გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:
- რა ვითარებაში დაგაკავეს? ქუჩაში, აეროპორტში თუ სხვა ადგილას?
- საზღვარზე არ გადამიშვეს, ადამიანს როდესაც ქვეყანაში არ უშვებ, მას აქვს უფლება დაიცადოს და შემდეგ რეისს გამოჰყვეს უკან. ისინი კი როცა არ გიშვებენ ქვეყანაში არასასურველ სტუმრად ითვლები, დამნაშავედ გაცხადებენ და სანამ ქვეყნიდან დაგადეპორტებენ ციხეში გსვამენ. ჩვეულებრივი საპყრობილეა.
- მარტო იყავით წასული თუ მეგობართან ერთად?
- მონაწილე გოგონასთან ერთად ვიყავი წასული, რომელსაც უნდა ემღერა რესტორანში. დანარჩენი ადამიანები, რომლებიც ჩვენთან ერთად დაიჭირეს, საპყრობილეში გავიცანი. ერთი სხვათა შორის, მაჟორიტარი დეპუტატია ამ მთავრობის და ისიც ჩემთან ერთად იყო.
- როგორი მდგომარეობა იყო საპატიმროში?
- ჩემთან ერთად იყვნენ ქალბატონები, რომელთაგან ერთ-ერთს თვეების ბავშვი ჰყავდა, მეორეს 4 წლის შვილი. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, იქ ისეთი სიცივე იყო, რომ... კაცი უფრო აიტანს და ქალებს რომ გამოვექომაგე იქედან მეუბნებოდნენ ხომ არ გინდა აქ თვეები გაატაროო. უცხოენოვანი ქალი იყო ერთი, ეპასუხებოდა, მას ხელები და ფეხები შეუკრეს და ისე შეაგდეს საკანში.
- ყველა ქართველი დააპატიმრეს თუ იყვნენ ისეთები რომლებც შეუშვეს?
- რამდენიმე ადამიანი შეუშვეს. გამოკითხვები მიდის და ლატარიასავით არის. შეიძლება 1 პროცენტი გაქვს შანსი რომ შეხვიდე. მერე ძალიან ბევრი ადამინი, ცნობილები და ბიზნესმენები მელაპარაკნენო არ შეუშვეს არც იცინი, მოკლედ არანაირ ლოგიკაში არ ჯდება ვის რატო არ უშვებენ.
-კიდევ თუ გექნება შეთავაზება დათანხმდებით?
- მე აღარასდროს მექნება იქ წასვლის სურვილი! ეს სახელმწიფო დონეზე გადასაწყვეტი პრობლემაა და ადამიანებს უნდა შეეძლოთ განსხვავება ვინ ვინ არის, ვინ არის შესაშვები და ვინ უკან დასაბრუნებელი.