიაში ოკეანის სანაპიროზე კი 900 კილომეტრის სიგრძეზეა გადაჭიმული. ამ კოლონიებში მათი რაოდენობა ტრილიონობითაა და ერთად განაგრძობენ მუშაობას კოლონიების გამრავლებისა და გაფართოებისთვის. ჭიანჭველები კი თითქმის არასოდეს იძინებენ, თითოეული ჭიანჭველა დღე-ღამეში მხოლოდ 1 ან 2 წუთით თვლემენ. სტატისტიკურად, დღეის მონაცემებით, ყოველ ადამიანზე მილიონი ჭიანჭველა მოდის.


ჭიანჭველას სახე მიკროსკოპში


ჭიანჭველებს შეიძლება ეწოდოს ყველაზე გამძლე, ძლიერი და წარმატებული სახეობა ამ პლანეტაზე. ისინი საუკეთესოდ არიან შეგუებულნი დედამიწის გარემოს. მათი სახეობრივი წარმატების ერთ-ერთი უმთავრესი განმსაზღვრელი ფაქტორი გახდა საუკეთესო თვისება, რითაც შეიძლება რომ ევოლუციამ დააჯილდოოს სახეობა - კოლექტიურობა, სოციალურობა. მათი საზოგადოება კასტებად იყოფა: უმაღლესი კასტის წარმომადგენელი და თითოეული ჭიანჭველასთვის უმთავრესი საზრუნავი ობიექტი არის - დედა დედოფალი, რომელიც ყველაზე დიდია, მთელი დღე თითქმის გაუნძრევლად წევს კოლონიის მიერ შექმნილი ბუდის ყველაზე ღრმა და დაცულ ნაწილში და დებს კვერცხებს, შობს ახალ თაობებს. მას საკვებით ამარაგებენ, მის უსაფრთხოებას იცავენ და ყოველი ინდივიდი კოლონიაში ამისთვისაა მობილიზებული და მუშაობს კოლონიის მომავლის მშობი არსების - დედა დედოფლის კეთილდღეობისთვის. კვერცხები გამოჩეკვის შემდეგ სპეციალურ განყოფილებაში, ინკუბატორის მსგავს ადგილას გადააქვთ. უფრო დაბალ რანგზე ჭიანჭველები იყოფიან შემდეგ კასტებად: მამრები, მუშები, ძიძები, ჯარისკაცები, მზვერავები. კასტებს შორის შიდასახეობრივადაც კი ზომები განსხვავდება. ასევე კასტაზეა დამოკიდებული სიცოცხლის ხანგრძლივობა. მამრები მხოლოდ რამდენიმე კვირას ცოცხლობენ და დედოფლის განაყოფიერების შემდეგ მალევე იხოცებიან. მუშები საშუალოდ 1 წლიდან 3 წლამდე, ხოლო დედოფლები ყველაზე დიდხანს - ათწლეულებიც კი. სახეობებიდან საშუალოდ ყველაზე დიდხანს ცოცხლობს ბაღის შავი ჭიანჭველა - 15 წელი, ფარაონი ჭიანჭველები კი საშუალოდ 4 - 12 თვე.


ჭიანჭველები


მუშის, ძიძას, ჯარისკაცის და მზვერავის ფუნქციებს ყოველთვის მდედრი ჭიანჭველები ასრულებენ. მამრები მხოლოდ განაყოფიერებისთვის სჭირდებათ. კვლევებმა აჩვენა, რომ ჭიანჭველების კოლონიაში პოპულაციის 2.6% მუდმივად მუშაობს, 25% არასდროს მუშაობს და აკვირდება სხვებს თუ როგორ მუშაობენ, ხოლო ჭიანჭველების საერთო პოპულაციის 72.4% დროის ნახევარს მუშაობას უთმობს, ხოლო მეორე ნახევარს - დასვენებას.


