x
image
თორ ნიკე
საჰარას უდაბნო დაკარგულ ცივილიზაციას მალავს
საჰარას უდაბნო დაკარგულ ცივილიზაციას მალავს


საჰარას უდაბნო მოიცავს თითქმის იმავე ტერიტორიას, რასაც ამერიკის შეერთებული შტატები. საჰარას უდაბნო ფართობით 9, 200, 000 კვადრატული კილომეტრია, ხოლო აშშ - 9, 833, 000 კვ. კმ. ბოლო გამყინვარების დასრულების შემდგომ, ძვ.წ. 9700 წლისთვის საჰარას უდაბნო ისეთივე დაუსახლებელი და აუტანელი საცხოვრებელი პირობების იყო, როგორიც დღესაა. მაგრამ სწორედ ამ პერიოდიდან დაიწყო დიდი წვიმიანი პერიოდი და ძვ.წ. 8500 წლისთვის საჰარას ტერიტორია ნამდვილ სამოთხედ გადაიქცა. საჰარას ეს ყვავების პერიოდი რამდენიმე ათასწლეულის განმავლობაში გრძელდებოდა. როდესაც ნილოსის ველებზე მყოფმა ხალხის დიდმა ნაწილმა ძვ.წ. 8500 წლიდან მოყოლებული შენიშნა ამგვარი ცვლილებები ამდენად დიდ ტერიტორიაზე, მათ სიხარულით დაიწყეს ახალი სამოსახლო ტერიტორიების ათვისება და მასზე განსახლება. გამრავლდნენ და ჩამოაყალიბეს ახალი კულტურები. ამ პერიოდში აქ დაწყო ბინადრობა ადამიანთან ერთად ასევე ფლორისა და ფაუნის უამრავმა წარმომადგენელმა. საჰარაში ცხოვრება ჩქეფდა, გაჩნდა როგორც სავანა და დაუსრულებლად გადაჭიმული მინდვრები, სადაც ხალხმა გაიჩინა საქონელი, თხები, ცხვრები და ა.შ, ასევე ტროპიკები.


საჰარას უდაბნოს და აშშ-ს ზომის შედარება


აქ ბინადრობდნენ ჟირაფები, მარტორქები, სპილოები, ბეჰემოთები, ნიანგები და ზოგიერთი საკვებად გამოსადეგი თევზი იზრდებოდა 2 მეტრზე დიდი. საჰარას ტერიტორია ტბებითა და მდინარეებით გაივსო. ერთ-ერთი უდიდესი მდინარე იყო ვადი ჰოვარი, რომელიც საჰარადან ამარაგებდა მდინარე ნილოსს. ასეთი კარგი კლიმატი საჰარაში გაგრძელდა ძვ.წ. 8500 წლიდან ძვ.წ. 3000 წლამდე. შემდეგ კი ის გაუდაბნოვდა და დაემსგავსა იმ ტერიტორიას, რასაც ახლა ვხედავთ. იქ განსახლებული მილიონობით ადამიანი, რომლებმაც დიდი ცივილიზაციები შექმნეს, ან დაიღუპა გადასახლებისას, გარშემო ხალხებს შეერია, ან აიყარა და ნილოსის დელტას დაუბრუნდა. სწორედ ამ პერიოდიდან იწყება ფარაონების პერიოდი ეგვიპტეში და პირველი ფარაონთა დინასტია, რომელიც არის ისტორიული პერიოდის და არა ლეგენდარული, სწორედ ძვ.წ. 3150 წლიდან იწყება (ადრეული დინასტიური პერიოდი - ძვ.წ. 3150-2686 წწ.).



