x
მეტი
  • 25.11.2024
  • სტატია:138449
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512074
აფსათი - სვანური მითოლოგია
აფსათი - სვანური მითოლოგია


აფსათი არის ნადირთა და მონადირეთა ღმერთი სვანურ მითოლოგიაში. თუ ქალღმერთ დალის საბრძანებელი შედარებით ლოკალიზებულია სალი კლდეებით, ჯიხვითა და არჩვით, აფსათი უფრო ძლიერი, შორეული, უზენაესი განმგებელია ნადირ-ფრინველთა, ჯიხვთა, ირემთა, მგელთა თუ დათვთა ბედის, სიცოცხლის და სიკვდილის მპყრობელი. ცხოვრობს უმაღლეს მწვერვალთან, გამოქვაბულში, რომელიც ირმის რქებითაა მორთული. ძირს ტყავები უგია, ნადირთა მწვადით იკვებება ხოლმე და უწყალობებს ნადავლს მას, ვინც ევედრება, სანთლებს უნთებს, ლოცულობს და აღიარებს მის ძალას.


აფსათი - სვანური მითოლოგია


აფსათს ჰყავს შვილები, მოხუცია და თეთრი წვერი მკერდზე ეფინება, კეთილი და ბედნიერია. მისი რისხვა არ არის ხოლმე იმდენად საშიში, რამდენადაც დალისა, რომელიც არტემიდეს მსგავსად ღუპავს ყველას, ვინც აწყენინებს. სვანი რომ ნადირს მოკლავდა, თავს აფსათს უძღვნიდა, საკმეველს უკმევდა, მადლობის ზედაშეს წაუქცევდა. აფსათი ოსურ მითოლოგიაშიც არის ცნობილი. იქ კოსტა ხეთაგათის ლექსმა დაჩრდილა თქმულება. მოხუცების თქმით, აფსათი ყველასია, მაგრამ სვანეთის მთებში ბინადრობს.



წყარო: აკაკი გელოვანი. "მითოლოგიური ლექსიკონი. 1983.





კრებულები:


1. ქართველური ტომები

2. ქართული სახელმწიფოები

3. კავკასიური კულტურები

4. საქართველო

5. საქართველო (ნაწილი მეორე)

6. ნაციზმი

7. ჰიტლერი

8. რელიგია

9. პარანორმალი

10. მეცნიერება

11. მეცნიერება (მეორე ნაწილი)

12. ქართული მითოლოგია


ავტორი: თორნიკე ფხალაძე


0
553
1-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
553
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0