მოგზაურობა ისინი ყოველდღე ფანჯრიდან ახალ პეიზაჟს ხედავენ და დღეებს არ ითვლიან: რატომ მოგზაურობენ ადამიანები ფურგონებით 2019, 22 ივლისი, 18:17 ადამიანს არაფერი არ ამდიდრებს ისე, როგორც მოგზაურობა. სხვადასხვა კულტურის და ისტორიის შესწავლა, ადამიანების გაცნობა და ლამაზი ბუნების დათვალიერება უდაოდ საუკეთესოა, ვიდრე ოთხ კედელშუა გამომწყვდევა. როგორი მაცდურიც არ უნდა იყოს გზაზე ცხოვრება, ყველაზე დიდი თავგადასავლების მოყვარულებსაც კი ზოგჯერ საკუთარი სახლი ენატრებათ.
სახლი მთელი თავისი უპირატესობით, როგორიცაა ცხელი შხაპი და დედის მიერ მომზადებული კერძები. ეს თითოეული ადამიანის კომფორტის ზონაა. როცა ადამიანები სამოგზაუროდ მიდიან, ისინი ამ უსაფრთხო გრძნობიდან შეიძლება ათასობით კილომეტრით დაშორებულნი იყვნენ.
და რა უნდა გააკეთოთ, თუ ორივე მხრიდან საუკეთესოს აღება გსურთ - სახლის მყუდროების და უსასრულო მოგზაურობის? ამ შემთხვევაში ერთი გადაწყვეტილება არსებობს და ამას „ფურგონში ცხოვრება“ ჰქვია. სახლი ბორბლებზე თავგადასავლების ბევრი მოყვარული ძველ ავტომობილებს (ავტობუსი ან ფურგონი) იყენებს, მას პატარა სახლად აქცევენ, რომელიც ყველა აუცილებელი პირობით არის აღჭურვილი. მათ შორის რბილი საძინებლით, პატარა სამზარეულოთი, საშხაპით და ტუალეტით. ასეთი ტრანსპორტის მფლობელობა სახლის მონატრებას მოგაშორებთ და გარშემო სამყაროს სილამაზით ტკბობის საშუალებას მოგცემთ. მოგზაურობა ოთხფეხა მეგობრებით სად ხედავთ საკუთარ თავს მომავალი 2 წლის შემდეგ? კომფორტული ფურგონი შინაურ ცხოველებთან ერთად დედამიწის სხვადასხვა კუთხეში მოგზაურობის საშუალებას გაძლევთ. დამეთანხმეთ, არაფერია იმაზე უკეთესი, ვიდრე ფურგონის უკანა კარიდან მთის ულამაზესი პეიზაჟებით ტკბობა. შთამაგონებელი სურათები მთებში გაღვიძება გასაოცარი გრძნობაა. განსაკუთრებით მაშინ, როცა საკუთარ რბილ ლოგინში იღვიძებთ. მექსიკა უბრალოდ ზღაპრული ადგილია! მაქსიმალური ჰარმონია ბუნებასთან. „უბრალოდ წიგნს ვკითხულობდი, როცა ტბის პირას ეს მეგობარი შევნიშნე“ - წერს მოგზაური. დღეები არ დაითვალოთ. ისე გააკეთეთ, რომ ყოველი დღე რაღაცას ნიშნავდეს. რა თქმა უნდა, ასე ცხოვრებას თავისი ნაკლიც აქვს. მაგ., ყველა ფურგონს საშხაპე და ტუალეტი არ აქვს. თუ ავტომობილში საშხაპის დამონტაჟება შეძელით, გახსოვდეთ, რომ საშხაპედ სუფთა წყლის ავსება ყოველთვის მოგიწევთ. ასევე დაგაინტერესებთ: 14 ყველაზე უცნაური სახლი მსოფლიოში, სადაც ადამიანები ნამდვილად ცხოვრობენ საგრაფო დევონშირი - ყველაზე ზღაპრული, მაგრამ რეალური ადგილი დედამიწაზე ეს სახლი 500 წლისაა. შიგნიდან ნახვისას მეტყველების უნარს დაკარგავთ ამ შესანიშნავ იტალიურ ქალაქში მხოლოდ 12 ადამიანი ცხოვრობს...უბრალოდ მშვენიერია 24 წარმოუდგენელი სასტუმრო, სადაც მოხვედრას ახლავე ისურვებდით მოგზაურ-ბლოგერი ნებისმიერ ქვეყანაში იაფად მოგზაურობის საიდუმლოს გიზიარებთ რომელ ადგილებს არ უნდა შეეხოთ თვითმფრინავში?
უფრო მეტი კი იხილეთ აქ: Yoona-ს არხი
169 1-ს მოსწონს |