x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
თითო სიმღერით ნაშოვნი მილიონები – 12 ყველაზე რეიტინგული სიმღერა შოუბიზნესის ისტორიაში

მუსიკალურ ინდუსტრიაში წარმატების მოსაპოვებლად, აუცილებელი არ არის კარგი ხმა. შეგიძლიათ სიმღერა დაწეროთ, სახელიც გაითქვათ და კარგი ფულადი შემოსავალიც მიიღოთ. მაგრამ, სიმღერა ერთ პირობას უნდა აკმაყოფილებდეს, – ის მსმენელს უნდა მოეწონოს, ჰიტად იქცეს და წლების მანძილზე მოთხოვნადი, უფრო სწორედ, მოსმენადი უნდა იყოს. სულ ეს არის...
საავტორო უფლებების დაცვის კანონი, სიმღერის ავტორს შესაძლებლობას აძლევს, რომ ყოველი გაყიდული სიმღერიდან მოგების პროცენტი მიიღოს. მაგ., აშშ-ში, სიმღერის ავტორს, თითო სიმღერაზე 9, 1 ცენტი ერიცხება. შეიძლება ეს თანხა უმნიშვნელოდ მოგეჩვენოთ, მაგრამ თუ გაყიდული ალბომის ტირაჟმა, რომელშიც ის არის, 100 000 ცალს გადააჭარბა, სიმღერის ავტორი 9 100 დოლარს მიიღებს და ეს თანხა, რა თქმა უნდა გაიზრდება, თუ იმ ალბომში, ავტორის უფრო მეტი სიმღერა იქნება. გარდა ამისა, ავტორი შემოსავალს იმ კონცერტებიდანაც იღებს, რომელზეც მისი სიმღერა სრულდება. ამ შემთხვევაში, სიმღერის ფასი შეთანხმების და გარიგების შედეგად დგინდება. სიმღერას შემოსავალი მაშინაც მოაქვს, თუ ის ფილმებში, რადიოში და სატელევიზიო ეთერით სრულდება. არის სიმღერები, რომლებმაც საკუთარი ავტორები მილიონრებად აქციეს. აქ სწორედ, შოუბიზნესის არსებობის ისტორიის მანძილზე, ამ კატეგორიის, ყველაზე შემოსვალიანია 12 სიმღერას წარმოგიდგენთ:



12. «I Will Always Love You» (1973 წ.)

image

imageსიმღერა «I Will Always Love You» დოლი პარტონს (Dolly Parton) ეკუთნის. მომღერალმა ის 1973 წელს დაწერა და თავადვე შეასრულა. სიმღერა კომერციულად მომგებიანი აღმოჩნდა და ავტორ-შემსრულებელს დიდი ფინანსური მოგება და აღიარება მოუტანა. ის ორჯერ, – 1974 და 1982 წ. მოექცა ქანთრის ცხელი ჰიტების რეიტინგის (Billboard Hot Country Songs Chart) სათავეში. გარდა ამისა, პარტონმა აღნიშნული სიმღერის წყალობით, 1975 წ. ქანთრი-მუსიკის ასოციაციისგან (CMA Awards) წლის ვოკალისტის წოდება მიიღო.

მას შემდეგ, რაც იუტნი ჰიუსტონმა (Whitney Houston) ის ფილმში – «პირადი მცველი» (The Bodyguard, 1992 წ) შეასრულა, სიმღერა ისევ მუსიკალური ჩარტების სათავეში მოექცა. ჰიუსტონის ვერსია იმდენად პოპულარული აღმოჩნდა, რომ ავტორს მილიონები მოუტანა.

image

11. «Candle In The Wind» (1973 წ.)image

imageimageსიმღერა «Candle In The Wind» 1973 წელს ელტონ ჯონმა (Elton John) და ბერნი ტოპინმა (Bernie Taupin) დაწერეს. თავდაპირველად ის მერლინ მონროს (Marilyn Monroe) გარდაცვალების გამო შეიქმნა, ხოლო 1997 წელს ელტონ ჯონმა ის ხელახლა ჩაწერა და პრინცესა დიანას მიუძღვნა. სიმღერის ახალი ვერსია ბევრად პოპულარული იყო, ვიდრე მისი ორიგინალური ვარიანტი. მას მსმენელი უფრო მეტად «Goodbye England’s Rose» სახელით იცნობს. სიმღერამ ელტონ ჯონს 1998 წელს გრემი და საკმაოდ სოლიდური შემოსავალი მოუტანა. თანხის ზუსტი რაოდენობა ცნობილი არ არის. მაგრამ, როგორც ამბობენ, ახალი ვერსიის შესრულების შემდეგ, ავტორ-შენსრულებელს შეეძლო კარიერა შეეწყვიტა და პენსიაზე გასულიყო, რადგან ის სიცოცხლის ბოლომდე უზრუნველყოფილი იქნებოდა.

