ბიოგრაფია ყველაზე მეტად რისი ეშინოდა მაიკლ ჯექსონს? 2019, 20 ნოემბერი, 10:22 წელს მუსიკოსის გარდაცვალებიდან, რომელიც სიცოცხლეშივე ლეგენდად და პოპ–მუსიკის მეფედ აღიარეს, 10 წელი შესრულდა. მის წასვლას იმაზე ნაკლები მღელვარება არ გამოუწვევია, ვიდრე მომღერლის შემოქმედებას და ცხოვრებას, მთლიანად – მასზე ლოცულობდნენ, მისი შურდათ, ვერ იტანდნენ... მაგრამ, არავის აინტერესებდა, თავად ის რას განიცდიდა და არც იმით დაინტერესებულა ვინმე, თუ ყოველდღიურ ცხოვრებაში, რა ფობიებთან უწევდა გამკლავება. მაიკლს არ უყვარდა სარკეები იმის გამო, რომ მათში იმ კვალს ხედავდა, რასაც მის სახეზე განვლილი წლები ტოვებდნენ. მას არ უნდოდა დაბერება. და არც დაბერდა...
დაავადებას, რომლის დროსაც ადამიანი მეტისმეტად ნერვიულობს გარეგნობაში აღმოჩენილი უმნიშვნელო ნაკლის გამოც კი, დისმორფოფობია (ბერძ. δυσμορφήφόβος) ჰქვია. ასეთი ფსიქიკური გადახრების დროს, ის ყოველთვის ცდილობს, რომ იდეალურად გამოიყურებოდეს. ასე, რომ, სწორედ ეს დაავადება იყო, მუსიკოსის ხშირი პლასტიკური ოპერაციების მიზეზი, რამაც საბოლოოდ, მის გარეგნობაში რადიკალური ცვლილებები გამოიწვია. მაგრამ, როგორც აღვნიშნეთ, ყველაზე მეტად მაიკლს სიბერის ეშინოდა. მას, ახლობლების წრეში, არაერთხელ უღიარებია, რომ უნჩევნია თავი მოიკლას, ვიდრე დაუძლურებულ მოხუცად იქცეს: «მე მინდა ყოველთვის ენერგიული და ახალგაზრდა ვიყო! მე ძალებით უნდა ვიყო სავსე, რომ ჩემი საყვარელი თამაში – დამალობანა, ვითამაშო» – თქვა მომღერალმა 43 წლის ასაკში. მაიკლ ჯექსონმა სცენაზე გრანდიოზული დაბრუნება დაგეგმა და ამისთვის დიდი მონდომებით ემზადებოდა! მაგრამ, მის ოცნებას ახდენა არ ეწერა, – 2009 წლის 25 ივნისს, პოპის მეფე მოულოდნელად გარდაიცვალა...
769 3-ს მოსწონს
|