x
image
თორ ნიკე
ჰალ - სვანური მითოლოგია
ჰალ - სვანური მითოლოგია


ჰალ (ქართ. ალი ) სვანური წარმართული სარწმუნოების ცნობილი სახეა, მაცდური, უნდო და საშიში ავსული, წყლის დედა (წყარიშდიდა), ცხოვრობს ანკარა ნაკადულებში, ტბაში, ჭაობში, დამდგარ ან მდინარე წყალში (წყლის ალი). ბნელ, უღრან ტყეებში (ტყის ალი), მთაში (უღელტეხილებზე, თოვლში). ღამით გამოდის, ცეცხლებრ მანათობელი, თვალებიდან ელვას აკვესებს (აქედან ცეცხლის ალი, (ჰ)ელვა, სვანურად ლიჰლელ - გაელვება). დაჯდება ქვაზე, კორტოხებზე, თმას ივარცხნის. სახე უხილავია. ვისაც ეცემა, იღუპება ან გიჟდება (ალის დაცემა, დაკვრა). შეიძლება უეცრად გამოვიდეს გზაზე, კაცი გადაჩეხოს.


ჰალ - სვანური მითოლოგია


თავდაპირველად ტყეთა, ტბათა, ატეხილი ჭალების ქალღმერთი უნდა ყოფილიყო, მერე ავსულის გაგება მიიღო. ჭინკებს დაუახლოვდა. მისი სახელი შემორჩა ალბათ სიტყვებშიც: "ალალი", "არული კუდიანებსა". ხალხი ღმერთს შესთხოვდა ალი და მავნე გვარიდეო, მაგრამ თვით ალსაც შესთხოვდნენ სნეული მოგვირჩინეო (ევფემისტური მოსაზრებით კეთილია). საერთოდ კი, ავსულია, ბოროტი და ხშირად უჩინარი, გასაჭირში ჩავარდნილს ცეცხლის სახით ეჩვენება. თუ დალი მწყალობელიც არის და უმიზეზოდ არავის სჯის, ალი მუდამ მავნე და საშიშია. მისი განრინება მხოლოდ შელოცვით შეიძლება. სვანურ მითოლოგიაში ეს ფოლკლორული სახე ძალზე აქტიური და ავია, განსაკუთრებით უღელტეხილზე, ქარბუქში, ქანცგაწყვეტილ ადამიანს "ეცემა" და თუ ჰალის ენა არავინ იცის, ღუპავს კიდეც. ეს შელოცვა ჰალის ხასიათსაც გვაცნობს:



ჰალ - სვანური მითოლოგია


"ერევეზი, გერევეზი, ანგარეზი, მივალსა ნადირსა, ნავხეთ - ნათარეში, მივხეთ - ნათარეში. დავუდგით დიდი ბადე ლომი, მითა დავიჭირეთ ჰალი, ქაჯი და ეშმაკი. ჰაი, თქვე წყეულო ჰალო, ქაჯო და ეშმაკო! ნურც ეძებთ დაღლილსა კაცსა, დაჭრილსა კაცსა, მელოგინესა ქალსა, თორემ დაგჩეხავთ, სამას სამოცდახუთი წელი გადუღებთ სპილენძის ქვაბში, შემდეგ თქვენს ძვალსა და ხორცს ზევით ქარს გავატანთ, ქვევით წყალს. ფუი, ასე გაქრით, ჰალო, ქაჯო და ეშმაკო!" ამ შელოცვით გაჭირვებულს ჰალი ეხსნებოდა, ამიტომ მისი ცოდნა სვანეთში სავალდებულო იყო.


ჰალ - სვანური მითოლოგია


ოდინდელი ქალღმერთი ალი, ჭაობთა და მორევთა ღამეული მოჩვენება, განსაკუთრებით ზარდამცემად გერმანულ ბალადებშია დამუშავებული (ჰექსე). ქართულში ჭიაკოკონობა ღამეს გვხვება ზღაპრებში. თუ ოჯახში შევიდა, აღარ წავა, ვიდრე თავისი თმის კულულს, ფრჩხილს ან სამოსის ნაწილს არ იპოვის. ძლიერ ემსგავსება დრიადებს, ბერძენთა ტყის ნიმფებს, ოღონდ ეს ნიმფები მისებრ ბოროტნი იშვიათად არიან (ჰილასის გამტაცებელნი უფრო გვანან, ხის ნიმფები კი კეთილნი არიან).


