x
image
მაია 24
7 უმარტივესი ქმედება, რომელიც დადებითი კარმის დაგროვებაში დაგეხმარებათ
image


კარმა ალბათ ყველა თქვენგანმა იცის, რაც არის. იგი ერთგვარი ბუმერანგია - სამყაროში რასაც გაუშვებ, იგივე ბრუნდება. უფრო მარტივად კი რასაც დასთეს, იმას მოიმკი. ბევრს ჰგონია, რომ კარმა მხოლოდ შედეგ ცხოვრებაში იხსნება და ბრუნდება, ასეც ხდება, მაგრამ ეს სავალდებულო სულაც არ არის. ბუმერანგი ხშირად მაშინვე ბრუნდება, არსებობს მყისიერი კარმაც, როცა თქვენ დადებითი კარმის დაგროვებას იწყებთ, თქვენს ირგვლივაც ყველაფერი უკეთესობისკენ იცვლება. დადებითი კარმის დაგროვება არც ისე რთულია, იგი ძალიან მარტივად, უბრალოდ კეთილი განზრახვებით და ვიღაცისთვის ცხოვრების გამარტივებით გროვდება.


  • დაურეკეთ ან მისწერეთ იმ ადამიანს, ვინც თქვენთვის სულერთი არ არის

ჩვენ მხოლოდ მაშინ ვრეკავთ, ან ვურთიერთობთ ადამიანებთან, როცა რაღაც გვჭირდება. დაურეკეთ და მოიკითხეთ საყვარელი ადამიანები, ან ნაცნობები, რომელთა მიმართაც კეთილგანწყობილნი ვართ, განსაკუთრებით თუ იცით, რომ მათ მხარდაჭერა სჭირდებათ. ეს თქვენს განწყობასაც გააუმჯობესებს და იმ ადამიანის განწყობასაც, ვისაც ეკონტაქტებით. ყველას გვსურს, რომ ვუყვარდეთ და გვაფასებდნენ. ყველას გვსურს, რომ მნიშვნელოვნები ვიყოთ.


image


  • როცა იცით, რომ ვიღაცას უჭირს, მიაქციეთ ყურადღება


თქვენს მეგობარს, ნათესავს, ნაცნობს რამე პრობლემები აქვს? ავად არის? ტრავმა, სტრესი გადაიტანა უკანასკნელ ხანებში? გაუგზავნეთ ბარათი, დაუწერეთ სასიამოვნო პოსტი სოციალურ ქსელში ან კიდევ ყავით და შოკოლადებით ცოტა ხნით შეუარეთ. თქვენ შეიძლება ვერ ხვდებოდეთ, მაგრამ არ იცით, ამ პატარა ჟესტებს რამხელა მნიშვნელობა აქვს. როდესაც ცუდად ხარ და აღმოაჩენ, რომ ვიღაცას ახსოვხარ, ვიღაცისთვის მნიშვნელოვანი ხარ, ეს უდიდესი ბედნიერებაა და ამხელა ბედნიერების სხვისთვის მინიჭებაც დიდი ბედნიერებაა. თქვენ მას დიდ ენერგიას აძლევთ და სანაცვლოდაც იღებთ. კარმაში კიდევ ქულები გეწერებათ.


  • დაუთმეთ უცხო ადამიანებს

ბევრი ისე ვებმებით შეჯიბრში საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, თავადაც ვერ ვხვდებით. ერთი სული გვაქვს, როდის ჩავალთ ტრანსპორტიდან, როდის დავსხდებით გათავისუფლებულ ადგილზე, როდის მივაღწევთ სალაროსთან, ხანდახან ისე გვეჩქარება, კარიც შეიძლება მივუჯახუნოთ ცხვირწინ უკან ჩამომსვლელს. გაჩერდით, კარი დაიჭირეთ და თქვენ წინ გაატარეთ სხვები. დაუთმეთ და ნუ გაბრაზდებით თავხედობაზე, ნელ-ნელა შეამჩნევთ, რომ ადამიანები თქვენ ირგვლივ შეიცვლებიან. თქვენ ამით არამარტო სამყაროს შეცვლით უკეთესობისკენ, თავადაც ძალიან კარგ ქულებს ჩაიწერთ კარმის დავთარში.


image


  • თქვით "გთხოვთ", "მაპატიე", "გმადლობთ"

ადამიანებთან სწორად მოქცევა, მათი პატივისცემა (მნიშვნელობა არ აქვს, თქვენი შავი მუშა იქნება თუ ხელმძღვანელი), თავაზიანობა, დაფასება იმისა, რასაც თქვენთვის აკეთებენ, თუნდაც ფულს უხდიდეთ ამაში და მადლიერების გამოხატვა, თქვენს კარმაზე დადებითად აისახება. ნურასოდეს ჩათვლით ვინმეს ვალდებულად, რამდენიც არ უნდა გქონდეთ გაკეთებული მათთვის. რა თქმა უნდა, ეს თქვენს ყოველდღიურობად უნდა იქცეს.


