ბიოგრაფია საინტერესო ფაქტები ი. სტალინის შესახებ 2019, 23 დეკემბერი, 10:40 საბჭოთა ბელადის პიროვნებით, საზოგადოების ერთი ნაწილი დღემდე ინტერესდება, მიუხედავად იმისა, რომ სტალინის გარდაცვალებიდან არაერთი წელი გავიდა. ზოგი მას დიქტატორად თვლის, ზოგიც – ერის მამად... დასკვნა თავად გააკეთეთ, აქ კი, რამდენიმე საინტერესო ფაქტს წარმოგიდგენთ, ადამიანის ცხოვრებიდანან, რომელმაც კაცობრიობის ისტორიაში წარუშლელი კვალი დატოვა. 8 წლის ასაკამდე, სტალინი მხოლოდ ქართულ ენას ფლობდა. დაწყებითი განათლება გორის მართლმადიდებლურ სკოლაში მიიღო. სწავლა ჯერ გორის სასულიერო სასწავლებელში გააგრძელა. ხოლო შემდეგ, თბილისის სასულიერო სემინარიაში. თუმცა, ეს უკანასკნელი არ დაუმთავრებია. უცხო ენებიდან იცოდა რუსული, ძველბერძნული, გერმანული და ინგლისური (1926 წლის აღწერეის ფურცელში მან მიუთითა, რომ კითხულობდა გერმანულად და ინგლისურად, მაგრამ წერა არ იცოდა. მოგვიანებით, ჩერჩილმა აღნიშნა, რომ სტალინს კარგად ესმოდა ინგლისური, მაგრამ ამ ენაზე არ საუბრობდა). გარდა ამისა, იცოდა სომხური, აზერბაიჯანული და ოსური ენები. მომავალი ბელადი ფეხებზე შეზრდილი თითებით დაიბადა. ხოლო, ბავშვობაში მას მანქანა დაეჯახა და გადატანილი ხელის ტრამვის გამო, სამხედრო სამსახური არ გაუვლია. მისი ოცნება მღვდლობა და ეპისკოპოსობა იყო, მაგრამ იმის გამო, რომ სემინარიაში სტუდენტებს ცუდად ექცეოდნენ, V კურსზე სწავლა მიატოვა (ოფიციალური ვერსიით, გამოცდაზე არ გამოცხადდა და გარიცხეს) და მარქსისტებს შეუერთდა. ხელისუფლებაში 1922 წელს მოვიდა. პარტიის უმაღლეს თანამდებობაზე ყოფნისას, პირველი 10 წლის მანძილზე, სტალინმა 3–ჯერ ითხოვა პოსტიდან გადადგომა, მაგრამ უარი უთხრეს. II მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, მას 10-ჯერ შესთავაზეს გენერლობა, მაგრამ მან ყოველ ჯერზე უარი თქვა. სტალინი, პრაქტიკულად, არასდროს სვამდა ალკოჰოლურ სასმელებს. თუ სვამდა, მხოლოდ ქართულ ღვინოებს: «წინანდალს» და «თელიანს». ხანდახან, კონიაკზეც არ ამბობდა უარს, არაყი კი, არ უყვარდა. უყვარდა თუთუნის მოწევა და საკმაოდ ბევრს ეწეოდა. ბელადის ოჯახი მოკრძალებულად ცხოვრობდა. თუმცა, მათთვის კერძები კრემლის სასადილოდან მიჰქონდათ. სტალინის საყვარელი საქმიანობა კითხვა იყო. დღეში, საშუალოდ, 300 გვერდს კითხულობდა. მის ბიბლიოთეკაში ათასობით წიგნი იყო. ხოლო, ინტერესთა სფეროებიდან აღსანიშნავია: ისტორია, ფილოსოფია, მარქსიზმი და ეკონომიკა. სძულდა ათეისტური ლიტერატურა, – მას «ანტირელიგიურ მაკულატურას» ეძახდა. ის ძალიან კარგად ექცეოდა მომსახურე პერსონალს და მათ საკუთარ სუფრასთანაც ხშირად იწვევდა. სტალინი ძალიან ხელმომჭირნე იყო, – ტანსაცმელს იქამდე ატარებდა, ვიდრე არ გაცვდებოდა. გარდერობის ყველა ნივთზე, მას ფარული ჯიბე ჰქონდა. შეიძლება, ბევრმა არც დაიჯეროს, მაგრამ სტალინისთვის დილის 10 საათზე ადრე ადგომა, პრობლემას წარმოადგენდა. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ის, ყოველთვის გვიან ღამემდე მუშაობდა. სტალინს ძალიან უყვარდა ხუმრობა, ყოველდღიურ ცხოვრებაში და კინო. განსაკუთრებით, ამერიკული ვესტერნი. ბელადი, მინიმუმ, 2 თვით ყოველწლიურად ისვენებდა. ხშირ შემთხვევაში, საკუთარ აგარაკზე მიემგზავრებოდა, სადაც კენკროვან ხეებს ახარებდა და თავადვე უვლიდა. როდესაც დასასვენებლად მიდიოდა, თან ყოველთვის საყვარელი ჩუსტები მიჰქონდა. სსრ კავშირში დასვენების პარკების უმრავლესობა სტალინის ინიციატივით შეიქმნა. სტალინს ორ ქორწინებაში 2 ვაჟი და ერთი ქალიშვილი ჰყავდა. თუმცა, ამის გარდა, კიდევ ორი ვაჟი ჰყავდა. მისი უფროსი ვაჟი იაკობი, ომის დროს, ტყვედ ჩავარდა და ტყვეთაბანაკში გარდაიცვალა. ხოლო, სტალინის მეორე ვაჟი, ვასილი, 12-ჯერ იყო გმირის წოდებაზე წარდგენილი, მაგრამ სტალინმა ეს წინადადებები ყოველ ჯერზე უარყო. სტალინი ამერიკულმა ჟურნალმა «Times»–მა «წლის ადამიანად» 2-ჯერ გამოაცხადა. პირველად 1940 წლის 1 იანვარს, იმის გამო, რომ «ჰიტლერთან თავდაუსხმელობის პაქტი გააფორმა, რაც II მსოფლიო ომის დაწყების შემაკავებელი ფაქტორი იყო». ხოლო, მეორედ – 1943 წლის იანვარში, მას შემდეგ, როც ომის მსვლელობაში ძირეული გარდატეხა მოხდა და საბჭოთა ჯარები კონტრშეტევაზე გადავიდნენ. სტალინი საკუთარ აგარაკზე, სავარაუდოდ, ინსულტით გარდაიცვალა. ოფიციალური მონაცემებით, ბელადის სიკვდილის შემდეგ, მისი არქივი მთლიანად გაანადგურეს. სსრ კავშირის ყოფილ რესპუბლიკებში, მისი სახელობის 30-მდე ქუჩა დღემდე არსებობს. 407 5-ს მოსწონს
|