ქალი და მამაკაცი ეკვადორში წყვილი ინტიმური კავშირის დროს აივნიდან გადავარდა და დაიღუპა 2019, 29 სექტემბერი, 13:59 წყვილი სექსის დროს გადმოვარდა მესამე სართულიდან და დაიღუპა, იუწყება Daily Mail-ი. ტრაგედია ეკვადორის დედაქალაქ კიტოში, კარაპუნგოს რაიონში მოხდა.35 წლის მამაკაცი და 28 წლის ქალი მესამე სართულის აივანზე სექსით დაკავდნენ მას შემდეგ, რაც ქალმა წვეულება მოაწყო, წყვილის შიშველი გვამები ტერასაზე მეზობელმა აღმოაჩინა, მან სახლში ყოფნის დროს ძლიერი ბრაგვანის ხმა გაიგო და ქუჩაში გამოვარდა. როგორც ირკვევა, 28 წლის მარტოხელა დედას 8 წლის გოგონა დარჩა. აღსანიშნავია, რომ მსგავსი შემთხვევები არც თუ იშვიათად ხვდება, მაგალითად 2015 წელს ლონდონში აივანზე სექსის დაწყების წინ სასიკვდილოდ დაიმტვრა 19 წლის რუსი გოგონა ანასტასია ტუტიკი და 18 წლის მექსიკელი ახალგაზრდა კაცი მიგელ რამოსი. ამა წლის აგვისტოში საფრანგეთში, ქალაქ ნიცაში ანალოგიურად დაიღუპნენ ტურისტები:30 წლის ბრიტანელი მამაკაცი და მისი კანადელი მეწყვილე. სანკტ-პეტერბურგში ივლისის თვეში ქალი და მისი მეგობარი მამაკაცი აივნიდან იმ დროს გადავარდნენ, როცა სექსით იყვნენ დაკავებულნი. 9 სართულის სიმაღლიდან გადავარდნის შემდეგ ქალი ადგილზე დაიღუპა, კაცი კი ადგა და წავიდა. ამავე წლის აგვისტოში, პერუში შეყვარებულები მეიბეტ ესპინოზა ფლორესი და ჰეკტორ ვიდალი ლოპესი ქალაქ კუსკოში კოცნაობის დროს ხიდიდან გადავარდნენ და დაიღუპნენ.
იხილეთ ასევე
გოგონას დედამ სულის შემძვრელი პოსტი დადო ფეისბუქზე: "განადგურებული ვარ, უნდა გაცნობოთ, რომ ჩემი მშვენიერი ქალიშვილი იმდენად გამწარებული იყო, რომ მას არ შეეძლო საყვარელი ჯეისის გარეშე ცხოვრება და გადაწყვიტა, თავი მოეკლა". ალისა რობინოსონის გვამი აღმოჩენილი იქნა პერტში(მოუნტ ჰაუტორნი, დასავ... ტეხასელი ახალგაზრდები, უილ ბაილერი და ბეილი აკერმან-ბაილერი ქორწილიდან ერთ საათში დაიღუპნენ. საქორწინო ცერემონიის დასრულების შემდეგ წყვილმა ვერტმფრენით გასეირნება გადაწყვიტა, რომელიც ჩამოვარდა დაბა იუვალდეს მახლობლად, ქალაქ სან-ანტონიოდან 135 კილომეტრში. ნაციონალური ტრანსპორტის უსაფრთხოების გამომძიებელ... 183 2-ს მოსწონს
|