x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
მითი ნილ ამსტრონგის თითქოსდა მთვარეზე წარმოთქმული ფრაზის შესახებ
image

25 აგვისტო ნილ ამსტრონგის გარდაცვალების დღეა(2012წელი)რომელიც ხელმძღვანელობდა 1969 წელს მისია "აპოლო-11" ედვინ ოლდრინთან ერთად და პირველი ადამიანი იყო კაცობრიობის ისტორიაში, რომელმაც 21 ივლისს დატოვა ხომალდი და 2 საათსა 56 წუთსა და 15 წამზე ფეხი დადგა მთვარეზე. ამ დროს ის ამბობბს ისტორიულ სიტყვებს:„That's one small step for man, one giant leap for mankind.“(ეს პატარა ნაბიჯი ადამიანისთვის, არის დიდი ნახტომი კაცობრიობისთვის.)

19 წუთის შემდეგ მას უერთდება ე. ოლდრინი, რომელთან ერთადაც აღმართავენ აშშ-ს სახელმწიფო დროშას.



დღეს გვექნება საუბარი ერთ ისტორიაზე, რომელიც დაახლოებით 2000-იან წლებში გავრცელდა ინტერნეტით. ამბავი კი ასე გამოიყურება:



''Good luck, Mr. Gorsky''! (წარმატებები, მისტერ გორსკი!) - ეს სიტყვები, წარმოსთქვა მისია აპოლოს ასტრონავტმა ნილ არმსტრონგმა, როდესაც ის პირველად დაეშვა მთვარეზე. ზოგ ადამიანს ეგონა, რომ ეს იყო შემთხვევითი შენიშვნა და ეხებოდა კონკურენტ საბჭოთა კოსმონავტს, მაგრამ შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ არც ამერიკაში და არც რუსეთში საჰაერო პროგრამაში ასეთი გვარი არ არსებობდა. წლების განმავლობაში ბევრმა ადამიანმა მოინდომა ამ საიდუმლოს გაგება და ეკითხებოდნენ არმსტრონგს თუ რას ნიშნავდა ეს სიტყვები: '' Good luck, Mr. Gorsky''! - რაზეც ასტრონავტი მხოლოდ დუმდა და იღიმებოდა.


1995 წლის 5 ივლისს, სატელევიზიო შოუში ფლორიდაში, როდესაც არმსტრონგი პასუხობდა კითხვებს, რეპორტიორმა 26 წლის წინ წარმოთქმული სიტყვები გაახსენა ასტრონავტს, ნილ არმსტრონგმა საბოლოოდ ახადა ფარდა საიდუმლოს რადგან ბატონი გორსკი უკვე გარდაცვლილი იყო და შეეძლო კითხვაზე პასუხის გაცემა.


როდესაც ნილ არმსტრონგი ბავშვი იყო, ის თამაშობდა ბეისბოლს თავის ძმასთან ერთად. ძმამ ბურთი საკმაოდ შორს მოისროლა და მეზობლების, მისტერ და მისის გორსკების საძინებლის ფანჯარასთან დავარდა. როდესაც არმსტრონგი მივიდა ბურთის ასაღებად, მან გაიგონა მისის გორსკის ყვირილი: '' ორალური სექსი? ორალური სექსი გინდა?! ჩვენ გვექნება სექსი მხოლოდ მას შემდეგ, როცა ის ბიჭუნა, რომელიც ჩვენს გვერდით ცხოვრობს მთვარეზე გაისეირნებს!''



ეს ისტორია ძირითადად ამ სახით გავრცელდა მცირეოდენი კორექტირებით.


როგორც გამოცემა snopes-წერს (fact-check), ეს ზღაპარი ბევრმა დაიჯერა, მათ შორის მეზობლის გვარი და ნილ ამსტრონგის პრესკონფერენციის თარიღი, რომელიც ბუნებაში არ არსებობს, ერთადერთი რაც არის სიმართლე, ეს არის ებრაული ანეკდოტი, სადაც სხვადასხვა ებრაული გვარებია გამოყენებული, მაგალითად გორსკი, სელიგმანი, ლიპიცკი, შულცი.


არსებობს "აპოლო" 11-ის სტენოგრამა, სადაც მთელი კოსმოსური მისიის განმავლობაში ამსტრონგი არსად ამბობს მსგავს ფრაზას.


და ბოლოს ყველაზე მთავარი, ამ ამბავზე თავად ამსტრონგმა გააკეთა კომენტარი, რომ პირველად ეს ისტორია კალიფორნიაში კომიკოსი ბადი ჰაკეტისგან მოისმინა.

0
210
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
210
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0