x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
რატომ არ იყენებენ კორეელები დეოდორანტს და სხვა საინტერესო ფაქტები ჩვენი სამყაროს შესახებ

ფაქტი № 1. ხეოფსის პირამიდა ჩრდ. განედის 29.9792458 გრადუსზე მდებარეობს. სინათლეს სიჩქარე კი – 299792458 მ/წმ-ია.


ფაქტი № 2. უოლტ დისნეიმ «ოსკარი» 26 ჯერ მიიღო. ხოლო, «ბეჭდების მბრძანებელი: მეფის დაბრუნება» (The Lord of the Rings: The Return of the King, 2003 წ.) ერთადერთი ფილმია კინომატოგრაფიის ისტორიაში, რომელმაც ყველა ნომინაცია მოიგო, რომელზეც წარდგენილი იყო (სულ 11 ქანდაკება, რაც ასევე რეკორდია ოსკარების ისტორიაში. ამდენივე «ოსკარის» ფიგურა კიდევ 2 ფილმს აქვს. ესენია: «ბენ-ჰური» (Ben-Hur, 1953 წ.) და «ტიტანიკი» (Titanic, 1997 წ.).


image


ფაქტი № 3. მსოფლიოს ყველა პანდა ჩინეთს ეკუთვნის. ცხოველის მხოლოდ დაქირავება შეიძლება.


ფაქტი № 4. ალასკა აშშ-ს, ერთდროულად, ყველაზე ჩრდილოეთის, ყველაზე დასავლეთის და ყველაზე აღმოსავლეთის შტატი არის:

აშშ-ს ყველაზე ჩრდ. წერტილი – ბოროუს კონცხია. ხოლო, ყველაზე დასავლეთი – კ. ატუ (მახლობელი კუნძულების არქიპელაგი). თუმცა, ეს კუნძული რუკაზე 180 გრადუსიანი მერიდიანის დასავლეთით მდებარეობს, რაც იმას ნიშნავს, რომ ის აღმოსავლეთ ნახევარსფეროშია. გამოდის, რომ, კ. ატუ, აშშ კონტინენტური ნაწილისადმი დასავლეთით კი არა, აღმოსავლეთით მდებარეობს. რაც შეეხება ქვეყნის ყველაზე დასავლეთ ნაწილს – კ. ამატიგნაკია (ადრეანოვის არქიპელაგი, ალეუტის კ-ბი).


image


ფაქტი № 5. ბენჯამინ ფრანკლინი (1706 – 1790 წწ.) – აშშ-ს დამფუძნებელთაგან ერთ-ერთი, ერთადერთია პოლიტიკოსებს შორის, ვისი ხელმოწერა სამ ყველაზე მნიშვნელოვან დოკუმენტზეა: აშშ-ს დამოუკიდებლობის დეკლარაციაზე, ქვეყნის კონსტიტუციაზე და ვერსალის სამშვიდობო ხელშეკრულებაზე (1783 წ.). მისი გამოსახულება 100 $ კუპიურაზეა და ის არასდროს ყოფილა აშშ-ს პრეზიდენტი.


ფაქტი № 6. თავისუფლების ქანდაკება სპილენძის არის (უფრო სწორედ, სპილენძის ფირფიტებით არის დაფარული). მაგრამ, წვიმის, ქარის და ზღვის წყლი შხეფებმა, მისი დაჟანგვა გამოიწვია. ქანდაკება ჯერ ღია ყავისფერი გახდა, ხოლო შემდეგ, – მოლურჯო-მწვანე ფერი მიიღო. ოქსიდები აპკი ქანდაკებას აღარ მოაცილეს, რადგან ის ამერიკის სიმბოლოს შემდგომი დაჟანგვისგან იცავს.


image


ფაქტი № 7. მსოფლიოში სულ ორი ქვეყანა არსებობს, რომელსაც ზღვაზე გასასვლელი არ აქვს. ესენია: უზბეკეთი და ლიხტენშტაინის სამთავრო. გარდა ამისა, ამ ქვეყნებს ქვეყნები ესაზღვრება, რომლებსაც ზღვაზე გასასვლელი ასევე არ გააჩნიათ.


ფაქტი № 8. ნეპალის დროშა სხვა ქვეყნის დროშებისგან მხოლოდ ფერით კი არა, ფორმითაც გამოირჩევა. ეს ერთადერთი დროშაა, რომელიც მართკუთხედი არ არის.


image


ფაქტი № 8. ოპერაცია თავის ტვინზე ნარკოზის გარეშე ტარდება, რადგან უშუალოდ ტვინის შიგნით, ტკივილის შეგრძნების რეცეპტორები არ არსებობს.


