x
image
თორ ნიკე
საიდან მოდის და რას ნიშნავს სიტყვა ანგელოზი?
საიდან მოდის და რას ნიშნავს სიტყვა ანგელოზი?


ანგელოზი (ბერძ. aggelos, იკითხება, როგორც "ანგელოს") ნიშნავს მაცნეს, მაუწყებელს. ძველი ბერძნები ამ სიტყვას უბრალოდ შიკრიკის მნიშვნელობით იყენებდნენ, მაგალითდ ჰომეროსი (ძვ.წ. IX - VIII სს.), ჰეროდოტე (ძვ.წ. 484-425 წწ.) და ტრაგიკოსები. "ჭაღარა - ასაკის ანგელოზია (მაცნეა, მაუწყებელია)" (ანთ.); თანდათან მიიღო ციური შიკრიკის, ღმერთთა და ადამიანთა უკვდავი შუამავლის მნიშვნელობა (როგორც ჰერმესი). ფრთოსანია, თავს შარავანდედი უმკობს (არ უკეთებდა მიქელანჯელო და ზოგი სხვა დიდი ხელოვანი). ამ გაგებით განვითარდა აბრამიტულ: იუდაისტურ, ქრისტიანულ და ისლამურ მითოლოგიაში (რელიგიაში). ყველაზე მკვეთრად კი ქრისტიანულში (რომელსაც საქართველოში 20 საუკუნის ისტორია აქვს). ანგელოზს შეუძლია წინასწარმეტყველება, ციური გადაწყვეტილების ჩამოტანა დედამიწაზე (მაგალითად აუწყა მარიამს მუცლადღება იესოზე - ხარება), არიან კეთილი და ბოროტი ანგელოზები, უფრო კი კეთილი, რაც თითქმის ყოველ ბავშვს თავზე ადგას. არიან მთავარანგელოზები (არქ-ანგელოზი), ქერუბიმები, სერაფიმები. წარმართულ კულტებში სულის კულტთან დაკავშირებით ბოროტნიც იყვნენ. ბერძნული "აგველოს" ყველა ევროპულ ენაში გადაიხარა "ენგელ", "ანგელ" ფორმად, მათ შორის ქართულ ენაში. ქრისტიანობაში მათ ცხრა დასად იცნობენ.


საიდან მოდის და რას ნიშნავს სიტყვა ანგელოზი?


ანგელოზის უძველესი გამოსახულებები საქართველოში გვხვდება ახ.წ. V საუკუნიდან (მაგ. წებელდის კანკელი). დავითგარეჯში შემორჩა მე-10 საუკუნის ანგელოზი. საერთოდკი, ქართული მონუმენტური მხატვრობა ძალზე მდიდარია ანგელოზების კოლორიტული, ორიგინალური გამოსახულებებით (წალენჯიხის, სვანეთის ფრესკები და სხვ.). საქართველოში ანგელოზის სახელი შეეთვისა ძველი წარმართული კულტის სახელს და ჩამოყალიბდა ერთ-ერთი წარმართული ქართული არსების - "ფუძის ანგელოზის" სახით. ანგელოზები ქრისტიანულ მითოლოგიაში როგორც ვთქვით 9 დასად იყოფიან, ეს დასებია: საყდარნი, ქერუბიმნი, სერაბიმნი (სერაფიმნი), უფლებანი, ძალნი, ხელმწიფებანი, საწყისნი, ანგელოზნი და მთავარანგელოზნი. მთავარანგელოზების სახელებია: მიქაელი გაბრიელი, ურიელი, სელაფიელი, იუგუდიელი, ვალახიელი და იერომიელი. ასევე არსებობენ დაცემული ანგელოზები, რომელთა წარმოქმნასა და წარმოშობაზეც მოთხრობილია ენოქის წიგნში.


გაეცანით ენოქის წიგნს:

1) ენოქის წიგნი (ნაწ. I)

2) ენოქის წიგნი (ნაწ. II)

3) ენოქის წიგნი (ნაწ. III)

4) ენოქის წიგნი (ნაწ. IV)

5) ენოქის წიგნი (ნაწ. V)

6) ენოქის წიგნი (ნაწ. VI)


წყარო: აკაკი გელოვანი. "მითოლოგიური ლექსიკონი". 1983.





კრებულები:


1. ქართველური ტომები

2. ქართული სახელმწიფოები

3. კავკასიური კულტურები

4. საქართველო

5. საქართველო (ნაწ. მეორე)

6. ნაციზმი

7. ჰიტლერი

8. რელიგია

9. პარანორმალი

10. მეცნიერება

11. მეცნიერება (ნაწ. მეორე)

12. ქართული მითოლოგია

ავტორი: თორნიკე ფხალაძე


1
636
1-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
636
  
2019, 1 დეკემბერი, 2:26
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1