x
image
თორ ნიკე
ენოქის წიგნი (ნაწილი მეორე)
ენოქის წიგნი (ნაწილი მეორე)


ენოქის წიგნის პირველი ნაწილი შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე: ენოქის წიგნი - ნაწილი პირველი.


თავი VII


მოიყვანეს ცოლები და თითოეულმა მათგანმა შეარჩია თითო ქალი და დაიწყეს მათთან სიარული და შეერთება. ასწავლეს მათ ჯადოსნობა და შელოცვები და აჩვენეს მათ ფესვებისა და ხეების გადაჭრა. ამ ქალებს ჩაესახათ და შვეს გოლიათები, რომელთა სიმაღლე სამი ათასი იდაყვის სიგრძე იყო. მათ შთანთქეს ადამიანთა მონაპოვარი და ადამიანებს უკვე აღარ შეეძლოთ მათი გამოკვება. გოლიათები ადამიანთა წინააღმდეგ აღიძრნენ რომ შთაენთქათ ისინი და შესცოდეს მათ ფრინველთა და ცხოველთა, ქვეწარმავალთა და თევზთა წინაშე და დაიწყეს ერთმანეთის ხორცის ჭამა და სისხლის სმა. დედამიწა კი ჩიოდა უღირსთა გამო.


ენოქის წიგნი



თავი VIII



აზაზელმა ასწავლა ხალხს დამზადება ხმლებისა და დანების. ფარებისა და აბჯრის და ასწავლა მათ იმის დანახვა, რაც იყო მათ უკან. ასწავლა მათ ხელოვნება სამაჯურების და მორთულობის შესაქმნელად. ასწავლა მათ დამზადება გამათეთრებლისა და ფერუმარილისა, წარბთა მოკაზმულობისა და ძვირფასი ქვებით მორთვისა, დამზადება ყოველგვარი ფერადი საღებავისა. შეიცვალა სამყარო და გაჩნდა დიდი უღირსობა და მრავალი არასაჭიროება. ადამიანებმა შესცოდეს და შეირყვნა მათი ყოველი გზა.


ამეზარაკელმა ასწავლა ხალხს ყოველგვარი შელოცვა და ფესვთა ჭრა.

არმაროსმა - შელოცვისგან გათავისუფლება.

ბარაკაელმა - ვარსკვლავებზე დაკვირვება.

კოკაბიელმა - რაიმეს მომასწავებელი ნიშნების გარჩევა

ეზეკეელმა - ცოდნა ღრუბლების შესახებ

თამიელმა - ასტროლოგიური სწავლება

ასტრადელმა - მთვარის მოძრაობა

და შემდეგ ადამიანები დაეცნენ. მათი ტირილის ხმა კი ზეცას მისწვდა.


გიგანტი - მეთვალყურეთა შვილი




თავი IX


გადმოიხედეს ზეციდან მიქაელმა, გაბრიელმა, სურიელმა, ურიელმა და დაინახეს უამრავი სისხლი, რომელიც იღვრებოდა მიწაზე და ხდებოდა ყოველგვარი უსამართლობა და უთხრეს მათ: ადამიანთა ხმამ ზეცის კარიბჭემდე მოაღწია განადგურებული მიწიდან. და ახლა, წმინდანნო ზეცის, შეგთხოვენ ადამიანთა სულები: "უპასუხეთ ჩვენს უკმაყოფილებას უზენაესნო". და მათ უთხრეს თავიანთ უფალს, მეფეს: "უფალთა უფალო, ღმერთთა ღმერთო, მეფეთა მეფევ... შენი ბრწყინვალე სამეფო ტახტი არსებობს ყოველ თაობაში, დალოცვილი და ქებულია იგი. შენ შექმენი ყველაფერი და შენი ძალა ვრცელდება ყოველივეზე. ცნობილია შენთვის ყველაფერი და შენ წინაშე გახსნილია ყოველი საიდუმლო და შენ ხედავ ყველაფერს და არაფერია დამალული შენთვის. შეხედე, რა ჩაიდინა აზაზელმა, როგორ ასწავლა დედამიწაზე ყოველგვარ უღირსს და გაუხსნა სამყაროს ცათა მარადიული საიდუმლობანი. და სემიაზამ, რომელსაც შენ უბოძე ძალაუფლება, რათა მართავდეს თანამძრახველთ, გაუმხილა მათ შელოცვები. და ერთად მივიდნენ მცველნი ადამიანთა ქალიშვილებთან და მათთან დაწვნენ. გახდნენ უწმინდურნი და გავრცელდა მათზე ცოდვა. ქალებმა კი შვეს გოლიათები და მათ გამო დედამიწა აივსო სისხლითა და უსამართლობით. ახლა განშორებული სულები ტირიან და ჩივიან და მათმა კვნესამ ზეცის კარიბჭემდე ამოაღწია, მათ აღარ ძალუძთ გაქცევა უღირსობისგან, რომელიც დედამიწაზეა ჩადენილი. შენ იცი ეს ყოველივე, და იცოდი ეს სანამ ეს მოხდებოდა, ყოველივე ცნობილია შენთვის, რაც მათ შეეხებათ, მაგრამ არაფერი გვითხარი ჩვენ. რა უნდა ვუყოთ ახლა მათ ამის გამო?


