საზოგადოებრივი როგორ გამოიყურებოდნენ ეგვიპტის ფარაონები 2020, 5 იანვარი, 23:06 ეგვიპტეში სახელმწიფოებრიობა ჩამოყალიბდა ძვ.წ. 3100 წლამდე ბევრად უფრო ადრე, მაგრამ ძვ.წ. 3100 წელზე უფრო ძველ პერიოდში არსებულ ეგვიპტურ სახელმწიფოს ხანას ეწოდება პრე-დინასტიური ანუ დინასტიებამდელი ძველეგვიპტური პერიოდი. ძვ.წ. 3100 წლიდან კი იწყება დინასტიური პერიოდი და სრულდება ძვ.წ. 332 წელს, როდესაც ეგვიპტეში გამეფდა ბერძნულ-რომაული კულტურა და დაიწყო ბერძნულ-რომაული პერიოდი. ძველეგვიპტურ ხანაში (ძვ.წ. 3100 - ძვ.წ. 332 წლებში) ეგვიპტეს სულ მართავდა 31 სამეფო დინასტია და უამრავი ფარაონი. ჩვენ ზუსტად არ ვიცით როგორ გამოიყურებოდა ფარაონთა დიდი ნაწილი, მაგრამ არქეოლოგებმა აღმოაჩინეს ზოგიერთი ფარაონის პერიოდში გაკეთებული მათივე უძველესი გამოსახულებები თუ ძეგლები, რომელთაც აქვე შემოგთავაზებთ, რომ რაც შეიძლება ზუსტი წარმოდგენა შეგვექმნას, თუ როგორ გამოიყურებოდნენ ეგვიპტის სხვადასხვა დინასტიის წარმომადგენელი ფარაონები. (შენიშვნა: სიაში გამოტოვებულია უამრავი ფარაონი, ვინაიდან მათი ავთენტური გამოსახულებები ჯერჯერობით არ აღმოჩენილა): მეფე-მორიელი სერქეთ II - პრედინასტიური, დინასტიებამდელი პერიოდი. ე.წ. 0 დინასტია. მეფობდა დაახლოებით ძვ.წ. 3150-იან წლებში. დინასტიებამდელი ფარაონი. ნარმერი - ზოგიერთი ეგვიპტოლოგის აზრით, ნარმერი იგივე მენესია. მეფობდა ძვ.წ. 3100-იან წლებში. I დინასტია. ხასეხემვი - ასევე გამოითქმის როგორც ხასეხემუი ან "ხენერეს". მეფობდა ძვ.წ. 2690-იან წლებში. II დინასტია. ჯოსერი - იგივე ნეჯერიხეთი, თოსოტროსი, სესორტოსი. მეფობდა დაახლოებით ძვ.წ. 2686-2611 წლებში. III დინასტია. სანახტი - შესაძლოა იგივე ნებკა ან ჰორუს სა. მეფობდა დაახ. ძვ.წ. 2650-იან წლებში. იმეფა 18 წელი. იყო ეგვიპტის III დინასტიის ერთ-ერთი ფარაონი. ჰუნი - იგივე ნუ-სუტეჰ, ნისუტ-ჰუ, ჰუ-ენ-ნისუტი, ქაჰეჯეტი, კერფერისი, აქესი. მეფობდა ძვ.წ. 2637-2613 წლებში. III დინასტიის ბოლო ფარაონი. ბრუკლინის მუზეუმში ინახება გრანიტის ქვისგან დამზადებული ბიუსტი, რომელიც იდენტიფიცირებულია, როგორც ფარაონი ჰუნი. სნეფერუ - იგივე სნეფრუ, სენეფერუ, სნოფრუ ან ელინისტური ფორმით სორისი. მეფობდა ძვ.წ. 2613-2589 წლებში. IV დინასტია. ხუფუ - იგივე ხეოფსი, სუფისი, ხნუბოსი, სოფე. მეფობდა ძვ.წ. 2589-2566 წლებში. IV დინასტია. ჯედეფრე - იგივე ჯედეფრა, რაჯედეფი, რატოისი, რამფსინიტი, რაუოზისი. მეფობდა ძვ.წ. 2566-2558 წლებში. IV დინასტია მისი კვარციტის ქანდაკება ინახება საფრანგეთში, ლუვრის მუზეუმში. ხაფრა - იგივე ხაფრე, ხაფრენი, სუფის II, საოფისი. მეფობდა ძვ.