მოგზაურობა 12 რამ, რაც ფრენის წინ არ უნდა გააკეთოთ 2019, 19 სექტემბერი, 13:03 მაშინაც თუ არ გეშინიათ, ფრენა მაინც ყოველთვის სტრესული სიტუაცია. ყველაფერი წინასწარ უნდა გათვალოთ, ჩემოდანი სწორად ჩაალაგოთ, აეროპორტში დროულად მიხვიდეთ და ფრენის წინ ყველა „პროცედურა“ გაიაროთ. იმდენად ბევრი რამ არის გასაკეთებელი, რომ ზოგჯერ გამოცდილ მოგზაურებს თავბრუ ეხვევათ.
გთავაზობთ შეცდომების სიას, რომელიც ფრენის წინ არ უნდა დაუშვათ. 1.დოკუმენტების პატარა ჩანთაში მოთავსება ზოგიერთი მოგზაური დოკუმენტებს და ფულს პატარა ჩანთაში ალაგებს, რომ ყველაფერი ხელთ ჰქონდეს. თუმცა რაც უფრო ბევრი ჩემოდანი და ხელის ჩანთა გაქვთ, ყველაფრის გაკონტროლება ბევრად უფრო გაგიჭირდებათ. პატარა, შეუმჩნეველი ჩანთა შეიძლება სკამზე დაგრჩეთ. პასპორტი სჯობს ტანსაცმლის ჯიბეში ჩაიდოთ, რომელიც გაცვიათ, ფული კი რამდენიმე ნაწილად დაყოთ და სხვადასხვა ადგილას შეინახოთ. 2.წინასწარ არ არკვევთ, თუ აეროპორტში როგორ მიხვიდეთ ავტობუსის იმედით, ქალაქის ტრანსპორტის გეგმის წინასწარ გაგებას არ ცდილობთ. ზოგჯერ, ღამის რეისები არაა, ამიტომ ავტობუსები შეიძლება არც მოვიდნენ და აეროპორტში დაგაგვიანდეთ. სწორედ ამიტომ, სჯობს წინასწარ გაარკვიოთ, თუ რა გზებით შეიძლება აეროპორტში მისვლა. 3.დროის არასწორად გათვლა დაუწერელი კანონით აეროპორტში გაფრენამდე 2-3 საათით ადრე უნდა მიხვიდეთ. თუმცა ზოგჯერ ეს საკმაოდ დიდი დროა და ლოდინი საკმაოდ მოსაწყენია. ამასთან, თუ ყველაფრის ბოლო წუთს გაკეთება გიყვართ, შეიძლება დაგაგვიანდეთ. თუ დროის მენეჯმენტის პრობლემა გაქვთ, ყურადღება ფრენის ორგანიზაციის აპლიკაციებს მიაქციეთ. მათი დახმარებით რეისის გახსნის შესახებ გაიგებთ და აეროპორტში ფრენამდე 1, 5 საათით ადრე მიხვალთ. ასე ნამდვილად ყველაფერს მოასწრებთ, განსაკუთრებით მაშინ, თუ რეგისტრაციას წინასწარ გაივლით. 4.ფრენის რეგისტრაციას ონლაინ არ აკეთებთ ონლაინ რეგისტრაციას ბევრი ავიაკომპანია გვთავაზობს, რადგან მათთვის ნაკლები თანამშრომლის აეროპორტში ყოფნა მომგებიანია. სწორედ ამიტომ, ზოგიერთი ავიაკომპანია არა მხოლოდ ასეთ ქმედებას მხარს უჭერს, არამედ მგზავრებს, რომლებიც ონლაინ არ დარეგისტრირდნენ, „აჯარიმებენ“. 5.ღამის აეროპორტში გატარება ყველაზე ცუდი რამ, რაც ტურისტს შეიძლება თავში მოუვიდეს. აეროპორტების უმეტესობას ღამის გასათევი ადგილი არ აქვს - მხოლოდ უხეში სკამები. ასეთ პირობებში მოდუნება და სრულყოფილად დასვენება არა რეალურია. მეორე დღე ცხოვრებიდან შეგიძლიათ ამოიღოთ. თუ საკუთარ ჩემოდანზე ძილი არ გიზიდავთ, ბიზნესს დარბაზის მუშაობის გრაფიკი წინასწარ გაარკვიეთ. ზოგჯერ იქ ვიზიტი სადილობის ფასს არ აღემატება. 6. ჩემოდნის ასაწონად ფულის გადახდა სასურველია, რომ ჩემოდნის წონის შესახებ გაფრენამდე იცოდეთ. თუ არა გადაჭარბების გამო ჯარიმის გადახდა ან ბოლო წამს ზედმეტი ნივთის ხელბარგში გადატანა მოგიწევთ. თუ ჩემოდნის წინასწარ აწონვის საშუალება არ გაქვთ, ამის გაკეთება ადგილზე მოგიწევთ. აეროპორტებში სასწორებს იპოვით, სადაც სერვისისთვის საკმაოდ ბევრ ფულს მოგთხოვენ. თქვენ შეგიძლიათ სარეგისტრაციო მაგიდასთან მიხვიდეთ და ჩემოდანი სრულად უფასოდ აწონოთ. 