საზოგადოებრივი გა - ქართული მითოლოგია 2019, 5 დეკემბერი, 11:36 გა, იგივე გაიმი (სვანურად გაიმ, გიმ - დედამიწა) წარმართული ქართული ქალღმერთია, ბერძნული ქალღმერთის, გეას შესატყვისი, დედამიწის განსახიერება. მისი კერპი იბერიის (ქართლის) სამეფოს დედაქალაქ მცხეთაში იყო აღმართული არმაზთან და გაცთან ერთად. უძველესი ქართული საკულტო სიმღერა დღემდე შემორჩენილია სვანეთში, განსაკუთრებით ეცერში. სრულდება მიწის ნაყოფიერების სადიდებლად. "ტრადიციულად მას ასრულებდნენ მულტურამნათეები, რომლებიც თავს იყრიდნენ აღდგომის კვირას (უკვე ქრისტიანობის შემოსვლის შემდეგ, მისი გავლენით), დაბინავდებოდნენ უძველეს ეკლესიასთან და დღეში სამჯერ გარშემო უვლიდნენ მას. წინ მიუძღოდათ ბუკის დამკვრელი, მეზარე ზარს უკრავდა და სპეციალური ჰიმნის შემსრულებელი უხუცესები ანთებული სანთქლებით ხელში უგალობდნენ ქალღმერთ "გას". იმავე ჰიმნს ასრულებდნენ ოჯახში სარძლოს მოყვანის დროს. ჰიმნი აქაც ქალის შვილოსნობას უკავშირდებოდა და ამდენად, მისი შესრულებაც სავალდებულოდ მიაჩნდათ. (ალი დავითიანი, ჟურ. საბჭოთა ხელოვნება. 1960, 2). ბავშვობაში გვინახავს ეს დაუვიწყარი წარმართული სანახაობა. თავისი მაგიური ზემოქმედების ძალით უდავოდ რომ მიგვანიშნებს თავის შორეულ სიმბოლურ მნიშვნელობაზე. ძველი ქართული და ბერძნული ცივილიზაციების დიდ კავშირზე, რასაც უამრავი სხვა საბუთიც ადასტურებს. წყარო: აკაკი გელოვანი. "მითოლოგიური ლექსიკონი". 1983. კრებულები:1. ქართველური ტომები2. ქართული სახელმწიფოები3. კავკასიური კულტურები4. საქართველო5. საქართველო (ნაწილი მეორე)6. ნაციზმი7. ჰიტლერი8. რელიგია9. პარანორმალი10. მეცნიერება11. მეცნიერება (ნაწილი მეორე)12. ქართული მითოლოგიაავტორი: თორნიკე ფხალაძე148 2-ს მოსწონს
|