ძალიან საინტერესოა ის, რომ ჭიანჭველას თავის ტვინის წონის შეფარდება სხეულის საერთო მასასთან, აღემატება ადამიანის თავის ტვინის მასის შეფარდებას სხეულის საერთო წონასთან. ამაში ადამიანი ლიდერობს ძუძუმწოვრებში და საერთოდ, ყველა ცოცხალ არსებასთან შედარებით, გარდა ჭიანჭველებისა. საინტერესოა ისიც, რომ ჭიანჭველებს განვითარებული აქვთ აგროკულტურა, მათ იციან როგორ უნდა აწარმოონ საკვები. მაგალითად ზოგიერთ სახეობას კოლონიის მიწისქვეშა უზარმაზარ სამფლობელოში, რომელსაც თავადვე აშენებენ ათწლეულების და ზოგჯერ ასწლეულების მანძილზე, აქვთ გამოყოფილი შესაბამისი არეალები იმისთვის, რომ იქ გაზარდონ სოკოების სხვადასხვა სახეობა, შეუქმნან მათ შესაბამისი პირობები ზრდისთვის, მოამრავლონ, შემდეგ მოსავალი აიღონ, დაასაწყობონ და გამოიზოგონ საკვებად გამოსაყენებლად. ჭიანჭველების ზოგიერთ სახეობას თავიანთი "საქონელიც" კი მოშენებული ყავთ, რომელსაც ძალიან დიდი ყურადღებით უვლიან და შემდეგ წველიან. ჭიანჭველების "საქონელის" როლს ასრულებს ბუგრების მსგავსი, მცენარის ტილები, რომლებიც მცენარის წვენის გადამუშავების შედეგად ძალიან ტკბილ სეკრეტს გამოყოფენ, რომლის გემოც უყვართ ჭიანჭველებს. ამიტომ ჰყავთ მოშენებული ეს ტილები და სხვადასხვა მცენარეებზეც გადაჰყავთ და ზედ სვამენ ხოლმე, რომ შემდეგ უკეთ "მოწველონ".


ჭიანჭველები


ჭიანჭველას შეუძლია ასწიოს თავის სხეულზე 100-ჯერ მეტი წონის მქონე რამ და არათუ ასწიოს, არამედ დიდ მანძილებზე გადააადგილოს სრულიად მარტომ. ასეთი ძალა რომ ადამიანს ჰქონდეს, 2 წლის ბავშვი, საკუთარი ოჯახის წევრებით სავსე მანქანის აწევას ცალი ხელით შეძლებდა. დაადგინეს ისიც, რომ მათი ეგზოჩონჩხი ისეა აგებული, რომ თავის მოუწყვეტლად ჭიანჭველას შეუძლია გაუძლოს მასზე დაკიდებულ ტვირთს, რომელიც წონით მისი სხეულის მასას 5000-ჯერ აღემატება. ოდნავ მეტი წონის შემდგომ კი თავი წყდება. ჭიანჭველები გამძლეობითაც გამოირჩევიან. ყველაზე სიცხეგამძლე ცხოველია მათი ერთ-ერთი სახეობა, რომელიც საჰარას უდაბნოში ბინადრობს და ლეშით იკვებება. საკვების მოსაძიებლად ის მიწის ზედაპირზე 55 გრადუს ცენსიუს ტემპერატურაზეც ამოდის და შეუძლია დიდხანს გადაადგილდეს მცხუნვარე აფრიკული მზის ქვეშ.


ჭიანჭველები


საინტერესოა ისიც, რომ აშშ-ს აღმოსავლეთ სანაპიროზე ბინადრობენ მონათმფლობელი ჭიანჭველები. მათ ერთადერთი მიზანი აქვთ - გაძარცვონ მეზობელი ჭიანჭველების ბუდეები და ხელთ იგდონ მათი ჭუპრები, რათა გამოჩეკის შემდეგ მონებად ამუშაონ. "აღზრდა" ძლევს ხოლმე წარმომავლობას და ინსტინქტს და დამონებული ჭიანჭველები მართლაც დამმონებელთათვის იწყებენ მონურად მუშაობას, თუმცა ხშირად ხდება ისეც, რომ მათში ინსტინქტი იღვიძებს და დატყვევებული ჭიანჭველები ჯანყდებიან უსამართლო მტრების წინააღმდეგ, დამატყვევებლებს თავებს აცლიან დამათ კვერცხებს ბუდიდან ყრიან. ასეთ აჯანყების წამოწყებისთვის მხოლოდ ერთი, მეამბოხე, "სპარტაკი ჭიანჭველაც" კი საკმარისია. თუმცა სამწუხაროდ ხშირად ასეთ თავდასხმას გადაურჩება ხოლმე მონამფლობელ ჭიანჭველათა 30% მაინც, რაც მეორე დღეს კონტრშეტევის მოსაწყობად და აჯანყებულთა კვლად დასამონებლად საკმაირისია.