წ. 2558-2532 წლებში. IV დინასტია. დიორიტის ქვისგან დამზადებული მისი ქანდაკება ინახება ქაიროს მუზეუმში. მენკაურა - იგივე მენკაურე, მიკერინოსი, მენხერესი. მეფობდა ძვ.წ. 2532-2503 წწ. IV დინასტია. გრაუვაკას (greywacke) ქვისგან, მისი მმართველობის პერიოდშივე დამზადებული მისი ქანდაკება ინახება ბოსტონის ხელოვნების მუზეუმში. უსერკაფი - იგივე ოუსერკაფი, ვესერკაფი, ვოსერკაფი, უსერქერესი. მეფობდა ძვ.წ. 2498-2491 წლებში. V დინასტია. მისი 45 სანტიმეტრის სიგრძის, გრაუვაკას ქვისგან დამზადებული ქანდაკება ინახება ქაიროში, ეგვიპტურ მუზეუმში. საჰურე - იგივე საჰურა, საჰუ-რე, სეფრესი. მეფობდა ძვ.წ. 2490-2477 წლებში. V დინასტია. მისი ძეგლი ინახება ნიუ იორკის მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმში. ნეფერეფრე - იგივე რანეფერეფი, ნეფერეფრა, ნუფირე, ნუფირეფრე, ქერესი. მეფობდა ძვ.წ. 2460-2458 წლებში. V დინასტია. აღმოჩენილია მისი მოხატული ქანდაკება, რომელიც დამზადებულია კირქვისგან. ნიუსერე ინი - იგივე ნეუსერე ინი, ნიუსერა, ნევოსერე, ანუ, რათორისი. მეფობდა ძვ.წ. 2445-2422 წლებში. V დინასტია. აღმოჩენილია მისი ქანდაკება, სადაც ის გამოისახება ორი გამოსახულებით, ერთში როგორც ახალგაზრდა და გვერდზე, როგორც უკვე ხანში შესული. ინახება გერმანიაში, მიუნხენის ეგვიპტის ხელოვნების მუზეუმში. მენკაუჰორ კაიუ - იგივე მენქერესი, მენკაურა, იკაუ, იკაუჰორი, ჰორ-ა-კაუ. მეფობდა ძვ.წ. 2422-2414 წლებში. V დინასტია. მემფისში აღმოჩენილი მისი ქანდაკება ინახება ეგვიპტეში, ქაიროს მუზეუმში, მაგრამ მასზე სახე კარგად არ განირჩევა. სამაგიეროდ შემორჩენილია მისი მეორე გამოსახულება სტელაზე ამენემინეტის საფლავიდან, რომელიც დღეს ინახება ლუვრში და სადაც ის გარკვევით ჩანს. მერირე პეპი I - იგივე პეპი, ფიოპსი. მეფობდა ძვ.წ. 2332-2283 წლებში. VI დინასტია. მისი ქანდაკება ინახება ბრუკლინის მუზეუმში. მერენრე ნემტიენსაფ I - იგივე ანტიემსაფი. მეფობდა ძვ.წ. 2283-2278 წლებში. VI დინასტია. მისი სპილენძის ქანდაკება აღმოჩენილია ჰიერაკონპოლისი. ნეფერკარე პეპი I - იგივე ფიოპსი. ის არის ადამიანი, რომელმაც ყველაზე დიდი ხნით იმეფა კაცობრიობის ისტორიაში (თუ არ ჩავთვლით შუმერი მეფეების სიას, რომელთაგანაც ზოგიერთი, რომლებმაც ძალიან დიდ ხანს იმეფეს, მითოლოგიურ მეფეებადაა მიჩნეული). ნეფერკარე პეპი I-მა კი იმეფა 94 წელიწადი. ძვ.