x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
რომელი პროდუქტი არ უნდა იყოს თქვენს საახალწლო სუფრაზე

image

ახალი წლის ჯადოსნურ ღამემდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება, ამიტომ ქალბატონები უკვე დიდ სამზადისში არიან და საახალწლო სუფრის მენიუსაც, ოჯახის წევრთა გემოვნების გათვალისწინებით დიდი გულისყურით ადგენენ. თუმცა, როგორც ასტროლოგები გვაფრთხილებენ, არის რამდენიმე აკრძალული პროდუქტი რომელიც ჩვენს საახალწლო სუფრაზე კატეგორიულად არ უნდა იყოს.


image


რამდენიმე არასასურველი პროდუქტი, რომელთა შესახებ უმჯობესია რომ დროებით დაივიწყოთ



1. კომბოსტო, ბოლოკი და თალგამი. გაითვალისწინეთ რომ კომბოსტო ნებისმიერი ფორმით - მწნილის ან ნედლი სახით საახალწლო სუფრაზე სასურველია რომ არ იყოს, ბოსტნეულის სალათებში კი შეგიძლიათ თავისუფლად გამოიყენოთ როგორც ნიახური, ასევე ჭარხალი, რაც შეეხება კომბოსტოს მწნილს, ის კიტრის და პომიდვრის მჟავეთი ჩაანაცვლეთ.



image


2. მანანის ბურღული. ზოგადად თაგვები და ვირთხები ხორბალსა და სხვა მარცვლეულს საკმაოდ ეტანებიან, თუმცა აი, მანანის ბურღული მათ მაინც ვერ შეიყვარეს. ეცადეთ, ახალი წლის სუფრაზე ის კერძის შემადგენლობაშიც კი არ გამოიყენოთ. უფრო მეტიც, უკეთესი იქნება თუკი ახალი წლის დღეებში ის თქვენს სამზარეულოში თვალსაჩინო ადგილზეც არ იქნება.


image



3. ძირითადი ცხელი კერძის შერჩევისას, უმჯობესი იქნება თუ ცხიმიანი სახეობის ყველანაირ ხორცს გამორიცხავთ. თუ სუფრაზე მაინცდამაინც ღორის ხორცისგან მომზადებული კერძის მიტანას გეგმავთ, მაშინ ეცადეთ, რომ ის უცხიმო ხორცისგან მოამზადოთ. თუკი არჩევანი მაინც არ გაქვთ, მომზადებამდე ხორცს ზედმეტი ცხიმი მოაცილეთ. ცხვრის შემთხვევაშიც უკეთესი იქნება თუ კერძის მოსამზადებლად მჭლე ხორცს გამოიყენებთ.



image


4. როგორც ცნობილია, ვირთხას ყველი ძალიან უყვარს, მაგრამ რაც არ უნდა გაგიკვირდეთ, ამ მგრძნობიარე ცხოველს მკვეთრი სუნი დიდად არ ხიბლავს. საახალწლო სუფრაზე ისეთი ევროპული, მაგარი სახეობების ყველის მიტანას მოერიდეთ როგორიცაა - "ბრი", "პონ ლევეკი", "როკფორი" "მიუნსტერი" და "კამამბერი".



image


5. ვირთხას ვერც ძლიერი ალკოჰოლური სასმელებით მოხიბლავთ. ტეკილა, კონიაკი და სხვა მაღალგრადუსიან სასმელები ცოტა ხნით გვერდზე გადადეთ, აი, რაც შეეხება ხორბლის არაყს და ალაოს ვისკის ისინი შეგიძლიათ თქვენს სადღესასწაულო მენიუში თამამად ჩართოთ. დანარჩენი სასმელი კი, კოქტეილებში მხოლოდ გაზავებული სახით გამოიყენეთ.

image



მეტალის თეთრი ვირთხა მთელი წლის განმავლობაში განსაკუთრებულ მფარველობას სწორედ იმ ოჯახებს გაუწევს, ვინც მას რაც შეიძლება მეტი მრავალფეროვანი კერძით გაუმასპინძლდება.


image


რაც შეეხება ჭურჭელს, გაითვალისწინეთ რომ ის უმნიშვნელო ნაკაწრების გარეშე უნდა იყოს. მაგიდა თეთრ ტონალობაში გააწყეთ, რომელზეც შეგიძლიათ საახალწლო კერძების გარდა, მეტალის დეკორიც განალაგოთ: მაგალითად გამოიყენოთ თეფშების ქვეშ მონეტები, კილიტა (ლითონთა შენადნობის თხელი 2-100 მკმ ფურცლები ე.წ "ფოლგა") ვერცხლის დანა - ჩანგალი. თქვენს საახალწლო სუფრაზე, მისი "აღმატებულება" თეთრი ვირთხს რაც უფრო მეტი საყვარელი კერძი იქნება, მით უფრო მეტ ფინანსურ კეთილდღეობას უნდა ელოდოთ.



image


თუ გსურთ რომ 2020 წელმა მხოლოდ იღბალი და წარმატება მოგიტანოთ ჭიქაში მონეტა მოათავსეთ, ხოლო თუ მას საფულეში გადაიტანთ, ის თქვენ მთელი წლის განმავლობაში ფინანსებს მოზიდვაში დაგეხმარებათ.


image



და ბოლოს, რაც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ არის ის, რომ ახალი წლის პირველ დღეს, დილით ჭურჭელი არ უნდა გარეცხოთ. თუკი მოულოდნელად სტუმრები გეწვევიან, უმჯობესია თუ ჭურჭლის ახალ ნაკრებს გამოიყენებთ. ვინაიდან ითვლება, რომ სადილამდე გარეცხვამ, შეიძლება ჭკვიანი ცხოველის მიერ ოჯახში მოტანილი ბედნიერების "ჩამორეცხვა" გამოიწვიოს.


image



0
223
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
223