ჭიანჭველები


საოცარია ჭიანჭველების კიდევ ერთი თვისება. ისინი დაჭრილ თანამებრძოლებს არ ტოვებენ, გადაჰყავთ ბუდეში უსაფრთხო ადგილას, მოასვენებენ, ხოლო თავად შეუდგებიან ხოლმე თავიანთი ენებით დაჭრილი თანამებრძოლების ჭრილობების ლოკვას და იარების ამ გზით მოშუშებას. ეს მეთოდი მართლაც მუშაობს და აღდგენის, რეგენერაციის, შეხორცების პროცესი მალევე იწყება. მწერი მომვლელები დაჭრილებს რამდენიმე წუთის ან რამდენიმე საათის განმავლობაში ინტენსიურად, გაუჩერებლად ლოკავენ. გააჩნია, რამდენად დიდია დაზიანებები. განხორციელებული დაკვირვებების შედეგად გაირკვა, რომ ასეთი გზით მკურნალობის შემდეგ სრულად გამოჯანმრთელდება ხოლმე დაჭრილ ჭიანჭველათა 90%. დაჭრილებზე ასეთი ზრუნვა სრულიად უნიკალურია ცხოველთა სამყაროში და ამ დონეზე ეს მხოლოდ ადამიანებს ახასიათებს.

დაჭრილი ჭიანჭველები ბრძოლის ველზე თავად უხმობენ ხოლმე თანამებრძოლებს, ისინი გამოყოფენ ქიმიურ ნივთიერებებს, რომლებსაც მათი ამხანაგები შეიგრძნობენ ანტენების საშუალებით და დახმარების ინსტინქტს მყისიერად უღვიძებენ. შედარებით მსუბუქად დაჭრილი ჭიანჭველები წვებიან და ელოდებიან როდის წაიყვანენ მეგობრები ბუდეში უსაფრთხო ადგილას, ხოლო ყველაზე სასტიკ შემთხვევებში, როდესაც რომელიმე ჭიანჭველა ხუთ ან ექვსივე ფეხს კარგავს, თავად ამბობს უარს რომ დახმარება გაუწიონ და მშობლიურ კოლონიას ზედმეტ ტვირთად დააწვეს.


ჭიანჭველების მიერ აშენებული "ქალაქი" ნოვგოროდში


ასეთმა ბრძოლისუნარიანობამ, ურთიერთდახმარების დაუოკებელმა ინსტინქტმა, შრომამ და სოციალურმა ურთიერთობამ ეს სახეობა აქცია დედამიწის ყველაზე დიდ დამპყრობელად. ადამიანთათვის თითქოს უჩინარნი, თავიანთ დიდ იმპერიას განაგებენ და დედამიწაზე მბძანებლობენ. რომ არა ადამიანი, მეფეები აქ ჭიანჭველები იქნებოდნენ. ადამიანის გარდა არ არსებობს სახეობა, რომელიც მათ წინ აღუდგება და პლანეტაზე მათ დომინაციას დაამარცხებს იმიტომ, რომ ისინი, ისევე როგორც ადამიანები სოციალური ცხოველები არიან ხოლო ძალა - ერთობაშია და ეს ე.წ. ბუნებითი კანონია.





კრებულები:


1. ქართველური ტომები

2. ქართული სახელმწიფოები

3. კავკასიური კულტურები

4. საქართველო

5. საქართველო (ნაწილი მეორე)

6. ნაციზმი

7. ჰიტლერი

8. პარანორმალი

9. მეცნიერება

10. მეცნიერება (ნაწილი მეორე)

