ფსიქოლოგია 5 ნიშანი იმისა, რომ ცხოვრებაში სწორ გზაზე დგახართ 2019, 8 სექტემბერი, 0:26
ჩვენ ყველანი დედამიწაზე კონკრეტული გამოცდილების ასაღებად მოსული ტურისტები ვართ თითქოს და "თრიფიც" წინასწარ გვაქვს დაგეგმილი. ჩვენ ყველას გვაქვს კონკრეტული მისია და კონკრეტული გზა, რომელსაც უნდა მივყვეთ. ეს გზა ინსტინქტურად ყველამ ვიცით, ზოგს ნიშნებიც კი არ სჭირდება ისე პოულობს მას, თუმცა უმეტესობას, ერთი ფეხის ამობრუნება ჰყოფნის, რომ გზას ასცდეს და მერე ინერციით მიჰყვება შეცდომით აღებულ გეზს. სხეული აპროტესტებს, იწყება შინაგანი კონფლიქტი და მერე ეს შინაგანი კონფლიქტი რომ შფოთვას, ნევროზს და ბოლოს დეპრესიას იწვევს, ალბათ უკვე იცით. როგორ უნდა მივხვდეთ, რომ სწორ გზაზე დგახართ? ფარული დეპრესიის 5 ნიშანი
იმის უპირველესი ნიშანი, რომ სწორ გზაზე დგახართ, სწორედ ეს არის: თქვენ საბნის ქვეშ კი აღარ ემალებით საკუთარ სიცოცხლეს, არამედ მისი ყოველი წუთის გამოყენება და მასში აქტიური მონაწილეობის მიღება გსურთ.
თუკი მუდამ დაძაბული, გაღიზიანებული ხართ და უბედურად გრძნობთ თავს, ეს ნიშნავს, რომ არასწორი მიმართულებით მოძრაობთ. ბევრი ამ ყველაფრით ავადდება კიდეც. ყველაფერი შინაგანი წონასწორობიდან მოდის. სწორ გზაზე ვინც დგას, სულიერად მშვიდად არის, არ აქვს შეგრძნება, რომ უაზროდ ცხოვრობს, რომ ამაოა ყველაფერი, რომ ცხოვრება მუხთალია…. მისი წყობილებიდან გამოყვანა, ფაქტობრივად, შეუძლებელია, ის ჰარმონიაშია საკუთარ თავთან და სამყაროსთან. მოკლედ, თუკი ცხოვრება მშვენიერია, ესე იგი თქვენ სწორ გზაზე დგახართ.
როდესაც თქვენ ცხოვრებისეული მისიის შესრულებას იწყებთ, სამყარო ყველანაირად ცდილობს თქვენს წახალისებას და საჩუქრებს გიგზავნით. ნელ-ნელა ყველაფერი ლაგდება. საჭირო დროს საჭირო ადამიანები გამოჩნდებიან ხოლმე, ზედმეტები ქრებიან, ხვდებით სიტუაციებში, ხალხში, სადაც სულიერად იზრდებით, გვარდება ჯანმრთელობის და ფინანსური პრობლემები. რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს, რომ ეს გზა ვარდებით მოფენილია, დაბრკოლებებიც გექნებათ, მაგრამ სამყაროს მხარდაჭერას აშკარად იგრძნობთ.
იყავი მხოლოდ შენი თავი, ყველა სხვა უკვე დაკავებულია - ოსკარ უაილდი
ასევე დაგაინტერესებთ:ჯანმრთელ ქალს გათხოვება არ სურს - ფსიქოლოგ ლაბკოვსკის 20 სკანდალური დასკვნასიღარიბის მშობელი მენტალიტეტია და არა ყოფა - 4 ნიშანი იმის, რომ მისი ფესვები ფსიქიკაშიაროგორ ვაიძულოთ ოცნებებს მატერიალიზება - მიზიდულობის კანონის 10 წესი9 ყველაზე გავრცელებული ფრაზა, რომლითაც შვილებს ფსიქიკას ვუმახინჯებთამერიკელი ფსიქოლოგების ტესტი შენი ხასიათის ძირითადი შტრიხების გასაცნობიერებლად5-წუთიანი ტესტი, რომელიც საკუთარ ქვეცნობიერთან გასაუბრების საშუალებას გაძლევთფსიქოლოგიური ტესტი - მოახერხებთ თუ არა თქვენი მიზნების ბოლომდე რეალიზებასამოირჩიე სახე, რომელიც ყველაზე მეტად გაღიზიანებს და გაიგე შენი ჩახშობილი მიდრეკილებების შესახებნახეთ სხვა საინტერესო სტატიები არხზე - მაია 24
სტატიის მომზადებისას, შესაბამისი ნებართვით, გამოყენებულია mental.ge-ს მასალები
1884 შეფასება არ არის
|