ფაქტი № 9. ჟირაფს გრძელი კისერი იმიტომ კი არა აქვს, რომ ფოთლებს მისწვდეს (ძირითადად, ეს ცხოველები ბუჩქნარის ფოთლებით იკვებებიან), არამედ იმიტომ, რომ მდედრისთვის მიმზიდველი იყოს. რაც უფრო გრძელი კისერი აქვს მამრ ჟირაფს, მას «დაოჯახების» მით მეტი შანსი აქვს.


imageფაქტი № 10. აზიელებმა (კორეელები, იაპონელები) წარმატებით დაამარცხეს ჩვენი ორგანიზმის ისეთი ნაკლი, როგორიც ოფლის უსიამოვნო სუნია.

ოფლის სპეციფიკური სუნის მიზეზი ბაქტერიებია, რომლებიც აზიელების სხეულზე არ «ბინადრობენ», რადგან მათი ოფლი საკმარისი რაოდენობის ცილას არ შეიცავს. და კიდევ, მათ ოფლის ჯირკვლებიც ჩვენზე ბევრად ნაკლები აქვთ. მაგ., სამხ. კორეაში ძალიან რთულია დეოდორანტის შოვნა, რადგან მას იქ არ იყენებრნ.


ფაქტი № 11. ძუძუმწოვრებს შორის, მხოლოდ ერთ ცხოველს აქვს ფრთები და ეს ღამურა არის.


ფაქტი № 12. მიუხედავად იმისა, რომ თავის დროზე ძაღლები ანტარქტიდაზე გადაადგილების ერთადერთ საშუალებას წარმოადგენდა, დღეს ამ კონტინენტზე მათი შეყვანა აკრძალულია. ამის მიზეზი კი, ანტარქტიკის გარემოს დაცვის ხელშეკრულება არის, რომლის თანახმად, იქ უცნობი სახის დაავადებების გავრცელება არ შეიძლება.



image


ფაქტი № 13. პეტრე I მთელი რუსეთიდან ჯუჯები და გიგანტები მოაგროვა... მათი შემდგომი გამრავლების მიზნით. ეს ადამიანების ნამდვილი სელექცია იყო! მას არასტანდარტული ადამიანების ესაჭიროებოდა: გიგანტების ნაკლებობას ქვეყანა ნამდვილად განიცდიდა. ხოლო, ჯუჯები, იმ ეპოქაში მდიდრებთან მსახურობდნენ და მათზე დიდი მოთხოვნა იყო. ტანმორჩილ ადამიანებს, ძირითადად, სერიოზულ და ფინანსებთან დაკავშირებულ საქმეებს ავალებდნენ.


ფაქტი № 14. ძველი რომის დროინდელი, ქ. პომპეის გათხრების დროს, მის კედლებზე ისეთივე წარწერები აღმოაჩენეს, როგორიც ამჟამად შეიძლება სადარბაზოს კედლებზე ვნახოთ.


image


ფაქტი № 15. 1947 წლის 21 მარტს ძალაში შევიდა აშშ-ს კონსტიტუციის 22-ე შესწორება, რომლის მიხედვით, აშშ-ს პრეზიდენტის პოსტის დაკავების უფლება ერთ და იგივე ადამიანს მხოლოდ 2 ვადით აქვს. ამასთან, მნიშვნელობა არა აქვს, ერთმანეთის მიყოლებით დაიკავებს მას, თუ ვადის გამოტოვებით. ამ შესწორების მიღებამდე, პრეზიდენტის 2 ვადით ლეგიტიმაციის პირობა დაუწერელი კანონის სახით არსებობდა, რაც, ზოგადად, ინგლისური პოლიტიკური კულტურისთვის იყო დამახასიათებელი.

ფრანკლინ რუზველტმა (აშშ-ს 32-ე პრეზიდენტი) ტრადიცია დაარღვია (მას პოსტი 4 ვადით ეკავა) და ეს ხსენებული შესწორების მიღების მიზეზი გახდა. საზოგადოებამ და კანონმდებლებმა გადაწყვიტეს, რომ მომავალში, მსგავსი რამ აღარ უნდა მომხდარიყო.

imageimageimageimageimageimageimage






0
307
4-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
307
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0