7. ჩემოდნის შეფუთვა ჩემოდნის შეფუთვის შემდეგ ბევრი მოგზაური აღმოაჩენს, რომ ჩემოდნის წონა გადაჭარბებულია ან შიგნით საჭირო ნივთი, მაგალითად პასპორტი დარჩათ. ამ დროს მისი გახსნა მოგიწევთ და გამოდის, რომ ფული ჰაერზე გადაყარეთ. ამ შემთხვევაში სჯობს მრავალჯერადი ჩემოდნის დამცავი შეიძინოთ. 8. პირველ ორ რიგში ადგილის დაკავება როგორც წესი, მგზავრები პირველ ორ რიგს აწყდებიან და იქ ყოველთვის ალიაქოთი იქმნება. უფრო შორს წასვლა სცადეთ და ნახავთ, რომ შემდეგ რიგებში უფრო ნაკლები ხალხია. კიდევ ერთი შეცდომა, რომელსაც შემოწმების დროს უშვებენ. საქმე პატარა აქსესუარებს და მოწყობილობებს ეხება. ჩვეულებრივ მათ ყუთის ძირში აწყობენ, ზემოდან კი ქურთუკს აფარებენ. ასე რისკავთ, რომ გარდერობის ნივთი დაგავიწყდეთ. მათთვის ცალკე ყუთი აიღეთ. 9. ხელჩანთაში თხევადი ნივთების წაღების შესახებ წესის დავიწყება თითქოს ყველა გამოცდილმა მოგზაურმა იცის, რომ ხელჩანთაში 100-ზე მეტი მოცულობის სითხის წაღება არ შეიძლება. თუმცა ამასთან დაკავშირებით მუდმივად პრობლემები იქმნება. ამ დროს ყველა ელოდება, ეს გულმავიწყი მგზავრი პრობლემას როდის მოაგვარებს. ხელჩანთაში 100 მლ მოცულობის ფლაკონის ჩადება შეგიძლიათ, ჯამში კი 1 ლიტრს არ უნდა აღემატებოდეს. თითოეული გამჭვირვალე სპეციალურ პაკეტში უნდა იყოს მოთავსებული. 10. შემოწმების შემდეგ მოდუნება ბარგის გაფორმების, შემოწმების და პასპორტის კონტროლის შემდეგ შეიძლება სასიამოვნო გრძნობა გაგიჩნდეთ. თუმცა ამის გამო Duty Free-ში საყიდლებზე გადაშვება არ ღირს. სწორი ტაქტიკა - თქვენი გასასვლელი წინასწარ იპოვეთ და მასთან მიდით. გასასვლელის გვერდით დაფაზე თქვენი გასვლის დრო იქნება მითითებული. მაშინაც კი, თუ გასასვლელს იპოვით, პერიოდულად შეამოწმეთ, რაიმე ხომ არ შეიცვალა. 11. უჩვეულო საკვების გასინჯვა საზღვარგარეთ ყოფნისას ადგილობრივი სამზარეულოს გასინჯვას ყველა ცდილობს. თუმცა ეგზოტიკური კერძებით გართობა გაფრენის წინ არ ღირს. უცნობია, ორგანიზმი უჩვეულო კერძებზე რა რეაგირებას მოახდენს. კუჭის აშლილობა არა მხოლოდ მოგზაურობას გაგიფუჭებთ, არამედ შეიძლება ჯანმრთელობას სერიოზული ზიანი მიაყენოს. 12. პანიკა მაშინაც კი, თუ რაღაც ისე არ მოხდა, მაგალითად, თქვენი რეისი გადაიდო, ან საერთოდ გააუქმეს, დაიკარგეთ ან პასპორტი დაკარგოთ, პანიკა სიტუაციას მხოლოდ გააუარესებს. ღრმად ჩაისუნთქეთ და დახმარებისთვის ავიაკომპანიის ან აეროპორტის თანამშრომელს მიმართეთ. ისინი დაგეხმარებიან. ასევე დაგაინტერესებთ: რომელ ადგილებს არ უნდა შეეხოთ თვითმფრინავში? მოგზაურ-ბლოგერი ნებისმიერ ქვეყანაში იაფად მოგზაურობის საიდუმლოს გიზიარებთ ისინი ყოველდღე ფანჯრიდან ახალ პეიზაჟს ხედავენ და დღეებს არ ითვლიან: რატომ მოგზაურობენ ადამიანები ფურგონებით ხელის პირსახოცს არ შეეხოთ. სასტუმროს საიდუმლოებები, რომელთა შესახებ უნდა იცოდეთ 18 რამ რისი გაკეთებაც სხვა ქვეყანაში მოგზაურობის დროს არ ღირს მოგზაურობაში მაცივრის მაგნიტი წაიღეთ! სასტუმროში დაგჭირდებათ 100 იდეა მოგზაურობისთვის, რომლებიც ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა გამოსცადოთ
უფრო მეტი კი იხილეთ აქ: Yoona-ს არხი
796 1-ს მოსწონს |