წ. 2278-2184 წლებში. VI დინასტია. მისი ალებასტრისგან დამზადებული ქანდაკება აღმოჩენილია ეგვიპტეში, არის პეპი I-ის თანამედროვე ეპოქაში დამზადებული. აქ ჩანს, რომ პეპი კალთაში უზის დედამისს დედოფალ ანხნესმერირე II-ს. ვაჰანხ ინტეფ II - იგივე ინიოტეფ II, ანტეფ II, სი-რე. მეფობდა ძვ.წ. 2117-2069 წლებში. XI დინასტია. მის საფლავის ქვაზე, რომელიც დამზადებულია კირქვით, გამოსახულია მისი ფიგურა. დღეს ეს სტელა ინახება მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმში. ნებჰეპეტრე მენტუჰოტეპ II - მეფობდა ძვ.წ. 2060-2010 წლებში. XI დინასტიის მეორე პერიოდი, ეგვიპტის შუა სამეფოს პირველი მმართველი. ქვიშაქვისგან დამზადებული მისი ქანდაკება ინახება ქაიროს ეგვიპტურ მუზეუმში. მენტუჰოტეპ III - მეფობდა ძვ.წ. 2010-1998 წლებში. XI დინასტია. მისი ქანდაკება ინახება ბოსტონში, ხელოვნების მუზეუმში. სეჰეტეპიბრე ამენემჰატ I - მეფობდა ძვ.წ. 1991-1962 წლებში. XII დინასტია. მისი გამოსახულება შემორჩენილია მისივე განსასვენებელ კომპოლექსში ელ-ლიშტში. ხეპერკარე სენუსრეტ I - იგივე სესოსტრისი, სესონხოსისი. მეფობდა ძვ.წ. 1971-1926 წლებში. XII დინასტია. მისი ქანდაკება აღმოჩენილია და ინახება ეგვიოპტეში, ქაიროს მუზეუმში. სუბკაურა ამენემჰატ II - იგივე ამენემესი. მეფობდა ძვ.წ. 1929-1895 წლებში. XII დინასტია. კარნაკის ტაძარში აღმოჩენილია მისი მდგომარე ქანდაკება დამზადებული შავი გრანიტის ქვისგან. დღეს ის ინახება ლუქსორის მუზეუმში. ხახეპერა სენუსრეტ II - იგივე სესოსტრისი, სენვოსრეტი. მეფობდა ძვ.წ. 1897-1878 წლებში. XII დინასტია. მისი 35 სანტიმეტრის სიგრძის ქანდაკება, რომელიც გრანიტისგანაა დამზადებული, აღმოაჩინეს მემფისში. ხაკაურა სენუსრეტ III - იგივე სესოსტრისი, სენვოსრეტი. ეგვიპტის შუა სამეფოს ყველაზე ძლევამოსილი ფარაონი. მეფობდა ძვ.წ. 1878-1860 წლებში. XII დინასტია. მისი რამდენიმე გამოსახულებაა აღმოჩენილი. მათ შორისაა საოცრად დახვეწილი გრანიტის ქვისგან დამზადებული ქანდაკება, რომელიც მისივე მმართველობის პერიოდშია დამზადებული. ნიმაატრე ამენემჰეტ III - იგივე ლამარესი, ლამპარესი, ამერესი, ამენემესი. მეფობდა ძვ.წ. 1860-1815 წლებში. XII დინასტია. აღმოჩენილია მისი ქანდაკება, რომელიც ბაზალტის ქვისგანაა დამზადებული. მახერურა ამენემჰატ IV - იგივე ამენემესი. მეფობდა ძვ.წ. 1815-1807 წლებში. XII დინასტია. აღმოჩენილია სფინქსის ტიპის ქანდაკება, რომელსაც აქვს ამენემჰატის სახე და აწერია კიდეც მისი სახელი, ინახება ბრიტანულ მუზეუმში. სეხემრე ხუტავი სობეხოტეპ I - მეფობდა ძვ.