საზოგადოებრივი ქამ მერდე - მაქცია, მაცილი 2019, 24 დეკემბერი, 7:41 მაქცია და მაცილი მონათესავე მითოლოგიური სახეებია. ავსულის, მავნის, ეშმაკეულის სინონიმები და სახესხვაობანი ქართულ მითოლოგიაში. აქვთ სახის შეცვლის, მეტამორფოზის უნარი. აძრწუნებდნენ და ხშირად აგიჟებდნენ კიდეც, ვისაც თავს დაესხმებოდნენ ან შეხვდებოდნენ. ხალხი ლოცვით მიმართავდა ღმერთს: "დასწერე ჯვარი ძღვენს და ულუფას, მაცილს და კაოტს (სენს) ნუ დაადევნებ". ყველგან სწამდათ, განსაკუთრებით სვანეთში, სადაც "მაცილ" უჩინარი მავნე იყო. ვინმეს ამოიჩემებდა და არ მოასვენებდა. ერთი ლატალელი მწყემსი შინ არ დაბრუნდა, მთელი ღამე დაეძებდა ხალხი ტყე-ღრეში კვარით. დილას ნახეს სამოსსშემოძარცვული, ნახევრად შიშველი, ნაცემი, ცანცის (კუნელის) ბუჩქის შუაგულში ზეზეურად გაშეშებულიყო. საგზლის გუდა ისეთი ხის კენწეროზე ეკიდა, ვერავინ ავიდა. გონს ძლივს მოვიდა და თანასოფლელებს უამბო, რომ ტყეში მაცილი შეხვედრია (სვანურად "ქამ მერდე" - გარეთ მყოფი), მეზობელი ქალის სახე მიუღია, წალდი უთხოვია, არ მიუცია, ამისათვის მთელი ღამე სცემდა. ეს მაქცია უწინაც იმ ლატალელ ვასილის ოჯახს ჩასციებოდა, ღამით ლოგინს ატრიალებდა, დიდსა და პატარას უკუღმა აწვენდა, ვიდრე მოსაკითხს არ დაუდგამდნენ. მერე მაცილი ერთ ყაჩაღს ასდევნებოდა - გულის წადილი ამისრულეო. ყაჩაღი იმდენად შეწუხებულა, რომ ტყისთვის ზურგი უქცევია და სასჯელი პატიოსნად მოუხდია. მაცილი "ქამ მერდე" დევნის ნათესავია. ტყეში ხვდება კაცებს, რაიმე ნივთს ითხოვს და თუ არ მიიღო, ცემით დაალურჯებს მსხვერპლს. წყარო: აკაკი გელოვანი. "მითოლოგიური ლექსიკონი". 1983. კრებულები:1. ქართველური ტომები 2. ქართული სახელმწიფოები 3. კავკასიური კულტურები 4. საქართველო 5. საქართველო (ნაწილი მეორე) 6. ნაციზმი 7. ჰიტლერი 8. რელიგია 9. პარანორმალი 10. მეცნიერება 11. მეცნიერება (ნაწილი მეორე) 12. ქართული მითოლოგია ავტორი: თორნიკე ფხალაძე 130 3-ს მოსწონს
|