11. ქართული მითოლოგია


ავტორი: თორნიკე ფხალაძე


8
1438
2-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
1438
  
2022, 9 აპრილი, 21:33
The smallest species of ant among the ants weighs 1 milligram. Little adult species weigh 4 milligrams or more. 1 g = 1000 mg. The existence of living organisms is based on the presence of several chemical elements, in particular carbon (C), oxygen (O), nitrogen (N) and hydrogen (H). There are always 4 basic elements in every living system: carbon (C), oxygen (O), nitrogen (N) and hydrogen (H). Carbon is the major building block contained by living organisms on Earth. The percentage of carbon in the mass of living organisms is 19.4%. Oxygen and hydrogen are found in almost every organic compound that makes up living organisms. The percentage of oxygen in the mass of living systems is 62.8%, the percentage of hydrogen - 9.3%. The source of hydrogen for organisms is water, the source of oxygen is water and the atmosphere. Nitrogen content in organisms is found mainly in amino acids, proteins and nucleic acids. Its (nitrogen) percentage in the total mass of living organisms is 5.1%.

O (oxygen) - 1 gram of oxygen consists of 37.5 sextillion atoms.
C (carbon) - 1 gram of carbon consists of 50 sextillion atoms.
H (hydrogen) - 1 gram of hydrogen consists of 595 sextillion atoms.
N (nitrogen) - 1 gram of nitrogen consists of 42 sextillion atoms.

Sextillion is a trillion times (10 ^ 21 = 1,000,000,000,000,000,000,000)
A quintile is a trillion times a million (10 ^ 18 = 1,000,000,000,000,000,000)
A quadrillion is a billion times a million (10 ^ 15 = 1,000,000,000,000,000)
2022, 9 აპრილი, 21:33
To calculate at least how many carbon atoms an ant weighs 1 milligram, then we need to know that 1 milligram of carbon consists of 50 quintillion atoms. Since the carbon content of ants's body is about 19% of the total mass, we have to divide 50 quintillion by 5.3 (100/19) and get 9.4 quintillion atoms.

To calculate at least how many oxygen atoms an ant weighs 1 milligram consists of, then we need to know that 1 milligram of oxygen consists of 37.5 quintillion atoms. Since the oxygen content of an ant's body is about 62% of its total mass, we need to divide 37.5 quintillion by 1.6 (100/62) to get 23.4 quintillion atoms.

To calculate at least how many hydrogen atoms an ant weighs 1 milligram consists of, then we need to know that 1 milligram of hydrogen consists of 595 quintillion atoms. Since the composition of hydrogen in the ant body is about 9% of the total mass, we have to divide 595 quintillion by 11 (100/9) and get 54 quintillion atoms.

To calculate at least how many nitrogen atoms an ant weighs 1 milligram, then we need to know that 1 milligram of nitrogen consists of 42 quintillion atoms. Since the composition of hydrogen in the ant body is about 5% of the total mass, we have to divide 42 quintillion by 20 (100/5) and get 2 quintillion atoms.

It turns out that by looking at the ant example, every living thing that weighs 1 milligram consists of about 88 quintillion atoms.
A living thing weighing 1 microgram or a grain of sand is made up of 88 quadrillion atoms.
1 nanogram, or one medium-sized living cell, is made up of 88 trillion atoms.
And 1 picogram, or one small bacterial living thing, is made up of about 88 billion atoms.
2022, 8 აპრილი, 18:44
ჭიანჭველებს შორის უმცირესი სახეობის ზრდასრული ჭიანჭველა იწონის 1 მილიგრამს. ცოტა მოზრდილი სახეობები 4 მილიგრამს და მეტს. 1 გ = 1000 მგ. ცოცხალი ორგანიზმების არსებობა დაფუძნებულია რამდენიმე ქიმიური ელემენტის, განსაკუთრებით ნახშირბადის (C), ჟანგბადის (O), აზოტისა (N) და წყალბადის (H) არსებობაზე. ყველა ცოცხალ სისტემაში ყოველთვის გვხვდება 4 ძირითადი ელემენტი: ნახშირბადი (C), ჟანგბადი (O), აზოტი (N) და წყალბადი (H). ნახშირბადი არის ძირითადი სამშენებლო ერთეული, რომელსაც შეიცავს ცოცხალი ორგანიზმები დედამიწაზე. ნახშირბადის პროცენტი ცოცხალი ორგანიზმების მასაში არის 19,4%. ჟანგბადი და წყალბადი გვხვდება თითქმის ყველა ორგანულ ნაერთში, რომლებიც ქმნიან ცოცხალ ორგანიზმებს. ჟანგბადის პროცენტი ცოცხალი სისტემების მასაში არის 62,8%, წყალბადის პროცენტი - 9,3%. ორგანიზმებისთვის წყალბადის წყარო წყალია, ჟანგბადის წყარო - წყალი და ატმოსფერო. აზოტის შემცველობა ორგანიზმებში გვხვდება ძირითადად ამინომჟავებში, ცილებსა და ნუკლეინის მჟავებში. ცოცხალ ორგანიზმთა საერთო მასაში მისი (აზოტის) პროცენტია 5,1%.

