x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
რატომ სჭირდება ფილიპინების პოლიციას ლამაზმანი საგზაო მოძრაობის მარეგულირებლები?
imageარა იმიტომ რომ სისტემას ჰქონდეს "ლამაზი სახე", ან სამსახურში გენდერული თანასწორობისთვის, არამედ წმინდა პრაქტიკული თვალსაზრისით. -საქმე იმაშია, რომ მანილაში მოძრაობა უბრალოდ საშინელია, ალბათ ყველაზე უარესი აზიაში. ლამაზი გოგონები თავიდაუნებურად ეხმარებიან, როგორმე ებრძოლონ ამ ქაოსს.


როგორ ეხმარებიან ლამაზი გოგოები, რომ ავარიები აიცილონ?


პოლიციამ განაცხადა, რომ ქალები იქ იმისთვის არიან, რომ სტრესი მოეხსნათ საცობში მოხვედრილ მძღოლებს. და იმისთვისაც, რომ მძღოლებს შერცხვეთ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევა ლამაზი ქალების თვალწინ ტროტუარზე გადასვლით ან რიგებს შორის ჩაჩხერვით.


აი რას ამბობს ქვეყნის საგზაო მოძრაობის ხელმძღვანელი:



„ისინი არ ჰგვანან სხვა პოლიციელებს, ისინი ჰგვანან მოდელებს. მართლა ლამაზები არიან. ისინი ნამდვილად იპყრობენ ყურადღებას."

image

გიჟურად ჟღერს. სასურველია იცოდეთ, როგორ აირჩიეს ასეთი პოლიციელი გოგონები, არჩევანი ეფუძნებოდა პარამეტრებს „ლამაზი გოგონა, რომლის გაცნობაც ყველა კაცს ენდომება“.


აქ სექსიზმი გასაკვირი არაა, რომელიც დიდი ხანია დამკვიდრებულია ფილიპინებში.



თავის გამოსვლებში პრეზიდენტი როდრიგო დუტერტე (წინა, ახლა ბონგბონგ მარკოსია) საჯარო გამოსვლებში გამუდმებით ამცირებდა ქალებს, უსტვენდა ქალ ჟურნალისტებს, კოცნიდა ქალებს ტუჩებში და ტრაბახობდა თავისი წარსული ურთიერთობებით. ის ასევე ხშირად აკეთებდა კომენტარს ქალის ვიცე-პრეზიდენტის გარეგნობაზე.

ასევე არავინ აპირებს გააუქმოს სექსზე თანხმობა 12 წლის ასაკიდან.


ზოგადად, მან შექმნა იმიჯი, რომლის წინააღმდეგაც არავის შეუძლია ხმის ამოღება.


და მიუხედავად იმისა, რომ ასეთი საქციელი დასაგმობია, დუარტე ანადგურებს ქვეყანაში საზოგადოებრივ მორალს.


ასე მაგალითად ღიად გამოცხადდა მედიაში, რომ ქალებს პოლიციაში აიყვანეს მათი გარეგნობის მიხედვით, რათა კაცები გზაჯვარედინზე მათ შეჰყურებდნენ, თუმცა ეს საკმაოდ დამამცირებელია.


საზოგადოება ჯიუტად დგას არასწორ გზაზე და ახლა, როცა პრეზიდენტი შეიცვალა, ფილიპინების საზოგადოება ამ „შედეგებს" კვლავ იმკის და მის გამოსწორებას ჯერჯერობით არავინ აპირებს.

0
79
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
79
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0