საჰარას უდაბნო დაკარგულ ცივილიზაციას მალავს


საჰარას უდაბნო თავისი ქვიშის დიუნების ქვეშ უამრავ პროტოცივილიზაციას, ადრეულ კულტურას მალავს, შესაძლოა პირამიდებს, ტაძრებს, მუმიებს და უამრავ საიდუმლოს, რასაც მხოლოდ მომავლის არქეოლოგიური კვლევები მოჰფენს ნათელს. აქამდე კი საჰარას უდაბნოს არ ექცეოდა არქეოლოგების მხრიდან დიდი ყურადღება, ვინაიდან მიიჩნეოდა, რომ ის 3 მილიონი წლის წინ წარმოიშვა, სწორედ იმ დროს როცა პირველი ადამიანები (ჰომო - 46 ქრომოსომით) გაჩნდნენ დედამიწაზე და აქედან გამომდინარე ეგონათ, რომ არაფერი საინტერესო იქ არ შეიძლება ყოფილიყო.


წყარო: livescience.com "Sahara Desert was once lush and populated".



კრებულები:


1. ქართველური ტომები

2. ქართული სახელმწიფოები

3. კავკასიური კულტურები

4. ქართული მითოლოგია

5. საქართველო

6. საქართველო (ნაწილი მეორე)

7. ნაციზმი

8. ჰიტლერი

9. მეცნიერება

10. რელიგია

11. პარანორმალი


ავტორი: თორნიკე ფხალაძე


1
559
2-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
559
  
2021, 9 სექტემბერი, 5:04
დაახ. ძვ.წ. 80,000 წლიდან დედამიწაზე დაიწყო გამყინვარების ახალი ფაზა და დაახლოებით ძვ.წ. 43,000 წლისთვის დასრულდა. ამ დროიდან დაიწყო დათბობის ახალი ეპოქა. ამ დროიდან დედამიწაზე მასობრივად გამრავლდა ადამიანიც. ასეთი კარგი პერიოდი გაგრძელდა დაახლოებით ძვ.წ. 23,000 წლამდე. ამ დროიდან დედამიწაზე ისევ მკვეთრად აირია კლიმატი და გამყინვარება ახალ ფაზაში გადავიდა, რაც გაგრძელდა დაახლოებით 12,000 წელი. ამ პერიოდში ოკეანის დონემ საგრძნობლად დაიწია, ხოლო ადამიანთა საცხოვრებელი არეალი ნაწილობრივ გადავიდა ოკეანისგან გამოთავისუფლებულ მიწებზე. ძვ.წ. 11,000 წლისთვის კი ეს გამყინვარებაც ერთბაშად და მკვეთრად დასრულდა. დამდნარი ყინულებისგან წარმოქმნილმა ნიაღვრებმა კი დატბორა მანამდე გამყინვარებისას ოკეანისგან გამოთავისუფლებული მიწები, ასევე დღევანდელი ტერიტორიების საკმაო ნაწილიც და საბოლოოდ დაიკავეს დღევანდელი გეოგრაფიული მდებარეობა და ზღვის დონე. სწორედ ამის შემდეგ დადგა ჩვენი ეპოქა.
სავარაუდოა, რომ განვითარებული ცივილიზაცია უნდა არსებულიყო ძვ.წ. 11,000 წლამდე პერიოდში იმ არეალებში, სადაც შედარებით კარგი კლიმატური პირობები იყო, სითბო იყო, მდინარეები და კარგი მცენარეულობა. ასეთი ადგილი მაგ პერიოდში იყო დღეს უკვე გაუდაბნოებული და გაპარტახებული ჩრდილოეთ აფრიკა და საჰარას ტერიტორია. სავარაუდოა, რომ საჰარაში ჩატარებული არქეოლოგიური სამუშაოების შემთხვევაში მივაგნებთ დაკარგული ცივილიზაციის ნაშთებს. შესაძლებელია ისიც, რომ საჰარას ტერიტორიაზე არსებული ცივილიზაციის მიერ არის აშენებული გიზას პირამიდებიც და სფინქსიც ძვ.წ. 11,000 წლამდე პერიოდში.
0 1 1