image

10. «The Christmas Song» (1944 წ.)imageimageimageროდესაც ბობ უელსმა (Bob Wells) და მელ ტორმა (Mel Torme) აღნიშნული სიმღერა შექმნეს, უფრო მეტად, «ხავერდოვანი ნისლის» (The Velvet Fog), სახელით იყვნენ ცნობილები. «The Christmas Song» 1946 წ. ნატ კინგ კოულმა (Nat King Cole) ჩაწერა და ის მაშინვე მოექცა R & B-ს და პოპ მუსიკის ჩარტების სათავეში. გამოთვლის თანახმად, ავტორებმა ამ სიმღერის წყალობით, 10 მლნ. დოლარი გამოიმუშავეს.

image

9. «Oh Pretty Woman» (1964 წ.)imageimageimageსიმღერით გამდიდრების ერთ-ერთი და შეიძლება ითქვას, ყველაზე საუკეთესო საშუალება, მისი საუნდტრეკის სახით გამოყენება არის. სწორედ ასე მოხდა როი ორბისონის (Roy Orbison) და ბილ დის (Bill Dees) სიმღერის შემთხვევაშც. უფრო მეტიც, მას პოპულარობა იმ ფაქტმაც დაუმატა, რომ 1990 წელს გადაღებულ ფილმს, სწორედ სიმღერის საპატივცემულოდ დაერქვა სახელი – «Oh Pretty Woman» («ლამაზმანი»).

image
2012 წელს ბილ დისმა ინტერვიუში განაცხადა, რომ ის სიმღერის დაწერიდან, თითქმის 50 წლის შემდეგ, როიალტის სახით, ყოველწლიურად 100-დან - 200 ათას დოლარამდე იღებს. სიმღერა, დაახლოებით, 19, 75 მლნ. დოლარად არის შეფასებული.

image

8. «Every Breath You Take» (1983 წ.)imageimageimage«Every Breath You Take» სტინგის (Sting) ყველაზე ცბობილი ჰიტია. ის 1983 წელს არის დაწერილი და მთელი 8 კვირის მანძილზე, ლიდერი იყო 100 საიკეთესო ჰიტს შორის. სიმღერამ ახალი სიცოცხლე 1997 წელს მიიღო, მას შემდეგ, რაც მისი კავერ ვერსია შონ კომბსმა (Diddy, იგივე Puff Daddy) ჩაწერა. მან სინგლი ახალი – «I’ll Be Missing You» სახელით გამოუშვა. Diddy ვერსიამ გრემი მიიღო და ის ერთ-ერთი საუკეთესო სიმღერა არის შოუ-ბიზნესის ისტორიაში. სტინგის ქონების და შემოსავლების საერთო რაოდენობის მეოთხედი სწორედ ამ სიმღერაზე მოდის. ამჟამად, მას ავტორისთვის, ყოველდღიურად 2 000 $-მდე მოაქვს.

image

7. «Santa Claus Is Coming To Town» (1954 წ.) imageimageimageსიმღერა «Santa Claus Is Coming To Town» ჰეივენ გილესპმა (Haven Gillespie) და ფრედ ჯუნიორ კუტსმა (Fred J. Coots) 1954 წელს დაწერეს. ის სხვადასხვა ჟანრის ბევრმა მომღერალმა შეასრულა. ხოლო, ყველაზე ცნობილები მათ შორის, მერაია ქერი და ბრიუს სპრინგსტინი იყვნენ. დღევანდელი დღისთვის, სიმღერამ ავტორებს, დაახლოებით, 27 მლნ. დოლარი მოუტანა.

image

6. «Stand By Me» (1961 წ.) imageimage

imageბენ ე. კინგის (Ben E. King), ჯერი ლიბერის (Jerry Leiber) და მაიკ სტოლერის (Mike Stoller) სიმღერა «Stand By Me», თავის დროზე, საკმაოდ პოპულარული იყო. თუმცა, მას შემდეგ, რაც ის სტივენ კინგის რომანის მიხედვით (The Body, 1982 წ.) გადაღებულ ფილმში «დარჩი ჩემთან» (Stand by Me, 1986 წ.) გაიჟღერა, მეორე სიცოცხლე მიიღო.

