x
image
_K_
ადამიანები, რომლებიც მუდმივად იგვიანებენ, უფრო წარმატებულები არიან - გაინტერესებთ, რატომ?
imageმკვლევრების თქმით, ადამიანები, რომლებიც იგვიანებენ, ამით თქვენდამი უპატივცემულობას სულაც არ გამოხატავენ. ფსიქოლოგიურად, მხოლოდ 2 ტიპის ადამიანები არსებობენ:

პირველი ტიპი (A) უფრო აგრესიული, თვითკრიტიკული, კონკურენტუნარიანი და დროის მიმართ მგრძნობიარეა.

მეორე ტიპს (B) კი დაგვიანება ახასიათებს, მომთმენი და კომუნიკაბელურია. გარდა ამისა, ამ ტიპის ადამიანებს აქვთ არაერთი თვისება, რაც წარმატების მიღწევაში ეხმარებათ.


სტატიაში ვცადეთ, ეს თემა უფრო ღრმად შეგვესწავლა და გვეპოვა ახსნა, თუ რატომ არიან "დამგვიანებლები" არც თუ ისე იშვიათად საკმაოდ წარმატებულები პროფესიულ გზაზე.






იმიტომ რომ ისინი კრეატიულები არიან.


B ტიპის ადამიანებს კარგი წარმოსახვის უნარი ახასიათებთ, რაც მათ განსაკუთრებით ადგებათ კრეატიული სამუშაოს შესრულებისას. მათ არ ეშინიათ წესების დარღვევის და ჩარჩოს გარეთ მოქმედების. ამ თვისებების მქონე ადამიანები სხვებზე ხშირად ხდებიან წარმატებულები.


მუშაობისას მათ შეიძლება დროის შეგრძნებაც კი დაკარგონ, თუმცა, ამის მიუხედავად შეუძლიათ, საქმე უმაღლეს დონეზე შეასრულონ.

image






იმიტომ რომ ისინი ოპტიმისტები არიან.

კვლევების მიხედვით, ადამიანები, რომლებიც იგვიანებენ, მეტად ოპტიმისტები არიან. ამ თვისების გამო ხშირად აღწევენ წარმატებას კარიერულ ცხოვრებაში.


ფსიქოლოგმა მარტინ სელინგსმენმა ჩაატარა კვლევა, რომელმაც დაადგინა, რომ ოპტიმისტი ვაჭრები 88%-ით მეტ საქონელს ყიდიდნენ, ვიდრე პესიმისტები. საქმე იმაშია, რომ ოპტიმისტები პრობლემებს არ უშინდებიან და წინ სვლას ნებისმიერ სიტუაციაში განაგრძობენ.

image






იმიტომ რომ მათ ერთდროულად რამდენიმე რამის გაკეთება შეუძლიათ.

თუ თქვენი მეგობარი მუდმივად იგვიანებს, სავარაუდოა, რომ ეს უბრალოდ სიზარმაცის გამო არ ხდება. არიან ადამიანები, რომლებიც ერთდროულად რამდენიმე საქმის შესრულებას ცდილობენ, რაც მათი წარმატების გასაღებია. ბევრი რამის ერთად შესრულება კი ადამიანს ხშირად აკარგინებს დროის შეგრძნებას.


ეს ჩვევა უნდა აკონტროლოთ და საქმეებს ისე გაუკეთოთ ორგანიზება, რომ ყველა კმაყოფილი იყოს.

image






იმიტომ რომ ისინი უფრო მშვიდები არიან.

B ტიპის ადამიანები უფრო მშვიდები არიან, რადგან ნაკლებად ბრაზდებიან და დაბალი სტრესის დონე აქვთ. თუ რამე ცუდი ხდება, ისინი პანიკაში არ ვარდებიან, ეს კი ნებისმიერი პროფესიონალისთვის ძალიან მნიშვნელოვანი თვისებაა.


შეიძლება, ისინი ხშირად იგვიანებენ, მაგრამ სამაგიეროდ ნაკლებ შეცდომას უშვებენ.

image






იმიტომ რომ ისინი პერფექციონისტები არიან.

შეხვედრისთვის ემზადებით, იცვლით ტანსაცმელს, იკეთებთ მაკიაჟს, ამოწმებთ გამორთულ უთოს (ორჯერ), შედეგად კი იგვიანებთ.


ერთ-ერთი კვლევის მიხედვით, ყველაფრის იდეალურად გაკეთების მცდელობა ხშირად ხდება დაგვიანების მიზეზი. თუმცა, ეს კარგ თანამშრომელსაც ნიშნავს, რომელიც საქმეს შუა გზაზე არ ტოვებს და მის უმაღლეს დონეზე შესრულებას ცდილობს. ასე რომ, გასაკვირი არაა, თუ ასეთი ადამიანები ხშირად აღწევენ წარმატებას კარიერაში.

image

p.s. მასალის გამოყენება, გადაბეჭდვა და რეპროდუცირება ბეჭდვით ან ინტერნეტმედიაში ავტორთან/მთარგმნელთან შეთანხმების გარეშე აკრძალულია.





ასევე დაგაინტერესებთ:


1. თუ თავდაჯერებულობა გაკლიათ, აუცილებლად გაითვალისწინეთ ეს 11 რჩევა!

image


2. ღიმილის 9 ტიპი - რა იმალება თითოეული მათგანის უკან

image


3. ეს 9 ფსიქოლოგიური შეკითხვა დაგეხმარებათ, ადამიანები გადაშლილი წიგნივით წაიკითხოთ

image


4. აირჩიეთ ადამიანი, რომელიც მოგწონთ და გეტყვით, როგორი ხართ

image


5. 10 ფსიქოლოგიური ხრიკი, რომელთა დახმარებით ნებისმიერ ინტერვიუზე მოხიბლავთ დამსაქმებელს

image

1
411
3-ს მოსწონს
ავტორი:_K_
_K_
411
  
2020, 26 იანვარი, 2:36
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1