x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
ყატარში მსოფლიო ჩემპიონატზე ლუდის აკრძალვამ გულშემატკივრებში პროტესტი გამოიწვია
image

Budweiser-ის დედა კომპანია, AB InBev-ი პირველად გააქტიურდა მას შემდეგ, რაც ფიფამ გააკეთა შოკისმომგვრელი განცხადება, რომ ყარატში მსოფლიო ჩემპიონატზე, სტადიონებზე ლუდის გაყიდვები აიკრძალება.



Anheuser-Busch InBev, რომელიც ფლობს ათობით ლუდის ბრენდს, მათ შორის Bud-ს, განაცხადა, რომ ის კვლავ მოუთმენლად ელის " აღინიშნოს ფეხბურთი საკუთარ მომხმარებლებთან ერთად", მაგრამ ზოგიერთის გაყიდვები ვერ გაგრძელდება "ჩვენს კონტროლის მიღმა არსებული გარემოებების გამო".


Budweiser-ის მოკლე, ლაკონური განცხადება გამოქვეყნდა ამ ამბიდან რამდენიმე საათის შემდეგ Twitter-ზე "ნუ, ეს სამარცხვინოა..." მოგვიანებით პოსტი წაშალეს.


image

კომპანიას 75 მილიონი დოლარის ღირებულების გარიგებაა აქვს დადებული "ფიფასთან". ჯერჯეორბით საუბარი არ არის სამართლებლივ საჩივარზე, რომელიც კომპანიამ შესაძლოა წამოიწყოს როგორც "ფიფას", ასევე დოჰას წინააღმდეგ. კონტრაქტის მიხედვით, ისინი პირობას იძლეოდნენ, რომ „პატივს სცემდნენ" ფიფას სპონსორებს.


ყატარი ტიპიურად არამსმელი ქვეყანაა, სადაც ტურისტებს მხოლოდ ლიცენზირებულ სასტუმროებსა თუ რესტორნებში შეუძლიათ ალკოჰოლის შეძენა ან მოხმარება.


მსოფლიო ჩემპიონატზე გამონაკლისი იყო დაშვებული; გულშემატკივრებს შეეძლოთ ლუდის ყიდვა სპეციალურ „ფან ზონებში“ ან სტადიონის დარბაზებში. მაგრამ ეს გარიგება ჩაკვდა - გავრცელებული ინფორმაციით, ყატარის სამეფო ოჯახის ზეწოლის შედეგად - რაც იმას ნიშნავს, რომ ლუდის გაყიდვა შესაძლებელია მხოლოდ "ფან ზონებში". კათხა ეღირება 12 ფუნტი, ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ გარკვეულ დროს და თითოეული ადამიანს ექნება შეზღუდული რაოდენობა- მაქსიმუმ 4 კათხა, რათა არ დათვრეს.


გულშემატკივრებმა აკრძალვაზე ინფორმაცია ბრაზით და გულისწყრომით გამოხატეს. ინგლისის 25 წლის ფანმა ალექს ტოდმა მას "სიგიჟე" უწოდა. "რატომ იმართება აქ მსოფლიო ჩემპიონატი, როცა შენ გართმევენ ძირითად სიამოვნებას, " წუხს ის.


გერმანელმა გულშემატკივარმა, 30 წლის დანიელ შვესტკამ დიუსელდორფიდან, თქვა: "ფეხბურთი ლუდის გარეშე არ არის ფეხბურთი".


ბრაიან დევიდსონი, ყატარში პირველმა გულშემატკივარი აღმოჩნდა, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატის ოფიციალური ლუდი დალია, თქვა: „განადგურებული ვარ, აზრი არ აქვს. მატჩის დორს ლუდის დალევაში რა არის ცუდი?


თუმცა აღმოჩდნენ ისეთები, რომელბმაც აღნიშნეს, რომ სადაც ხარ, იქაური ქუდი უნდა დაიხურო:


"ეს აქაური ჩვეულებაა და თქვენ უნდა მიიღოთ იგი. ”-აღნიშნა კევინ ჰოლმა.

0
42
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
42
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0