ენოქის წიგნი




თავი X


მაშინ კი თქვა უმაღლესმა, დიდებულმა და წმინდამ და ურიელი წარგზავნა ლამექის ვაჟთან და უთხრა მას: "გადაეცით მათ ჩემი სახელით: დაიმალეთ! და განუცხადე მას მოსალოდნელი აღსასრულის შესახებ, რადგან დაიღუპება მთელი დედამიწა! წყალდიდობა მოევლინება მიწას და რაც მასზეა - დაიღუპება. ახლა კი მიუთითე მას, რომ გაიქცეს რომ მისი თესლი გადარჩეს დედამიწისთვის.


და განუცხადა ღმერთმა რაფაელს: შეუკარი აზაზელს ხელ-ფეხი და წაიყვანე წყვდიადში. გახსენი ხვრელი იმ უდაბნოში, რომელიც დუდაელშია და ჩაუშვი იგი იქ, რომ სამუდამოდ იქ დარჩეს. დაუფარე სახე, რომ ვერ შეძლოს სინათლის ხილვა. და განკითხვის დიდებულ დღეს ჩაგდებული იქნება იგი ცეცხლში. შემდეგ აღადგინე დედამიწა, რომელიც ანგელოზებმა დაანგრიეს და აცნობე მათ, რომ მე აღვადგინე დედამიწა. და არ დაიღუპება ადამიანთა ყოველი შვილი იმ ცოდნის გამო, რაც მეთვალყურეებმა ასწავლეს თავიანთ შვილებს.

მთელი დედამიწა დაინგრა აზაზელის სწავლების გამო და ყველა ცოდვა მას მიაწერე.


რაფაელი


გაბრიელს კი უთხრა ღმერთმა: "წადი უკანონო შვილთა, უქორწინოდ შობილთა და უწმინდური შეერთების შვილთა წინააღმდეგ და გაანადგურე უქორწინოდ შობილი შვილები და მეთვალყურეთა შვილები ადამიანთა შორის. გამოიყვანე ისინი და გაუშვი, რომ მათ თავად გაანადგურონ ერთმანეთი ბრძოლაში, რადგან მათ არ უნდა იცხოვრონ ხანგრძლივი ცხოვრებით. ისინი შეგთხოვენ თქვენ შეწყალებას, მაგრამ მათი მამებისგან პატივისცემას ვერ დაიმსახურებენ. მათ ექნებათ მარადიული ცხოვრების იმედი და იმიდეი იმისა, რომ ყოველი მათგანი ხუთას წელს იცოცხლებს."


გაბრიელი


მიქაელს კი უთხრა ღმერთმა: "აცნობე სამიაზას და მასთან ერთად სხვებს, რომლენიც შეუერთდნენ ქალებს, რომ მათთან ერთად წაებილწათ თავი ყოველი უწმინდორობით... როდესაც მათი ყველა შვილი ერთმანეთს დახოცავს, და როდესაც ისინი დაინახავენ თავიანთი საყვარელი ადამიანების განადგურებას, შეკარი ისინი მიწის მთების ქვეშ, სამოცდაათი თაობით იმ დრომდე, სანამ არ დადგება დღე მათი განკითხვისა და განადგურების. სანამ არ არესრულება უკანასკნელი სასამართლო მთელს უწმინდურებაზე და იმ დღეს მათ ჩაყრიან ცეცხლოვან უფსკრულში ტალჯვისათვის. მარადიულად იქნებიან გამოკეტილნი საპყრობილეში და შემდეგ სამიაზა დაიწვება და მათთან ერთად დაიღუპება. ისინი დაკავშირებულნი იქნებიან ერთმანეთთან თაობების დასასრულამდე. გაანადგურე ვნების ყოველი სული და შვილები მეთვალყურეთა. ვინაიდან ისინი შეცდნენ ადამიანთა წინაშე. აღგავე ყოველი ბოროტი პირისაგან მიწისა, და ყოველგვარი ბოროტება შეწყვეტს არსებობას. გამოიღებს ხე სამართლიანობის ნაყოფს და ყველაფერი იქნება დალოცვილი, სამართლიანი და სიმართლე დანერგავს სიხარულს საუკუნოდ.