O (ჟანგბადი) - 1 გრამი ჟანგბადი შედგება 37.5 სექსტილიონი ატომისგან.
C (ნახშირბადი) - 1 გრამი ნახშირბადი შედგება 50 სექსტილიონი ატომისგან.
H (წყალბადი) - 1 გრამი წყალბადი შედგება 595 სექსტილიონი ატომისგან.
N (აზოტი) - 1 გრამი აზოტი შედგება 42 სექსტილიონი ატომისგან.

სექსტილიონი არის ტრილიონჯერ მილიარდი (10^21 = 1,000,000,000,000,000,000,000)
კვინტილიონი არის ტრილიონჯერ მილიონი (10^18 = 1,000,000,000,000,000,000)
კვადრილიონი არის მილიარდჯერ მილიონი (10^15 = 1,000,000,000,000,000)
2022, 8 აპრილი, 18:44
რომ გამოვითვალოთ მინიმუმ რამდენი ნახშირბადის ატომისგან შედგება ჭიანჭველა, რომელიც იწონის 1 მილიგრამს, მაშინ უნდა ვიცოდეთ, რომ 1 მილიგრამი ნახშირბადი შედგება 50 კვინტილიონი ატომისგან. ვინაიდან ჭიანჭველას სხეულში ნახშირბადის შემადგენლობა მთელი მასის დაახლოებით 19%-ია, 50 კვინტილიონი უნდა გავყოთ 5.3-ზე (100/19) და მივიღებთ 9.4 კვინტილიონ ატომს.
რომ გამოვითვალოთ მინიმუმ რამდენი ჟანგბადის ატომისგან შედგება ჭიანჭველა, რომელიც იწონის 1 მილიგრამს, მაშინ უნდა ვიცოდეთ, რომ 1 მილიგრამი ჟანგბადი შედგება 37.5 კვინტილიონი ატომისგან. ვინაიდან ჭიანჭველას სხეულში ჟანგბადის შემადგენლობა მთელი მასის დაახლოებით 62%-ია, 37.5 კვინტილიონი უნდა გავყოთ 1.6-ზე (100/62) და მივიღებთ 23.4 კვინტილიონ ატომს.
რომ გამოვითვალოთ მინიმუმ რამდენი წყალბადის ატომისგან შედგება ჭიანჭველა, რომელიც იწონის 1 მილიგრამს, მაშინ უნდა ვიცოდეთ, რომ 1 მილიგრამი წყალბადი შედგება 595 კვინტილიონი ატომისგან. ვინაიდან ჭიანჭველას სხეულში წყალბადის შემადგენლობა მთელი მასის დაახლოებით 9%-ია, 595 კვინტილიონი უნდა გავყოთ 11-ზე (100/9) და მივიღებთ 54 კვინტილიონ ატომს.
რომ გამოვითვალოთ მინიმუმ რამდენი აზოტის ატომისგან შედგება ჭიანჭველა, რომელიც იწონის 1 მილიგრამს, მაშინ უნდა ვიცოდეთ, რომ 1 მილიგრამი აზოტი შედგება 42 კვინტილიონი ატომისგან. ვინაიდან ჭიანჭველას სხეულში წყალბადის შემადგენლობა მთელი მასის დაახლოებით 5%-ია, 42 კვინტილიონი უნდა გავყოთ 20-ზე (100/5) და მივიღებთ 2 კვინტილიონ ატომს.

