სხვა როგორ არბევენ დემონსტრანტებს ევროპაში და აშშ-ში 3 დეკემბერი, 14:39
აგერ უკვე ერთი კვირაა თბილისში და ქვეყნის სხვადასხვა ქალაქებში მიმდინარეობს საპროტესტო აქციები.დემონსტრანტები აპროტესტებენ ქართული ოცნების გადაწყვეტილებას, 2028 წლამდე შეაჩერონ ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის საკითხი, ასევე მთავრობამ 2028 წლის ბოლომდე უარი თქვა ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირის მხრიდან, თუმცა ვალდებულება აიღეს ამ ოთხი წლის განმავლობაში შეასრულონ ის რეკომენდაციები, რაც ევროკავშირმა დააკისრა, დახვდნენ სათანადოდ მომზადებული, რათა გახსნას მოლაპარაკებები 2030 წელს ევროკავშირში გასაწევრიანებლად.
აქციების ეპიცენტრი რა თქმა უნდა დედაქალაქის მთავარი პროსპექტი და პარლამენტის შენობაა, ამ დღეების განმავლობაში რობოკოპები და პოლიცია ყოველ ღამით ან განთიადისას არბევენ დემონსტრანტებს, იყენებს ძირითადად წყლის ჭავლს, წიწაკის სპრეის და გაზს. დაზარალდა რამდენიმე ჟურნალისტიც, სახალხო დამცველის თქმით, აქციის მონაწილეებზე ფიზიკური ძალადობა ხორციელდება არამარტო უშუალოდ დაკავების პროცესში, არამედ, ავტომობილშიც. ასეულობით დემონსტრანტი სამკურნალო დაწესებულებაში იქნა გადაყვანილი, უმეტესობა თავის არეში მსუბუქი დაზიანებით, თუმცა არიან მძიმედ დაშავებულებიც. რა თქმა უნდა აგრესია მოდის მომიტინგეების მხრიდანაც, რომელსაც როგორც ბევრი მოიხსენიებს, "მშვიდობიანს" ნამდვილად ვერ უწოდებ(ეტყობა ბევრმა "დაივიწყა" სიტყვა "მშვიდობის" მნიშვნელობა)დემონსტრანტები პოლიციელების მისამართით ისვრიან მაშხალებს, ქვებს, ჯოხებს, კვერცხებს, ცეცხლს უკიდებენ სკამებს, ნაგვის ურნებს, ამტვრევენ ღობეებს, ფანჯრებს, , ქვაფენილს, სათვალათვალო კამერებს და ა. შ(ერთმა ნორჩი ხეც კი მოჭრა)ასზე მეტი პოლიციელი დაზარალდა, რომელსაც სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს, ორის მდგომარეობა სერიოზულია. დემონსტრაციები და საპროტესტო აქციები უცხო არაა არც ევროპისთვის, ამერიკისთვის და აზიისთვის. მოდით გადავხედოთ რა ხდება ამ დროს იქ. 231 2-ს მოსწონს 1-ს არა
|