სხვა ილონ მასკის ტრანსგენდერ ქალიშვილს აშშ-ს დატოვება სურს ტრამპის გამარჯვების შემდეგ 11 ნოემბერი, 10:51
ილონ მასკის სქეს შეცვლილ ქალიშვილს ტრამპის გამარჯვების შემდეგ აშშ-ის დატოვება სურს.
მედია მიზეზად ტრამპის არჩევნებში გამარჯვებას ასახელებს. მასკის ტრანსგენდერი ქალიშვილი, 20 წლის ვივიან ჯენა უილსონი, აშშ-ს დატოვებას გეგმავს. გასულ წელს მან სქესი შეიცვალა და ქალი გახდა, წელს კი ქვეყნის შეცვლას აპირებს. სოციალურ ქსელ Threads-ის საკუთარ გვერდზე უილსონმა განაცხადა, რომ დიდი ხნის განმავლობაში ფიქრობდა სხვაგან გადასვლაზე, მაგრამ ამერიკელების არჩევანმა გადამწყვეტი ნაბიჯისკენ უბიძგა. შეგახსენებთ, რომ მამამისი აქტიურად მონაწილეობდა ტრამპის წინასაარჩევნო კამპანიაში, იგი მხარს უჭერდა რესპუბლიკელ კანდიდატს. ”მე ვერ ვხედავ საკუთარ მომავალს შეერთებულ შტატებში. მაშინაც კი, თუ ის [ტრამპი] თანამდებობაზე მხოლოდ 4 წელი დარჩება, მაშინაც კი, თუ ანტიტრანსგენდერული კანონები ჯადოსნურად არ ამოქმედდება. ხალხი, ვინც ნებაყოფლობით მას ხმა მისცა, უახლოეს მომავალში ვერსად წავლენ“, - დაასკვნა უილსონმა. უილსონს არ უთქვამს, რომელ ქვეყანაში აპირებს გადასვლას. ცნობილია, რომ ვივიანი დაიბადა 2004 წელს წელს ილონ მასკის და მწერალ ჯასტინ უილსონის კავშირის შედეგაც მაშინ ვივიანს, რომელსაც ჰყავს ტყუპისცალი, გრიფინი, ერქვა ქსავიერ ალექსანდრე მასკი. მილიარდერის ტრანსგენდერმა ქალიშვილმა სახელის შეცვლაც ბიოლოგიურ მამასთან „ნებისმიერი ფორმით ნათესაობის“ განშორების სურვილით ახსნა. 327 3-ს მოსწონს
|