x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
საუკეთესო სიმღერა სიყვარულზე, რომელიც 18 წლის შუალედით, 2-ჯერ მოექცა მსოფლიო ჩარტების სათავეში

განუმეორებელი, ყველაზე საუკეთესო მომღერალი! უბადლო ხმა! და არაჩვეულებრივი სიმღერა!
რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ეს სიმღერა გასული საუკუნის 70-იან წლებში, დოლი რებეკა პარტონმა (Dolly Rebecca Parton), «ქანთრის დედოფალმა» დაწერა და თავადვე ასრულებდა.
სიმღერის საკუთარი ვერსია მომღერალმა შორეულ 1974 წელს ჩაწერა და სინგლმა მაშინვე დაიკავა პირველი ადგილი, ქანთრი–მუსიკის განყოფილებაში.



მას მაშინვე ბევრმა დაადგა თვალი. მაგალითად, იმავე წელს, მისი ჩართვა ფილმში «ალისა აქ უკვე აღარ ცხოვრობს», რეჟისორმა მოინდომა, მაგრამ დოლი პარტონს ფილმი არ მოეწონა და სიმღერის მიცემაზე უარი თქვა. ფილმი კი არა! მომღერალმა უარი თავად ელვის პრესლის უთხრა, იმიტომ რომ, ის «მეფური» თავხედობით, საავტორო ჰონორარის ნახევარს ითხოვდა, თავისი წილი (შემსრულებლის) ჰონორარის გარდა.


image


და აი, დადგა 1985 წელი და 22 წლის უიტნი ჰიუსტონი უშვებს თავის სადებიუტო ალბომს და მაშინვე მუზოლიმპის მწვერვალზე ხვდება. ალბომმა გაყიდვების მიხედვით, იმ დროისთვის არსებული, სადებიუტო ალბომების ყველა რეკორდი მოხსნა, სოლო მომღერლის კატეგორიაში.

შესანიშნავმა ვოკალმა და ლამაზმა გარეგნობამ, ის ბოლოს და ბოლოს, კინომატოგრაფიამდე მიიყვანა. და უნდა ითქვას, რომ არავის წარმოედგინა, რომ «პირადი მცველი» («The Bodyguard»), ასეთ სახელს მოიხვეჭდა. ამის მიზეზი ის იყო, რომ მსახიობის კარგი ვოკალური მონაცემები, ჯერ კიდევ არ ნიშნავს როლის კარგად შესრულებას და კიდევ, სცენარი ფილმისთვის, 1975 წლიდან, დაწუნებული სცენარების თაროზე იდო. მაგრამ, ფილმის პროდიუსერმა და მსახიობმა კევინ კოსტნერმა გარისკა და რისკმა ნამდვილად გაამართლა.

როდესაც კევინ კოსტნერმა უიტნის «კოვბოური» სიმღერა აჩვენა, მომღერალმა მისი კარდინალურად შეცვლა გადაწყვიტა — ის უკვე აღარ იყო ნაღვლიანი ქანთრი ბალადა. სიმღერაში გაჩნდა ძალა, დრამატიზმი და სოულის «ჰაერი». სიმღერის ეს ვარიანტი, ძალიან მოეწონა «წუნია» დოლი პარტონს და მისი ფილმში ჩართვის უფლება მისცა.
«I Will Always Love You» და «პირადი მცველი» ნამდვილი ბომბი აღმოჩნდა, რომელმაც, 1992 წლის ნოემბერში, შოუ-ბიზნესი ააფეთქა. სიმღერა 14 კვირის მანძილზე ჰიტ-პარადის სათავეში იყო, ხოლო ფილმის საუნდტრეკმა გაყიდვების რაოდენობით (43 მლნ. ასლი), ყველა წინა რეკორდი მოხსნა. თავად ფილმის შემოსავალი კინოგაქირავებიდან 400 მლნ. დოლარს აჭარბებდა. რაც შეეხება სიმღერის ავტორს, მან 6 მილიონი დოლარი მიიღო, 18 წლის წინ დაწერილი სიმღერისთვის და დღეს, მისი სიმღერა ერთნაირად უყვართ ქანთრის და სოულის თაყვანისმცემლებს.



imageთქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:



* «მარადიული სიყვარული» და მისი შექმნის ისტორია

* მუსიკა, რომელიც არ შეიძლება ვინმეს არ მოსწონდეს

* «ფუნთუშების ცეკვა» დიდი ჩარლი ჩაპლინისგან!

0
276
10-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
276
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0