გამოდის, რომ ჭიანჭველას მაგალითზე განხილვით, ყველა ცოცხალი არსება, რომელიც იწონის 1 მილიგრამს, შედგება დაახლოებით 88 კვინტილიონი ატომისგან.
1 მიკროგრამის წონის ანუ ქვიშის მარცვლის წონის ცოცხალი არსება კი შედგება 88 კვადრილიონი ატომისგან.
1 ნანოგრამის წონის ანუ ერთი საშუალო უჯრედისხელა ცოცხალი არსება შედგება 88 ტრილიონი ატომისგან.
ხოლო 1 პიკოგრამის ანუ ერთი მცირე ზომის ბაქტერიისხელა ცოცხალი არსება შედგება დაახლოებით 88 მილიარდი ატომისგან.
2022, 23 მარტი, 4:00
რომელია ის ექვსი ქიმიური ელემენტი, რომელიც ყველაზე ხშირად და უხვად გვხვდება ცოცხალ ორგანიზმებში?

სამყაროს მთელი მატერია შედგება ქიმიური ელემენტებისგან. ეს ქიმიური სამშენებლო ბლოკები ასევე არის დედამიწაზე არსებული ყველა ცოცხალი ორგანიზმის საფუძველი. მიუხედავად იმისა, რომ ცოცხალი ორგანიზმები შეიცავს უამრავ სხვადასხვა ელემენტს, ზოგიერთი ელემენტი უფრო დიდი პროცენტული რაოდენობით გვხვდება ცოცხალ ორგანიზმებში. ეს ელემენტებია: ჟანგბადი, ნახშირბადი, წყალბადი, აზოტი, კალციუმი და ფოსფორი.

1) ჟანგბადი (O) არის ელემენტი, რომელსაც შეიცავს ცოცხალი ორგანიზმები ყველაზე უხვად, მაგალითად ადამიანის სხეულის დაახლოებით 65%-ს ჟანგბადის ატომები შეადგენს. ჟანგბადი ასევე არის ყველაზე უხვი ელემენტი დედამიწის ქერქში და ჰაერში, რომელიც აუცილებელია დედამიწაზე სიცოცხლის უმრავლესობისთვის. ჟანგბადის არსებობა სხეულში ძირითადად წყლის სახითაა, რომელიც გამოიყენება ორგანიზმში სიცოცხლის შესანარჩუნებლად საჭირო ენერგიის წარმოებისთვის.
2022, 23 მარტი, 4:00
2) ნახშირბადი (C) ქმნის საფუძველს დედამიწაზე მთელი სიცოცხლისთვის; მართლაც, დედამიწაზე სიცოცხლის ფორმებს მოიხსენიებენ, როგორც ნახშირბადზე დაფუძნებულ სიცოცხლის ფორმებს, რაც ხაზს უსვამს ამ ელემენტის მნიშვნელობას სიცოცხლისთვის. ნახშირბადის ატომები ადვილად უკავშირდება სხვა ატომურ ელემენტებს, როგორიცაა ჟანგბადი და აზოტი. ვინაიდან ნახშირბადს შეუძლია ასე ადვილად დაუკავშირდეს სხვა ელემენტებს, ობლიგაციების გრძელი ჯაჭვები შეიძლება ჩამოყალიბდეს და უზრუნველყოს ფიზიკური და ქიმიური სტრუქტურა, რომელიც საჭიროა ცოცხალ ორგანიზმებში მიმდინარე რთული პროცესებისა და სტრუქტურებისთვის, როგორიცაა სტრუქტურული ცილები და გენეტიკური ინფორმაცია ნუკლეინის მჟავების (რნმ, დნმ) სახით.

