საბუნებისმეტყველო მსოფლიოში უძველესი ცხოველის დნმ, რომლის გაშიფვრაც სრულად მოხერხდა, დმანისიდანაა 2019, 12 სექტემბერი, 4:42 წამყვანმა სამეცნიერო ჟურნალმა "ბუნებამ" (Nature) 2019 წლის 11 სექტემბერს გამოაქვეყნა სტატია სათაურით: "Early pleistocene enamel proteome from dmanisi resolves Stephanorinus phylogeny". დმანისში არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილმა 1, 77 მილიონი წლის წინ "საქართველოში" მცხოვრებმა მარტორქამ სენსაცია მოახდინა, ვინაიდან მისმა კარგად შემონახულმა ნაშთებმა ასევე მსოფლიოში დღემდე აღმოჩენილ ნაშთებს შორის საუკეთესოდ შემოინახა დნმ სტრუქტურა, რის საფუძველზეც გენეტიკოსებმა სრულად გაშიფრეს ცილების პროტეინების თანამიმდევრობის ჯაჭვი, რაც მეცნიერთა თქმით, ნამდვლი გარღვევაა ბიომოლეკულურ კვლევებში, ვინაიდან ეს საშუალებას აძლევს მეცნიერებს, შეუდარებლად უკეთ აღადგინონ ბევრად ადრეული ეპოქების, ათობით და ასობით მილიონი წლის წინანდელი ევოლუციური სურათი, ვიდრე ეს დღემდე იყო შესაძლებელი. ასევე უფრო სიღრმისეულად და ზუსტად გამოიკვლიონ დანარჩენი ცხოველებისა და ადამიანის წინაპრების ისტორია. აქამდე უძველესი ცხოველის დნმ, რომლის გაშიფვრაც მოხერხდა, ცხოვრობდა 700 ათასი წლის წინ და იყო ჩრდილოეთ ამერიკული კანადაში მობინადრე ცხენი. ხოლო როგორც უკვე ვთქვით, "დმანისური მარტორქა" - "სტეფანორიუსი" ამ ნამარხს ბევრად უსწრებს სიძველით და 1.77 მილიონი წლის წინანდელია, ანუ 1 მილიონი წლით უფრო ძველი. კრებულები:1. ქართველური ტომები2. ქართული სახელმწიფოები3. კავკასიური კულტურები4. ქართული მითოლოგია5. საქართველო6. საქართველო (ნაწილი მეორე)7. ნაციზმი8. ჰიტლერი9. მეცნიერება10. რელიგია11. პარანორმალიავტორი: თორნიკე ფხალაძე434 1-ს მოსწონს
|