ქალი და მამაკაცი რატომ ირჩევენ იაპონელი მამაკაცები ცოლების ნაცვლად სილიკონის სექს -თოჯინებს 2019, 4 ნოემბერი, 15:00 იაპონიაში ნამდვილი დემოგრაფიული კრიზისია. შობადობა კატასტროფულად მცირდება, ხოლო მოსახლეობა ყოველწლიურად ბერდება. სტატისტიკის თანახმად, დღესდღეობით, იაპონიაში მოსახლეობის 25% -ზე მეტი საპენსიო ასაკის არის. ერი გადაშენების ზღვარზეა. სიტუაციას ის ფაქტიც ართულებს, რომ იაპონელები არამც თუ ოჯახის შექმნას, არამედ ყველანაირი სახის ურთიერთობას გაურბიან. ყველაფერთან ერთად ამომავალი მზის ქვეყანაში მოსახლეობა კიდევ ერთი სერიოზული პრობლემის წინაშე დგას და ეს, - გაგიკვირდებათ და სილიკონის სექს- თოჯინებია.იაპონელები სულ უფრო ნაკლებად ინტერესდებიან საპირისპირო სქესითა და ოჯახის შექმნით. თუმცა, ეს არ ნიშნავს რომ მათ სექსუალური ურთიერთობები და სასიყვარულო თავგადასავლები არ აინტერესებთ, პირიქით, აინტერსებთ და თან ძალიან. ამიტომაც, იაპონიაში ამდენი პორნოგრაფია, ჰენტაი, სექს - სათამაშოები და მასობრივი გარყვნილების უცნაური ბუმია.ცოცხალ ადამიანთან ურთიერთობა - საკმაოდ რთული და ძვირია, სწორედ ამიტომ იაპონელი მამაკაცები სასიყვარულო ურთიერთობაში ყოფნას ძირითადად 2D გოგონებთან არჩევენ, ყიდულობენ სექს- სათამაშოებსა და საკუთარი ფიზიკური მოთხოვილებების დასაკმაყოფილებლად ყველა არსებულ დაწესებულებას სტუმრობენ. სექსი, სიყვარული და ურთიერთობა მათთვის ერთ, განუყოფელ მთლიანობას უკვე აღარ წარმოადგენს, სწორედ ამის შედეგია - ის ძლიერი დემოგრაფიული კრიზისი რაც აი, უკვე რამდენიმე წელია ქვეყანაშია გამეფებული.ტექნოლოგიური პროგრესი ერთ ადგილას არ დგას, და ამის ნათელი დადასტურება სილიკონის ის სექს- თოჯინებია, რომლებიც იაპონიაში ბოლო პერიოდში სულ უფრო პოპულარული ხდება. ისინი იმდენად რეალისტურია, რომ ცოცხალი ადამიანისგან პრაქტიკულად არ განსხვავდებიან. კომპანია "Orient Industry" -ის დირექტორი, ჰიდეო ცუჩია, რომელიც სექს- თოჯიების წარმოებით არის დაკავებული ამბობს, რომ დღევანდელი პროდუქცია სრულიად განსხვავდება იმ თოჯინებისგან, რომლებიც 70-იან წლებში იყო აქტუალური, ცუჩიას განცახდებით, ახლა ეს უკვე მაღალტექნოლოგიური მოწყობილობაა, რომელიც გარეგნულად ცოცხალი ადამიანივით გამოიყურება, რომელთა ხელოვნური კანიც კი ბუნებრივის იდენტურია.ახლა კი, იმ ორი იაპონელი მამაკაცის საკმაოდ უცნაურ ისტორიას მოგიყვებით, რომლებმაც საკუთარი ბედნიერება გაგიკვირდებათ და, სწორედ სილიკონის სექს -თოჯინებში იპოვეს.გაიცანით, ეს 45 წლის ფიზიოთერაპევტი მასაიუკი ოზაკია, რომელსაც მეუღლე და ერთი მოზარდი გოგონა ჰყავს. როგორც თავად მასაიუკი ჰყვება, შვილის შეძენის შემდეგ, წყვილს ინტიმური ურთიერთობა აღარ ჰქონდა, რის გამოც მან თავი მარტოსულად იგრძნო. ერთხელაც, როცა 45 წლის მასაიუკი ჟურნალს ათავლიერებდა, შემთხვევით დასურათებულ სტატიას გადააწყდა, სადაც საუბარი სილიკონის სექს- თოჯინებზე იყო, მარტოსულმა მამაკაცმა გადაწყვიტა, მაღაზიაში მისულიყო და ყველაფერი საკუთარი თვალით ენახა.
|