3) წყალბადი (H) უმარტივესი ელემენტია, რადგან მისი ატომი შეიცავს მხოლოდ ერთ პროტონს და ერთ ნეიტრონს. ამ სიმარტივის შედეგად წყალბადი ადვილად იკავშირებს სხვა ელემენტებს, რაც მას მნიშვნელოვან კომპონენტად აქცევს ცოცხალი ორგანიზმების წარმოქმნისთვის და ჩამოყალიბებისთვის. წყალბადი არის მეორე ელემენტი (ჟანგბადთან ერთად), რომელიც ქმნის წყალს. წყალი კი გადამწყვეტი შემადგენელი ნაწილია დედამიწაზე სიცოცხლის ფორმების უმეტესობისთვის. წყალბადი ასევე წარმოქმნის ბევრ უმნიშვნელოვანეს ბიოლოგიურ რეაქციას, მათ შორის ფოტოსინთეზს და მეტაბოლიზმს.
2022, 23 მარტი, 3:59
4) აზოტი (N) დედამიწაზე ერთ-ერთი ყველაზე უხვი ელემენტია, რომელიც დედამიწის ჰაერის დაახლოებით 80%-ს შეადგენს. აზოტი მნიშვნელოვანი ელემენტია მცენარეთა სიცოცხლის განვითარებაში, რადგან ამ ელემენტის შემცველი ნაერთები ადვილად შეიწოვება და გამოიყენება მცენარეების მიერ. აზოტი ასევე არის მრავალი ცილის და დეზოქსირიბონუკლეინის მჟავების (დნმ) მნიშვნელოვანი კომპონენტი, რაც გადამწყვეტია გენეტიკური მასალის გადასაცემად სიცოცხლის შემდგომ თაობებზე.

5) გოგირდი (S) არის ცოცხალი ორგანიზმების მიერ გამოყენებული ორი აუცილებელი ამინომჟავის ძირითადი კომპონენტი: ცისტეინი და მეთიონინი. ეს ამინომჟავები, ისევე როგორც ყველა ამინომჟავა, გადამწყვეტია ცილების შესაქმნელად, რომლებიც გამოიყენება ცოცხალი ორგანიზმების სტრუქტურული სტაბილურობისა და აღდგენისთვის. მაგალითად, თმისა და ბუმბულის სტრუქტურული მთლიანობა შეიძლება მიეკუთვნებოდეს ამ ამინომჟავებს. გოგირდი ასევე გამოიყენება როგორც ენერგიის წყარო და მეტაბოლიზდება ზოგიერთი სახეობის ბაქტერიით და სხვა დაბალი სირთულის სტრუქტურის მქონე სიცოცხლის ფორმებით.

6) ფოსფორი (P) გამოიყენება ფოსფოლიპიდების წარმოქმნისთვის. ფოსფოლიპიდი კი არის მოლეკულის ტიპი, რომელიც წარმოადგენს ყველა ცოცხალი უჯრედის მემბრანის ძირითად კომპონენტს. ამ უჯრედის მემბრანის გარეშე, უჯრედები ვერ განვითარდება და არ ექნებათ სტრუქტურული სტაბილურობა, რომ ჩამოყალიბდნენ პირველ რიგში. ფოსფოლიპიდების ეს დამცავი ფენა იცავს უჯრედთა ყველა შიდა კომპონენტს და ეს დამცავი ფენა საშუალებას იძლევა რომ უჯრედშიდა პროცესები სწორად წარიმართოს. ეს პროცესები კი უნარჩუნებენ უჯრედებს სიცოცხლეს. ფოსფოლიპიდური ფენა ასევე იცავს უჯრედს ნებისმიერი არასასურველი ან პოტენციურად გამანადგურებელი ნითიერებებისგან და ხელს უწყობს მათ დარჩენას უჯრედის გარემომცველ სივრცეში, არ აძლევს დამაზიანებელ ნივთიერებებს საშუალებას, რომ შეაღწიონ უჯრედებს შიგნით.
2021, 22 აპრილი, 2:06
უბუნტუ
აფრიკაში მყოფმა ანთროპოლოგმა ერთ-ერთი ტომის ბავშვებს შესთავაზა თამაში. მან ხილით სავსე კალათი დადგა ხესთან და ვინც პირველი მივიდოდა მასთან, პრიზიც მისი იქნებოდა. ბავშვებმა ნაცვლად გაქცევისა, ხელი ჩაჰკიდეს ერთმანეთს, კალათთან ერთდროულად მივიდნენ და პრიზი გაინაწილეს. როდესაც გაოგნებულმა ანთროპოლოგმა ბავშვებს ჰკითხა, თუ რატომ მოიქცნენ ასე, მათ უპასუხეს:
"უბუნტუ... არ შეიძლება ერთი იყოს ბედნიერი და დანარჩენი მოწყენილნი".
სიტყვა "უბუნტუ" მათ ენაზე ერთობის გამომხატველია და ითარგმნება დაახლოებით ასე: "მე ვარსებობ, რადგან ჩვენ ვარსებობთ!"
0 1 8