სხვა ტრაგედია პერუში -შეყვარებულები კოცნაობის დროს ხიდიდან გადავარდნენ(ვიდეო) 2019, 9 აგვისტო, 12:43
ტრაგედია ქალაქ კუსკოში, ვიფლემის ხიდზე გათამაშდა, რომელიც სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა.
მეიბეტ ესპინოზა ფლორესი და ჰეკტორ ვიდალი ლოპესი (Maybeth Espinoza Flores, Hector Vidal Lopez) სახლში ბრუნდებოდნენ ღამის კლუბიდან, გზად შეყვარებულებმა გადაწყვიტეს ხიდზე შეჩერებულიყვნენ და ერთმანეთისთვის ეკოცნათ, კადრებში ჩანს, გოგონა როგორ ჯდება ხიდის მოაჯირზე, თავისკენ იზიდავს პარტნიორს, შემდეგ კი ფეხებს შემოაჭდობს, თუმცა უცებ გოგონა წონასწორობას კარგავს, ხიდიდან ვარდება და თან პარტნიორს იყოლებს. წყვილი 15 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა, მეიბეტი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო ჰექტორი მრავლობითი ტრავმებით საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. შეყვარებულები ალპინისტები იყვნენ, კუსკოში გადასახლდნენ, რომ ერთად ემუშავად ინსტრუქტორ-გამყოლებად, ჰექტორის ძმის განცხადებით, ტრაგედიამდე ღამის ბარში წყვილმა სპირტიანი სასმელი დალია. 277 4-ს მოსწონს
|