x
image
jango
ქართველი ოლიმპიელი ფანჯრიდან გაიქცა

imageსამწუხაროა, მაგრამ ასეა, ქართულმა სპორტმა და ამჯერად ქართველთა გამოსვლამ ოლიმპიადაზე, პოლიტიკური სახე მიიღო. ქართული ოცნების განცხადებით, ოლიმპიადაზე მეორევე შეხვედრაზე
დამარცხებული ბეთქილ შუკვანი თავის არ შემდგარ გამარჯვებას ივანიშვილს უძღვნიდა. დამარცხების შემდეგ შუკვანი დელეგაციის ნასვამ წევრებს ფანჯრიდან გაექცა.
ქართული ოცნება სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრს ლადო ვარძელაშვილს ძიუდოისტ ბეთქილ შუკვანზე ზეწოლაში ადანაშაულებს. რთულია როცა ასეთ რამეს ისმენ, როგორ შეიძლება პოლიტიკური დაძაბულობა ოლიმპიადაზეც კი ერთვებოდეს. შეიძლება ზუსტად ეს იყოს იმის ბრალი, რომ მხოლოდ ერთი მედალი გვაქვს. 20 წლის ქართველი ძიუდოისტი ლაშა შავდათუაშვილი ოლიმპიური ჩემპიონი გახდა. შავდათუაშვილმა ძიუდოისტთა შეჯიბრის ფინალში 31 წლის უნგრელი სპორსტმენი მიკლოშ უნგვარი დაამარცხა. ქართველმა ძიუდოისტმა საკუთარ ანგარიშზე იუკო ჩაიწერა და საბოლოო გამარჯვებაც მოიპოვა. ლაშა შავდათუაშვილმა ფინალამდე ოთხივე ჩატარებული შეხვედრა იპონით მოიგო. ეს 2012 წლის ლონდონის ოლიმპიადაზე ქართველებისთვის პირველი ოქროს მედალია. იგივეს ელოდებოდნენ ბეთქილ შუკვანისგან, მაგრამ აი თურმე რა მოხდა. ქართული ოცნების პრესპიკერის მაია ფანჯიკიძის განცხადებით, ლონდონისკენ ფრენის დროს ლადო ვარძელაშვილმა სპორტსმენს აგრესიულად და უცენზურო სიტყვებით მიმათა და ურჩია, რომ კოალიცია ქართული ოცნების მიმართ სიმპათიები არ გამოეხატა. ოცნების პრეს სამსახურის ინფორმაციით, 23 წლის ძიუდოისტი ბეთქილ შუკვანი ოლიმპიურ თამაშებში გამარჯვებას „ქართულ ოცნებას“ უძღვნიდა, თუმცა მან ოლიმპიადაზე წარუმატებლად იასპარეზა.

3
1159
1-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:jango
jango
1159
  
2012, 15 აგვისტო, 19:08
შუკვანმა ვერ იჭიდავა და ვარძელაშვილს დააბრალა. რა უნდოდა, ვარძელაშვილი უნდა გადამხტარიყო ტატამზე და იმას უნდა ეჭიდავა? არ ხარ მართალი ჩემო ბეთქილ, ღმერთს და საქართველოს რომ შეაქციე ზურგი და " ბორია ბიძიასთვის" რომ უნდა მიგეძღვნა ეს გამარჯვება, იმიტომაც შეგაქცია ზურგი ღმერთმაც. ასეა ეს ჩემო ბეთქილ და ასეც იქნება სულ.
2012, 7 აგვისტო, 11:56
მედლები პატრიოტებმა საქართველოს უნდა მიუძღვნან და არა ნაც-მოს ან რომელიმე სხვა პარტიას.
2012, 2 აგვისტო, 18:50
ჰოდა,დააკლდა საქართველოს 1 ოქროს მედალი.არამზადები!
0 1 3