წყარო: აკაკი გელოვანი. "მითოლოგიური ლექსიკონი". 1983.




კრებულები:


1. ქართველური ტომები

2. ქართული სახელმწიფოები

3. კავკასიური კულტურები

4. საქართველო

5. საქართველო (ნაწ. მეორე)

6. ნაციზმი

7. ჰიტლერი

8. რელიგია

9. პარანორმალი

10. მეცნიერება

11. მეცნიერება (ნაწ. მეორე)

12. ქართული მითოლოგია


ავტორი: თორნიკე ფხალაძე


4
485
1-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
485
  
2020, 10 დეკემბერი, 13:41
Hal (Ali) is a Svanian pagan creature, tempting, and the evil soul of dangerous, Mother of waters (tsqarishdida), She lives in the streams, lakes, swamps, rivers or in stagnant water (Ali of water). In dark, dense forests, in the mountains (on passes, in snow). It comes out at night, lit by fires, it emits lightning from its eyes (hence the flame of fire, (h) lightning, in Svan Lihlel - glow). Sits on a stone, brushes her hair. The face is invisible. Those, who are atacked by her, die or go crazy. She may suddenly come out on the road and throw man down from the height.
2020, 26 მარტი, 21:25
"ალი – ქართული დემონოლოგიის პოპულა-რული პერსონაჟი (ორივე სქესის. მამრი უფრო ძლიერია). მდედრობითი სქესის ალი წარმოდ-გენილი ჰყავთ გრძელი, ოქროსფერთმიანი და თეთრკაბიანი ლამაზი ქალის სახით (სხვა მო-ნაცემით, ალი არის მახინჯი: აქვს საზარელი, სისხლით მოსვრილი თმა, რვალის კბილი, რკინის ჭლიკი; ჭუჭყიან ტანზე ეკლები ასხია, ახმახია და ფეხმოქცეული); მკვიდრობს ტყეში, კლდეში, უკაცრიეელ ადგილებსა და ნანგრე-ვებში; ჩნდება წყლისპირზეც: ზის და ოქროს სავარცხლით ივარცხნის ლამაზ თმებს, წყალ-ში იტყუებს მისი მშვენებით მოხიბლულ მამა-კაცებს; შესწევს მაქციობის უნარიც: თავის მსხვერპლს ახლობლის სახით ეჩვენება. ალი მელოგინე ქალის, ახალშობილის, ღამის მგზავრის, მთვრალი ადამიანის, დასაქორწი-ნებელი ქალ-ვაჟების ანტაგონისტია (საცოლე ვაჟებთან ინტიმურ კავშირსაც ამყარებს); მთე-ლი ღამე ქანცგაწყვეტამდე დააჭენებს ცხენებს, რომელთაც ფაფარსა და ძუას უწნავს; ეშინია წმ. გიორგის სახელის ხსენების, ცეცხლისა და ნემსის. თუ ადამიანი ალს მოიხელთებს და თმასა და ფრჩხილებს დააჭრის (ან სავარ-ცხელს მოპარავს) და დაუმალავს მას ოჯახის ერთგულ მოსამსახურედ გაიხდის, ვიდრე ალი თავის ნივთებს არ იპოვის; თუ იპოვა, სახლ-კარს გადაუწვავს და წავა.
ლ. ჩლაიძემ, შეისწავლა რა ირანულ- და თურქულენოვანი ხალხების ამავე სახელწო-დების (აგრეთვე, ალ- კომპონენტის შემცველი) დემონოლოგიური პერსონაჟის ნიშან-თვისე-ბები ქართულ ალთან მიმართებაში, სავსებით დამაჯერებლად დაასკვნა, რომ იგი ქართულ პანდემონიუმში აღმოსავლურ სამყაროდან არის შემოსული." ანთელავა. "მითები და რიტუალები"
2019, 30 ნოემბერი, 13:49
თეონა მიხარია რომ გაპოვნინე. ერთ დროს მეც ეგრე ვეძებდი და ძლივს მივაგენი :))
2019, 21 ნოემბერი, 17:10
:DDD ეს კლიპი პირველად ბავშვობაში ვნახე ერთხელ, ისიც ტელევიზორში. იმის მერე მოყოლებული ვეძებ, არც სახელი ვიცოდი, არც ის ვინ მღეროდა, საბოლოოდ ხელი ჩავიქნიე და ახლა აქ გადავაწყდი მოულოდნელად.
მადლობელი ვარ. თორნიკე ფხალაძე.
0 1 4