საზოგადოებრივი 3 შემაშფოთებელი ფაქტი წარსულიდან, რომელსაც სკოლაში არ ასწავლიან 5 მაისი, 13:34 ისტორიის გაკვეთილები, ხშირად, გვერდს უვლის ჩვენი წარსულის ბნელ ასპექტებს და ყურადღებას გამბედაობის, მიღწევების და პროგრესის ისტორიებზე ამახვილებს. თუმცა, ამის თავიდან აცილება, ჩვენს იმიჯს არ აუმჯობესებს. ჩვენ მაინც ვერ შევძელით, წარსულის ტყუილებთან ცხოვრებას და ის თავს მაინც გვახსენებს... და შეიძლება, ეს მეტად არახელსაყრელ პირობებში მოხდეს. ამიტომ, უმჯობესია სიმართლე გავიგოთ, მასზე თვალის დახუჭვის ნაცვლად. აქ 3 შემაშფოთებელ ისტორიულ ფაქტს განვიხილავთ, რომელზეც სკოლაში არ საუბრობენ: 3. მკვიდრი ამერიკელები და სისხლიანი ხოცვა-ჟლეტის გამოძახილი ამერიკის კონტინენტებზე ევროპელების მისვლისთანავე, დაიწყო ადგილობრივი ინდიელების სასტიკი ხოცვა–ჟლეტა, რამაც საუკუნეების მანძილზე მიმდინარე კონფლიქტი გამოიწვია. ჯერ მარტო აშშ-ს ხელისუფლებამ, აბორიგენების წინააღმდეგ, 1500-ზე მეტ ომზე, თავდასხმაზე და დარბევაზე გასცა სანქცია. რამაც მათი რაოდენობის შემცირება გამოიწვია. 1492 წელს, ვიდრე კოლუმბი ამერიკას აღმოაჩენდა, მათი რიცხვი, სავარაუდოდ, 15 მლნ. იყო, ხოლო XIX საუკუნის ბოლოს, – 238 000 კაცზე ნაკლები.
2. რაზმი 731 და მათი საშინელი ექსპერიმენტები ადამიანებზე რაზმი 731, იაპონიის იმპერიის საიდუმლო ბიოლოგიური დანაყოფი იყო, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს, ისტორიაში, ყველაზე საშინელ ექსპერიმენტებს ატარებდა ადამიანებზე. თავდაპირველად, ის როგორც კვლევითი და საზოგადოებრივი ჯანდაცვის სააგენტო დაარსდა, ხოლო შემდეგ, რაზმი 731, ბიოლოგიური იარაღის შემუშავების ადგილად იქცა. პატიმრები, ძირითადად ჩინელი სამხედრო ტყვეები და მშვიდობიანი მოქალაქეები, ბარბაროსულ ექსპერიმენტებს ექვემდებარებოდნენ, მათ შორის, მოყინვის კვლევებსაც. ამ ექსპერიმენტის დროს, ადამიანს კიდურებს მყარ მდგომარეობამდე უყინავდნენ, შემდეგ კი, სხვადასხვა სასტიკი მეთოდით, აცხელებდნენ. ასეთი წამების შემდეგ, ხშირ შემთხვევაში, ადამიანი ტკივილისგან შოკში ვარდებოდა და იღუპებოდა. გარდა ამისა, ისეთი დაავადებების ეფექტების შესასწავლად, როგორიცაა ქოლერა და ჭირი იყო, ქირურგიული ოპერაციები ტარდებოდა, ანესთეზიის გამოყენების გარეშე. საცდელ ადამიანებს ასევე, სხვადასხვა დაავადებებით ასნებოვნებდნენ, მათზე ქიმიური იარაღით ზემოქმედებდნენ და საშინელი რეპროდუქციული ექსპერიმენტებისთვისაც იყენებდნენ. ამ ყველაფრის მიუხედავად, კვლევითი რაზმი 731 წევრები, ძირითადად, სასჯელს გადაურჩნენ, რადგან ომის შემდეგ, ყველა ჩანაწერი დაწვეს და სამხილები გააქრეს. 1. ქრისტეფორე კოლუმბის ბნელი მემკვიდრეობა ქრისტეფორე კოლუმბის მიერ, "ახალი სამყაროს" აღმოჩენიდან, 500 წელზე მეტი ხნის შემდეგაც კი, ის კვლავ საკამათო ფიგურად რჩება. მიუხედავად ამისა, ამერიკის აღმოჩენის დღეს, ყოველ ოქტომბერს, ფედერალური დღესასწაულით აღნიშნავენ... და ეს, იმის მიუხედავად, რომ კოლუმბის ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრა, ძალადობით, დამონებითა და ქრისტიანობაზე იძულებითი მოქცევით მთავრდებოდა. 1492 წ. კარიბის ზღვის რეგიონში ჩასვლის შემდეგ, კოლუმბმა ადგილობრივი მოსახლეობის დატყვევების ბრძანება გასცა, რადგან მათ, პოტენციურ მსახურებად თვლიდა. კოლუმბი ყველას კლავდა, ვისაც წინააღმდეგობის გაწევა შეეძლო, ხოლო ბავშვებს და ქალებს მონებად იყვანდა. მან იძულებითი შრომის სასტიკი პოლიტიკა დანერგა, რამაც უამრავი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ადგილობრივების ერთმა ნაწილმა, თავს იმით უშველა, რომ საკუთარ მიწა დატოვა და უცხო მხარეში გადაიხვეწა – იქ, სადაც, თეთრი ადამიანები ჯერ–ჯერობით არ იყვნენ... კოლუმბმა ათასობით ადამიანი, ესპანეთში მონებად გაგზავნა. მათგან უმრავლესობა გზაში დაიღუპა. ვინც ადგილზე დარჩა, იძულებული იყო ოქროს მოპოვებაზე და პლანტაციებზე ემუშავა. 60 წლის განმავლობაში, ჰაიტიში ტაინოს ხალხების რაოდენობა 250 000-დან – რამდენიმე ასეულამდე შემცირდა. ექსტრემალური სისასტიკე, მათ შორის, ადამიანების მკვლელობას და მათი ცხედრის დანაწევრებას მოიცავდა, მკვიდრი მოსახლეობის აჯანყებების ჩასახშობად, კოლუმბის მმართველობის გამორჩეული მახასიათებელი იყო. სიფილისმა, დამანგრეველმა დაავადებამ, რომელიც მან ახალ სამყაროში შეიტანა და ადგილობრივები გაანადგურა, კოლუმბის სახელს კიდევ უფრო მეტი ჩრდილი მიაყენა.
|
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი |