x
image
ლურჯი თოლია
ამ პერიოდის დევიზია - შვიდჯერ გაზომე - ერთხელ გაჭერი! - რა გველის იუპიტერის ახალი პოზიციის მიხედვით

2 დეკემბერს, დიდი ბედნიერებისა და იღბლის პლანეტა, იუპიტერი, შევიდა თხის რქის ნიშანში, სადაც 2020 წლის 20 დეკემბრამდე იმოძრავებს.

image

იუპიტერის დამსახურებით და თხის რქისეული პრინციპების შესაბამისად, შეკუმშვის, კონცენტრაციის, მომატებული პასუხისმგებლობის გააქტიურება მოხდება სამყაროში.

ეს არ არის იუპიტერისთვის საუკეთესო მდებარეობა, თუმცა, იუპიტერის ამ ნიშანში ყოფნისას წინ წამოიწევს შემდეგი ფასეულობები: დროის ყადრი, სიზუსტე, პროფესიონალიზმი, თანმიმდევრულობა, დისციპლინა.

გაუმართლებთ მათ, ვინც შესაბამის თვისებებს გამოიმუშავებს საკუთარ თავში და ზუსტად შეასრულებს ამ თხისრქისეულ მოთხოვნებს. იუპიტერი სიზუსტეს, სიმკაცრეს, თანმიმდევრობას და მაღალი მიზნებისკენ, მწვერვალებიკენ გვიბიძგებს.

ეს ის დროა, როდესაც უნდა ვიმოქმედოთ კეთილსინდისიერად, პატივი ვცეთ მორალურ კანონებს, ამავდროულად, იუპიტერი გვეხმარება გავაფართოოთ ტრადიციების საზღვრები, წავიდეთ წინ და უფრო მეტი გავაკეთოთ, ვიდრე, მანამდე.

რა უნდა გავაკეთოთ, როდესაც იუპიტერი თხის რქაში იმყოფება:

გამოვიჩინოთ მდგრადობა, გავაძლიეროთ ნებისყოფა;

გავაფართოოთ საკუთარი ბიზნესი;

გავაუმჯობესოთ პროფესიული უნარები, ავითვისოთ და ვისწავლოთ ის, რაც პროფესიონალურ ზრდაში დაგვეხმარება;

სისტემატიზირება გავუკეთოთ ჩვენს ცოდნას, ინფორმაციას;

მოვაწესრიგოთ საქმეები როგორც სამსახურში, ასევე, სხვა სფეროებში;

დავხვეწოთ საქმიანი უნარები;

შევისწავლოთ მენეჯმენტი, მართვა;

ყველაფერში მეტი დაფიქრება, აწონ-დაწონვა, სერიოზული მიდგომა გამოვავლინოთ;

ამ პერიოდის დევიზია - შვიდჯერ გაზომე - ერთხელ გაჭერი!

მართალია, ყველაფერი მაინც პირად რუკაზე და მის შესაძლებლობებზეა დამოკიდებული, მაგრამ თუ ზოგადად ვიმსჯელებთ, ეს სასიკეთო პერიოდია თვითონ თხის რქის წარმომადგენლებისთვის, (რომლებიც უკვე 2 წელია იმყოფებიან სატურნის წნეხის ქვეშ, ახლა უკვე შედარებით სიმსუბუქეს იგრძნობენ), ასევე, კუროსა და ქალწულებისთვის..

კარგია, ასევე, წყლის ნიშნებისთვის- მორიელი, თევზები..(კირჩხიბებს დრო და დრო შეიძლება დაძაბულობა ჰქონდეთ, თუმცა ესეც ინდივიდუალურია, მათთვის მთავარია დიპლომატია, კომპრომისები, სიფრთხილე ნებისმიერი სახის პარტნიორულ ურთიერთობებში, პრობლემებიც ნაკლებად ექნებათ).

0
70
1-ს მოსწონს
ავტორი:ლურჯი თოლია
ლურჯი თოლია
70
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0