  • იზრუნეთ გარემოს დაცვაზე

მოექეცით დედამიწას კარგად. ამ სასწაულ ქმნილებას, რომელმაც სიცოცხლისთვის ხელსაყრელი პირობები შეგვიქმნა და გვიქმნის, დაფასება და სიყვარული სჭირდება. არ მიიღოთ მონაწილეობა მის წინააღმდეგ საქმიანობაში, ნუ გააჩანაგებთ ფლორას და ფაუნას, ნუ დაანაგვიანებთ, მოუფრთხილდით მას, აჩვენეთ სამყაროს, რომ მის გუნდში ხართ. ის აუცილებლად დაგიფასებთ.


image


  • ეთამაშეთ ბავშვებს

ყოველდღე 10 წუთი მაინც გამოძებნეთ იმისთვის, რომ ბავშვებს ეთამაშოთ, მნიშვნელობა არ აქვს თქვენი იქნება, მეგობრის თუ მეზობლის, უბნის ბავშვები. საოცარია, მაგრამ უკანასკნელ ხანებში საკუთარი მშობლებიც კი აღარ აქცევენ საკმარის ყურადღებას მათ. ისინიც კი, ვინც მთელი დღე მათ გვერდით არიან, ტელევიზორით, ინტერნეტით, ტელეფონით გართული მექანიკურ და გაღიზიანებულ პასუხებს სცემენ. დაუთმეთ მათ დრო, ეთამაშეთ, აჩვენეთ, რომ სიყვარული და ურთიერთობა ძალიან მნიშვნელოვანია. ბავშვები ჩვენი პლანეტის მომავალია, ის მომავალი, რომელშიც თქვენმა შვილმა უნდა იცხოვროს, ასე რომ, ერთნაირად გაუფრთხილდით მათ - თქვენსას თუ სხვისას. მათ ძალიან სუფთა და ძლიერი ენერგეტიკა აქვთ და გვწმენდენ.


  • იზრუნეთ მოხუცებზე

თანამედროვე სამყაროში, მოხუცებიც ბავშვებივით უყურადღებოდ არიან. გინდათ კარგი სიბერე გქონდეთ? დაეხმარეთ მოხუცებს, მათ ძლაიან უჭირთ. ეს აუცილებლად დაგიფასდებათ. ელაპარაკეთ მათ, აზრი ჰკითხეთ, რჩევა ჰკითხეთ. ჰკითხეთ დახმარება ხომ არ სჭირდება. დაეხმარეთ გზაზე გადასვლაში, დაუთმეთ ადგილი, მიატანინეთ მძიმე ჩანთა სახლამდე. ეს თქვენს მომავალს მნიშვნელოვნად შეცვლის.


image


რა თქმა უნდა, დადებითი კარმის დაგროვების უამრავი საშუალებაა და მთავარი აქ გულია, განზრახვა, თუ რა გულით აკეთებ იმას, რასაც აკეთებ. რა ენერგიას უშვებ, რას აგზავნი სამყაროში. ამ ყველაფერს თუ იმის გამო გააკეთებთ, რომ სანაცვლოდ სამყაროსგან (ან ადამიანებისგან) დაფასება მოითხოვოთ, არაფერი გამოვა. როცა უანგაროთ აკეთებთ რამეს და სანაცვლოდ არაფერს ითხოვთ, როცა თქვენც გიხარიათ, რომ რაღაცას აკეთებთ სამყაროსთვის, ჯილდო მხოლოდ მაშინ მოდის! მოკლედ: იყავი მადლიერი, იმოქმედე სიყვარულით, გადაამოწმე მოტივები, აკონტროლე დამოკიდებულებები და აპატიე! სულ ეს არის!



გმადლობთ, რომ წაიკითხეთ!


ასევე დაგაინტერესებთ:


ტყუილები, რომლებისაც დღემდე გვჯერა და მათ გამო ვიტანჯებით


ძალიან მარტივი მეთოდი, რომლითაც მასწავლებელმა თავისი მოწაფეების ცხოვრება შეცვალა


ბუდას 27 სიბრძნე, რომლის გაცნობიერება ადამიანების ცხოვრებას რადიკალურად ცვლის


მიეცი ადამიანებს უფლება, იყვნენ შენით იმედგაცრუებულნი - ჯეფ ფოსტერის გენიალური წერილი



"ყველაფერი, რაც გინდა იყო, უკვე ხარ" - რუმის 25 ცხოვრებისეული გაკვეთილი, რომლითაც ცხოვრებას შეცვლით


ადამიანის სულიერი განვითარებისა და სიჯანსაღის 20 ნიშანი



სტატიის მომზადებისას, შესაბამისი ნებართვით, გამოყენებულია mental.ge-ს მასალები

0
793
შეფასება არ არის
ავტორი:მაია 24
მაია 24
793
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0