რელიგია საიდან მოდის და რას ნიშნავს სიტყვა ანგელოზი? 2019, 30 ნოემბერი, 3:11 ![]() ანგელოზი (ბერძ. aggelos, იკითხება, როგორც "ანგელოს") ნიშნავს მაცნეს, მაუწყებელს. ძველი ბერძნები ამ სიტყვას უბრალოდ შიკრიკის მნიშვნელობით იყენებდნენ, მაგალითდ ჰომეროსი (ძვ.წ. IX - VIII სს.), ჰეროდოტე (ძვ.წ. 484-425 წწ.) და ტრაგიკოსები. "ჭაღარა - ასაკის ანგელოზია (მაცნეა, მაუწყებელია)" (ანთ.); თანდათან მიიღო ციური შიკრიკის, ღმერთთა და ადამიანთა უკვდავი შუამავლის მნიშვნელობა (როგორც ჰერმესი). ფრთოსანია, თავს შარავანდედი უმკობს (არ უკეთებდა მიქელანჯელო და ზოგი სხვა დიდი ხელოვანი). ამ გაგებით განვითარდა აბრამიტულ: იუდაისტურ, ქრისტიანულ და ისლამურ მითოლოგიაში (რელიგიაში). ყველაზე მკვეთრად კი ქრისტიანულში (რომელსაც საქართველოში 20 საუკუნის ისტორია აქვს). ანგელოზს შეუძლია წინასწარმეტყველება, ციური გადაწყვეტილების ჩამოტანა დედამიწაზე (მაგალითად აუწყა მარიამს მუცლადღება იესოზე - ხარება), არიან კეთილი და ბოროტი ანგელოზები, უფრო კი კეთილი, რაც თითქმის ყოველ ბავშვს თავზე ადგას. არიან მთავარანგელოზები (არქ-ანგელოზი), ქერუბიმები, სერაფიმები. წარმართულ კულტებში სულის კულტთან დაკავშირებით ბოროტნიც იყვნენ. ბერძნული "აგველოს" ყველა ევროპულ ენაში გადაიხარა "ენგელ", "ანგელ" ფორმად, მათ შორის ქართულ ენაში. ქრისტიანობაში მათ ცხრა დასად იცნობენ. ![]() ანგელოზის უძველესი გამოსახულებები საქართველოში გვხვდება ახ.წ. V საუკუნიდან (მაგ. წებელდის კანკელი). დავითგარეჯში შემორჩა მე-10 საუკუნის ანგელოზი. საერთოდკი, ქართული მონუმენტური მხატვრობა ძალზე მდიდარია ანგელოზების კოლორიტული, ორიგინალური გამოსახულებებით (წალენჯიხის, სვანეთის ფრესკები და სხვ.). საქართველოში ანგელოზის სახელი შეეთვისა ძველი წარმართული კულტის სახელს და ჩამოყალიბდა ერთ-ერთი წარმართული ქართული არსების - "ფუძის ანგელოზის" სახით. ანგელოზები ქრისტიანულ მითოლოგიაში როგორც ვთქვით 9 დასად იყოფიან, ეს დასებია: საყდარნი, ქერუბიმნი, სერაბიმნი (სერაფიმნი), უფლებანი, ძალნი, ხელმწიფებანი, საწყისნი, ანგელოზნი და მთავარანგელოზნი. მთავარანგელოზების სახელებია: მიქაელი გაბრიელი, ურიელი, სელაფიელი, იუგუდიელი, ვალახიელი და იერომიელი. ასევე არსებობენ დაცემული ანგელოზები, რომელთა წარმოქმნასა და წარმოშობაზეც მოთხრობილია ენოქის წიგნში. გაეცანით ენოქის წიგნს: 1) ენოქის წიგნი (ნაწ. I) 2) ენოქის წიგნი (ნაწ. II) 3) ენოქის წიგნი (ნაწ. III) 4) ენოქის წიგნი (ნაწ. IV) 5) ენოქის წიგნი (ნაწ. V) 6) ენოქის წიგნი (ნაწ. VI) წყარო: აკაკი გელოვანი. "მითოლოგიური ლექსიკონი". 1983. კრებულები:1. ქართველური ტომები2. ქართული სახელმწიფოები3. კავკასიური კულტურები4. საქართველო5. საქართველო (ნაწ. მეორე)6. ნაციზმი7. ჰიტლერი8. რელიგია9. პარანორმალი10. მეცნიერება11. მეცნიერება (ნაწ. მეორე)12. ქართული მითოლოგიაავტორი: თორნიკე ფხალაძე637 1-ს მოსწონს
|