მიქაელი


და მერე მართალნი იქნებიან თავმდაბალნი და იცხოვრებენ მანამ, სანამ არ შობენ ათას შვილს, ხოლო ახალგაზრდობის ყოველ დღეს ისინი სიმშვიდით აღასრულებენ. ამ დღეებში მთელი დედამიწა დამუშავებული იქნება მართალთა მიერ და დაირგვება ხეები. აღივსება ყოველივე მადლით, ყოველგვარ საამურ ხეს დარგავენ და დარგავენ ვაზებს. და მასზე დარგული ვაზი უვხ ნაყოფს გამოიღებს. თითოეული თესლისგან, რომელსაც დათესავენ ათასგზის მიიღებენ მოსავალს. და თითოეული ზეთისხილისგან ათ ჭურჭელ ზეთს მიიღებენ. შენ კი განწმინდე მიწა ყოველგვარი ბოროტებისგან, უსამართლობის, ცოდვებისა და უწმინდურობისგან, რომელიც მიწაზე ხდება.

ადამიანის ყოველი შვილი უნდა იყოს მართალი და ყოველი ერი მე მემსახურებოდეს, მადიდებდეს და მეთაყვანებოდეს! დედამიწა განიწმინდება ყოვეგვარი ხრწნის, ცოდვების, რისხვისა და ტანჯვისაგან და მე სამუდამოდ აღარ მოვუვლენ წყალდიდობას არცერთ თაობას.


ენოქის წიგნი




თავი XI


იმ დღეებში მე გავხსნი ნეტართა საგანძურს, რომელიც ზეცაშია და გამოვგზავნი მას, დედამიწაზე, ადამიანთა შვილების მუშაობისთვისა და შრომისთვის. მშვიდობა და სიმართლე გაერთიანდება მარადიულობის ყოველი დღისა და მარადიულობის ყოველი თაობისათვის.



თავი XII


სანამ ეს მოხდებოდა, ენოქი დამალული იყო და არცერთმა ადამიანის შვილმა არ იცოდა თუ სად დაიმალა იგი, სად იყო ან რა მოუვიდა. ყოველი მისი საქმე კი რაც მთელი მისი ცხოვრების მანძილზე ჰქონდა ჩადენილი, იყო წმინდასა და მეთვალყურეთა წინაშე.

და მე, ენოქმა, დავლოცე დიდებული ღმერთი და მარადისობის მეუფე. მეთვალყურეებმა მიწოდეს მე ენოქ გადამწერი და მითხრეს: "ენოქ, მართალთა გადამწერო, წადი და შეატყობინე ზეციურ ზედამხედველებს, რომელთაც დატოვეს ზეცა, წმინდა და მარადიული სამყოფელი, შეიბილწნენ ქალებთან და მოიქცნენ, როგორც ადამიანთა შვილები, შეირთეს ცოლები, სრულიად შეირყნენ მიწაზე, რომ იცოდნენ - ისინი დედამიწაზე ვერასოდეს მოიპოვებენ ვერც სიმშვიდეს, ვერც მათი ცოდვების შენდობას, რადგან ისინი ვერ იხარებენ თავიანთი შვილებით. საყვარელ ადამიანთა სისხლისღვრას იხილავენ ისინი, თავიანთი შვილების დაღუპვის გამო იტირებენ და მარადიულად ითხოვენ შენდობას, მაგრამ ისინი ვერ მოიპოვებენ ვერც წყალობას და ვერც მშვიდობას."


გაგრძელება იქნება....




კრებულები:


1. ქართველური ტომები

2. ქართული სახელმწიფოები

3. კავკასიური კულტურები

4. ქართული მითოლოგია

5. საქართველო

6. საქართველო (ნაწილი II)

7. ნაციზმი

8. ჰიტლერი

9. მეცნიერება

10. რელიგია

11. პარანორმალი



ავტორი: თორნიკე ფხალაძე


0
668
1-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
668
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0