მოცემული მომენტისთვის, სხვადასხვა მომღერლის მიერ შესრულებული, სიმღერის 400-ზე მეტი ვერსია არსებობს და მან ავტორებს, დაახლოებით, 27 მლნ. დოლარი მოუტანა.

image

5. «Unchained Melody» (1955 წ.) imageimageimageალექს ნორტმა (Alex North) და ჰი ზარეტიმ (Hy Zaret) ეს სიმღერა თავდაპირველად ფილმისთვის – «გათავისუფლებული» (Unchained, 1955 წ.) დაწერეს. მიუხედავად იმისა, რომ ფილმი წარუმატებელი აღმოჩნდა, მასში გაჟღერებული სიმღერა ნამდვილ ჰიტად იქცა. ის სხვადასხვა დროს 650-ზე მეტმა მომღერალმა შეასრულა, ყველაზე პოპულარული კი, «Righteous Brothers»-ის 1965 წ. ჩაწერილი ვერსია გახდა. image

imageის კიდევ უფრო პოპულარული გახდა მას შემდეგ, რაც 1990 წელს ფილმში «მოჩვენება» გამოიყენეს, რომელშიც მთავარ როლს დემი მური (Demi Moore) და პატრიკ სუეიზი (Patrick Swayze) ასრულებენ. ფილმა ოსკარი მიიღო. ხოლო, სიმღერამ 27, 5 მლნ. დოლარი მოუტანა ავტორებს.

image

4. «Yesterday» (1965 წ.)

imageimageimageჯონ ლენონი (John Lennon) და პოლ მაკ-კარტნი (Paul McCartney) «The Beatles»-ის ყველა სიმღერის ავტორები იყვნენ და საავტორო ჰონორარსაც შუაზე იყოფთდნენ. ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ «Yesterday»-ის ავტორი და შემსრულებელი მხოლოდ მაკ-კარტნი იყო, შემოსავალი სიმღერიდან, ლენონმაც მიიღო. მომღერლის გარდაცვალების შემდეგ, ლენონის საავტორო უფლება სიმღერაზე, მის ქვრივს იოკო ონოს (Yoko Ono) გადაეცა.image

imageსიმღერამ ავტორებს 30 მლნ. დოლარი მოუტანა.

image

3. «You’ve Lost That Feeling» (1964 წ.)

image

ბარი მანის (Barry Mann) და მისი მეუღლის სინტია უეილის (Cynthia Weil) სიმღერა პოპულარული მას შემდეგ გახდა, რაც ის დუეტმა «The Righteous Brothers» ჩაწერეა, ხოლო 1986 წ. ფილმში – «საუკეთესო მსროლელი» (Top Gun) გაიჟღერა შემდეგ, მან მეორე სიცოცხლე მიიღო. image

image«You’ve Lost That Lovin’ Feeling», თითქმის, 2200 მომღერალმა ჩაწერა და ის პოპ მუსიკის ისტორიაში, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული გახდა. სიმღერა 32 მლნ. დოლარად არის შეფასებული.

image

2. «White Christmas» (1940 წ.)imageimageimageროგორც ამბობენ, მსოფლიოში არ არსებობს სხვა სიმღერა, რომელიც ისევე კარგად გადმოსცემს შობის სულს, როგორც «White Christmas». მისი ავტორი, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, რუსეთიდან ემიგრირებული, ებრაელი ირვინგ ბერლინია (Irving Berlin).image


image

მიუხედავად იმისა, რომ სიმღერა არაერთმა ცნობილმა მომღერალმა შეასრულა, ყველაზე პოპულარული ბინგ კროსბის მიერ (Bing Crosby) ჩაწერილი ვერსია არის. საერთო ჯამში, სიმღერის 100 000-ზე მეტი ასლი გაიყიდა, რამაც მის ავტორს 36 მლნ. დოლარი მოუტანა.

image

1. «Happy Birthday» (1893 წ.)image

image

1893 წელს, სიმღერა «Happy Birthday» დებმა ჰილებმა (Hill Sisters) საბავშვო ბაღის აღსაზრდელებისთვის დაწერეს. მას შემდეგ, უკვე 125 წელზე მეტი გავიდა, მაგრამ ის დღემდე ინარჩუნებს აქტუალობას. «Happy Birthday» შემოსავლიანი სიმღერების რეიტინგში, ნომერი I და 50 მლნ. დოლარად არის შეფასებული.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სიმღერაზე საავტორო უფლება რამდენჯერმე გაიყიდა, სულ ბოლოს ის 1990 წ. 15 მლნ. დოლარად კომპანია «Warner Chappell»-მა შეიძინა. სიმღერას მფლობელისთვის, ყოველდღიურად, 5 000 დოლარი მოაქვს. ხოლო, იმ შემთხვევაში, თუ ის ფილმში ან სერიალში შესრულდება, ფილმის შემქმნელმა მის მფლობელს 25 000 ათასი დოლარი უნდა გადაუხადოს. სხვა ტარიფია, რესტორნებში და კაფეებში დაბადების დღეებზე შესრულების შემთხვევაში. imageimage

image

imageimageimageimageimageimageimage







0
1204
4-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
1204
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0