წ. 1803-1800 წლებში. დააარსა ეგვიპტის XIII დინასტია. აღმოჩენილია მისი ბიუსტი. სეხემკარე ამენემჰატ V - მეფობდა ძვ.წ. 1796-1793 წლებში. XIII დინასტია. აღმოჩენილია სპილოს ძვლისგან დამზადებული მისი ქანდაკება. ავიბრე ჰორ I - იგივე ჰორი, ჰორ ავიბრე, ავიბრე, აუიბრე. მეფობდა ძვ.წ. 1777-1775 წლებში. XIII დინასტია. ქაიროში ინახება მისი ქანდაკება, სადაც ჩანს, რომ ამ ფარაონს ცისფერი თვალები და სრულად კავკასოიდური გარეგნობა ჰქონდა, ისევე როგორც მრავალ სხვა ფარაონს. უსერკარა ხენჯერი - მეფობდა ძვ.წ. 1760-იან წლებში მინიმუმ 4 წელი და 3 თვე. XIII დინასტია. მიიჩნევა საქარის პირამიდის ამშენებლად. მისი ქანდაკებაც იქვეა ნაპოვნი. ხასეხემრა ნეფერჰოტეპ I - მეფობდა ძვ.წ. 1751-1740 წლებში. XIII დინასტია. აღმოჩენილია მისი ორი ქანდაკება. ერთი აღმოჩნდა კარნაკში, მის განსასვენებელ ადგილთან ახლოს. ხოლო მეორე აღმოჩნდა ფაიუმში, და ინახება ბოლონიის არქეოლოგიურ მუზეუმში. ხანეფერა სობეხოტეპ IV - მეფობდა ძვ.წ. 1740-1730 წლებში. XIII დინასტია. აღმოჩენილია მისი რამდენიმე ქანდაკება, ერთ-ერთი ინახება საფრანგეთშ, ლუვრში. მეროტეპრე სობეხოტეპ V - მეფობდა დაახ. ძვ.წ. 1730-1727 წლებში. 3 წლის განმავლობაში. XIII დინასტია. მისი ქანდაკება ინახება ქაიროს მუზეუმში. ქანდაკებაზე გარკვევითაა ამოტვიფრული მისი სახელი. ხაჰოტეპრა სობეხოტეპ VI - მეფობდა ძვ.წ. 1720-იან წლებში. 4 წლის და 9 თვის განმავლობაში. XIII დინასტია. მისი მუხლზე მდგომარე ქანდაკება ინახება ბერლინში, ალტესის მუზეუმში. მერსეხემრა ინედი - შესაძლოა იგივე მერსეხემრა ნეფერჰოტეპ II. მეფობდა ძვ.წ. 1672-1669 წლებში. XIII დინასტია. მისი ქანდაკება აღმოჩენილია კარნაკში და ახლა ინახება ქაიროში, ეგვიპტის მუზეუმში. მერანხრე მენტუჰოტეპ VI - იგივე მონტუჰოტეპ VI, მეფობდა ძვ.წ. დაახ. 1585 წლისთვის. მცირე ხნით. XVI დინასტია. მისი ქანდაკება ინახება ლონდონში, ბრიტანულ მუზეუმში. სენუსრეტ IV - იგივე სენუსრეტ IV სენეფერიბრე. მეფობდა ძვ.წ. გვიან მე-17 და ადრეულ ძვ.წ. მე-16 საუკუნეებში. XVI დინასტია. მისი 2 მეტრის და 75 სანტიმეტრის სიგრძის დიდებული ქანდაკება 1901 წელს აღმოაჩინა ჯორჯეს ლეგრეინმა კარნაკში. ქანდაკება დამზადებულია ვარდისფერი გრანიტისგან ძვ.წ. მე-16 საუკუნეში. გაგრძელება იქნება....კრებულები:1. ქართველური ტომები 2. ქართული სახელმწიფოები 3. კავკასიური კულტურები 4. საქართველო 5. საქართველო (ნაწილი II) 6. ნაციზმი 7. ჰიტლერი 8. პარანორმალი 9. მეცნიერება 10. მეცნიერება (ნაწილი II) 11. ქართული მითოლოგია ავტორი: თორნიკე ფხალაძე603 2-ს მოსწონს
|