x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
მაიმუნების ჯოგმა 6 წლის გოგონა გაუპატიურებისგან იხსნა
image

ინდოეთში მაიმუნების ჯოგმა ექვსი წლის გოგონა გადაარჩინეს პედოფილისგან, რომელმაც ის გაიტაცა გაუპატიურების მიზნით.




ინდოეთში მაიმუნების ჯოგი თავს დაესხა მამაკაცს და გადაარჩინა ექვსი წლის გოგონა, რომლის გაუპატიურებას ცდილობდა. ამის შესახებ Times of India წერს.


შემთხვევა შაბათს, 21 სექტემბერს, ქალაქ ბაღპატში მოხდა (უტარ-პრადეშის შტატი). ბავშვს ქუჩაში უცნობი პირი მიუახლოვდა და მუქარით აიძულა თან გაჰყოლოდა. მან გოგონა მიტოვებულ შენობაში შეიყვანა, გახადა ტანისამოსი და მასთან სექსუალური აქტის ჩადენა სცადა.



თუმცა, იმ მომენტში რამდენიმე მაიმუნი თავს დაესხა მოძალადეს. მამაკაცმა დაზარალებული მიატოვა და გაიქცა. გოგონა შოკირებული დაბრუნდა სახლში და მომხდარის შესახებ მშობლებს მოუყვა. მათ მაშინვე პოლიციას მიმართეს. „ჩემი ქალიშვილი ქუჩაში თამაშობდა და დამნაშავემ გაიტაცა. სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირეს ის, როგორ მიჰყავდა იგი ვიწრო ქუჩაზე. მისი იდენტიფიცირება აუცილებელია. ის ბავშვს ემუქრებოდა, რომ არა მაიმუნების ჩარევა, შეიძლება ცოცხალიც აღარ ყოფილიყო“, - განაცხადა ბავშვის მამამ.


პოლიციამ დაადასტურა, რომ მიმდინარეობს გამოძიება და ამჟამად ცდილობს თავდამსხმელის ვინაობის დადგენას.

ბაღპატის საოლქო ოფიცერმა ჰარიშ ბადორიამ განუცხადა TOI-ს: ”ჩვენ გავიგეთ მაიმუნებთან დაკავშირებული ინციდენტის შესახებ და რამდენიმე მუხლით ვიძიებთ ამ საკითხს მშობლების საჩივრის საფუძველზე.საჭიროების შემთხვევაში დაემატება დამატებითი მუხლი. ვცდილობთ ბრალდებულის იდენტიფიცირებას და დაკავებას“.


(, სექსუალური ძალადობის საქმეებზე მსხვერპლის ვინაობა არ ხმაურდება მისი კონფიდენციალურობის დაცვის მიზნით, უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად)

0
593
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
593
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0