ასტროლოგია ვისთვის როგორი წელი იქნება აღმოსავლური ჰოროსკოპის მიხედვით?? 2019, 27 დეკემბერი, 17:32 ვირთხისთვის, ეს წელი, საკმაოდ სასიკეთო შეიძლება აღმოჩნდეს როგორც კარიერული, ისე ცხოვრების სხვა სფეროებში წარმატების მიღების თვალსაზრისით. წელი დინამიური იქნება, თავისი აღმასვლა-დაღმასვლით. შეეცადეთ რაღაც ძალიან მნიშვნელოვანს ჩაუყაროთ საფუძველი. ხარი - ვირთხას ყველაზე მეტად ხარი უყვარს. ეს წელი ერთ-ერთი საუკეთესო წელი იქნება ხარის ცხოვრებაში ყველა მიმართულებით - სიყვარულის, ფინანსების თუ სხვა სახის წარმატების მოსაპოვებლად. ვეფხვი - ნეიტრალური წელია. ვეფხვს შესაძლოა მოუწიოს ბევრი გადაადგილება, მოგზაურობა, მივლინება, რაც საგრძნობლად გაზრდის გაუთვალისწინებელ ხარჯებს, ამიტომ, 2020 წელში მათ ეკონომიურობა და ყაირათიანობა მართებთ . კურდღელი - ეს წელი წარმატებულია შემოსავლების, სიყვარულისა და რომანიკის კუთხით დრაკონი - კარგი წელია ფინანსური თვალსაზრისით, ცუდი არაა არც სხვა სფეროებისთვის გველი - სასიკეთო წელია ყველა მიმართულებით ცხენი - ოპოზიციური ნიშანია ვირთხისთვის. მოსალოდნელია უცაბედი ცვლილებები, ემოციური არასტაბილურობა, თუმცა წარმატების მიღწევის შანსიც არის! თხა - იღბლიანია ყველა კუთხით. გამოიყენეთ ეს წელი! მაიმუნი - შესაძლოა ბევრი გაუთვალისწინებელი ხარჯი მოუტანოს ვირთხამ. მაქსიმალურად აკონტროლეთ ფინანსები. მეტი დრო დაუთმეთ სწავლა-განათლებას. მამალი - ძალიან კარგი წელია ყველა მიმართულებით, იქნება ეს სამსახურეობრივი, სასიყვარულო, თუ სხვა ცხოვრებისეული სფეროები ძაღლი - საშუალო წელია. მოუფრთხილდით ფულს, გონივრულად განკარგეთ ფინანსები. ასევე, არ დაგავიწყდეთ დასვენება და განტვირთვა. ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას. ღორი - ღორებისთვის გაორებული წელია, ვინაიდან საკმაოდ კარგია რომანტიული ურთიერთობების მხრივ, თუმცა სხვა მხრივ, შესაძლოა არასტაბილურობა იყოს სხვა სფეროებში. 1204 1-ს მოსწონს
|