x
მეტი
  • 25.11.2024
  • სტატია:138449
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512074
მთვარე ქართულ და მსოფლიო მითოლოგიაში
მთვარე ქართულ და მსოფლიო მითოლოგიაში


მთვარე, ჩვენი 4.5 მილიარდი წლის თანამგზავრი, ბერძენთა "სელენე", რომაელთა "ლუნა", სპარსელთა "მითრა", ფრიგიელთა "მენი". ეგვიპტურ, ფრიგიულ, აგრეთვე ქართულ მითოლოგიაში მთვარე მამაკაცია. საერთოდ, ხალხთა მითოლოგიაში მთვარეც მზესავით განპიროვნებულია და მრავალ რწმენასთან, იდუმალების სევდიან სამყაროსთანაა დაკავშირებული. ნ. სელენე, თოთი, მზე. ბერძნულ, რომაულ, ებრაულ, ფინიკიურ და არაბულ მითოლოგიაში მთვარე ქალია.


მთვარე ქართულ და მსოფლიო მითოლოგიაში


ეგვიპტელები მთვარეს მზესავით ღმერთად არ თვლიდნენ (ეს იყო ჰოროსის დაზიანებული მარცხენა თვალი, ლაქებითა და ფაზებით), სამაგიეროდ, მრავალ ღმერთს უკავშირდებოდა. მაგალითად თოთი პირველად მთვარის ღმერთი იყო. ასევე მინი. მოგვიანებით ისიდა გახდა სელენე-ღვთაება, ელინისტურ ხანაში. მთვარე დიდ როლს ასრულებდა ჟამთა აღრიცხვაში (თვე, კალენდარი). აქადთა სუენი, შემდეგ სინი, მთვარის ღმერთი იყო. ასევე შუმერთა - ნანა. სინმა, შამაშმა და იშთარმა ძალაუფლების გაყოფა მოინდომეს, ანუსთან ერთად. ანუ - ცა განრისხდა, შვიდი ღვთაება გაუგზავნა სინს, გარს შემოეხვივნენ და დააბნელეს (მთვარის დაბნელების შუმერული ახსნა). მხოლოდ ეას (ენქის) შემწეობით დააღწია თავი სინმა - მთვარემ ტყვეობას.



მთვარე ქართულ და მსოფლიო მითოლოგიაში


ინდურ მითოლოგიაში მთვარე ისევე უკავშირდება შივას, როგორც მზე - ვიშნუს. მისი ატრიბუტია ანტილოპი. რძის ზღვაში ბანაობს და იკარგება. ამოდის - ახალი მთვარეა. ლაქები კურდღელია. მზეს ექვემდებარება. ჩინეთში ღვთაებად ითვლება. ძველი ინდური ტექსტების დიდი კრებულის "პურანას" მიხედვით, მეფეები მთვარის ღმერთ "სონასგან" მოდიან. ინდოელ მეფეთა წინაპარია ღმერთი მანუ. ასევე ცნობილია ინდოეთის მეფეთა მზის დინასტია. ორივე ვიშნუსთანაა დაკავშირებული და ინდუიზმის რელიგიურ მრწამსს წარმოადგენს. მზის დინასტია მოდის რამას სახით მოვლენილ ვიშესაგან, მთვარის დინასტია კი - კრიშნას სახით გამოცხადებულ ვიშნუსგან. დიდი ჰეროსების ამბავი მოთხრობილია მაჰაბჰარატას ეპოსშიც.


მთვარე ქართულ და მსოფლიო მითოლოგიაში


მითებიდან და ლეგენედებიდან ყველაზე პოეტურია ეგვიპტური მითი: ბოროტი სეთი თავს დაესხა კეთილ ჰოროსს, თვალი დაუზიანა ან ჩაყლაპა. ჰოროსმა კი თვალი ღმერთ თოთის შემწეობით დაიბრუნა და მნათობად გამოიყენა. ან მთვარე ანბანის ღვთაებაა. ნ. თოთი.

მთვარე, მთოვარე (ქალდეურად "თაოთა", ეგვიპტურად "თოთი", მეგრულად "თუთა", სვანურად "დოშდულ") - მნათობთა კულტის ერთ-ერთი მთავარი, საყოველთაო სახეა. მისი სახელი ეწოდა დროის მრავალ მონაკვეთს: მთვარისა (ორშაბათი), სვ. "დოშდიშ", დოშდულის დღე, ე.ი. მთვარის დღე.


მთვარე ქართულ და მსოფლიო მითოლოგიაში


სვანურად "დოშდვლა" - მთვარის ნიშანი, ძროხა. სვანთა რწმენით, მთვარე მაშინ ბნელდება, როცა გველეშაპი ყლაპავს. ამიტომ ჩანს წითლად (წარღვნის ნიშანი). (გ. ალფენიძე, მთვარის ღვთაების დღე).

ადოლფო დორინგის აზრით, მთვარე იბერთა უძველესი ღვთაებაა, ხოლო ებრაულად "იბერუ", "იპრი" - მთვარის ღმერთი იყო (თქმულება მთვარის კაცზე). უფრო ხშირად მამაკაცი დაზე (მზეზე) მამაცია, ღამით დაიარება, ნაკადებში ბანაობს არტემიდესავით, იდუმალია, მონადირეებს მფარველობს.


წყარო: აკაკი გელოვანი. "მითოლოგიური ლექსიკონი. 1983.


მთვარე ქართულ და მსოფლიო მითოლოგიაში



კრებულები:


1. ქართველური ტომები

2. ქართული სახელმწიფოები

3. კავკასიური კულტურები

4. საქართველო

5. საქართველო (ნაწილი მეორე)

6. ნაციზმი

7. ჰიტლერი

8. რელიგია

9. პარანორმალი

10. მეცნიერება

11. მეცნიერება (ნაწილი მეორე)

12. ქართული მითოლოგია


ავტორი: თორნიკე ფხალაძე


3
437
2-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
437
  
2019, 25 დეკემბერი, 10:38
ქო პატნ. ბჟა დიდა რე ჩქიმი, თუთა მუმა ჩქიმი, ხვიჩა-ხვიჩა მურიცხეფი და დო ჯიმა ჩქიმი :3
2019, 25 დეკემბერი, 10:36
,,მზე დედაა ჩემი, მთვარე - მამაჩემი, წვრილ-წვრილი ვარსკვლავები და და ძმაა ჩემი,,)))
0 1 3