x
მეტი
  • 02.12.2024
  • სტატია:138612
  • ვიდეო:351978
  • სურათი:512276
ფსიქოლოგიური ტესტი - მოახერხებთ თუ არა თქვენი მიზნების ბოლომდე რეალიზებას
image


ეს მარტივი ფსიქოლოგიური ტესტი დაგეხმარებათ თქვენს ქვეცნობიერ დამოკიდებულებებში გაერკვეთ: როგორ აღიქვამთ ცხოვრებას, როგორი ხართ შინაგანად, როგორ ახერხებთ წინააღმდეგობების გადალახვას, რეალურად რა არის თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და მოახერხებთ თუ არა თქვენი ოცნებების ხორცშესხმას.


აქ ყველაზე მნიშვნელოვან როლს თქვენი ფანტაზია თამაშობს. კონცენტრირდით და რაც შეიძლება სწრაფად უპასუხეთ შეკითხვებს. ეცადეთ სერიოზულად მიუდგეთ ამ დავალებას.


1. წარმოიდგინეთ რომ დგახართ გზაზე. როგორია ეს გზა? (ბილიკია ტყეში, მაგისტრალია და ა. შ)



2. სად იმყოფება მზე? (იგულისხმება დრო)


3. მიდიხართ გზაზე და გხვდებათ ღობე. როგორია ღობე? რისგანაა გაკეთებული? (ხის არის, რკინის, ქვის…)


4. როგორ გადალახავთ მას? (გადაახტებით, დაანგრევთ, ჭიშკარი იქნება და გასაძრომს მოძებნით)


5. და აი, ღობე უკან დაიტოვეთ, წინ ტყეა… როგორია ტყე? (ზღაპრული, ნათელი, ბნელი, საშიში, ხშირი, მეჩხერი..)


6. შედიხართ ტყეში და აღმოაჩენთ პატარა ბილიკს, რომელზეც გზას განაგრძობთ. გზად ბილიკზე გასაღები გხვდებათ. როგორია? რას უზამთ? (არ მიაქცევთ ყურადღებას, აიღებთ, ხეზე ჩამოკიდებთ, თან წაიღებთ….)


7. გამოდიხართ ტყიდან და ხედავთ წყალს… რა სახის წყალია? რას იზამთ? (იბანავებთ, იქვე ჩამოჯდები და უყურებთ…)


8. უცებ ხედავთ თქვენი ოცნების სახლს, რომლიდანაც გამოდის საწინააღმდეგო სქესის ადამიანი (ისიც თქვენი ოცნების ქალი/კაცია) და გთავაზობთ სამუდამოდ დარჩეთ მასთან. თქვენ რას აკეთებთ?


9. სახლთან ისევ იწყება გზა. როგორია ეს გზა? ისევ დაბრკოლება გხვდებათ? რა სახის დაბრკოლებაა? ისევ ისეთი როგორიც ტესტის დასაწყისში შეგხვდათ თუ რამე სხვა?


10. სად არის მზე ამ დროს?


image


პასუხები:


1. გზა ეს თქვენი დამოკიდებულებაა გარემოსთან. თუკი თქვენ სამანქანო გზა წარმოიდგინეთ ასფალტით, მაგისტრალი – ნიშნავს, რომ ძალიან აქტიური ხართ, სულ საქმეები გაყრიათ თავზე, თუმცა მაინც ახერხებთ მონახოთ დრო როგორც მუშაობისთვის, ისე დასვენებისთვის, ყველაფრის მოსწრება გინდათ და ახერხებთ კიდეც. თუკი სოფლის გრუნტიანი გზა წარმოიდგინეთ, მაშინ მშვიდი ცხოვრებით ცხოვრობთ, ცდილობთ ყველაფერი დაგეგმილი გქონდეთ, ყველაფერი აკონტროლოთ. თუკი ქვით მოკირწლულ გზაზე იდექით ფანტაზიაში, მაშინ რაღაც გაწუხებთ, მშვიდად არ ხართ… ეს შეიძლება სულაც არ იყოს რამე ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ აუცილებლად იქნება რაღაც, რაც ძალიან დიდი ხანია უკვე გაწუხებთ და ყელში ამოგივიდათ.


2. მზე – ეს თქვენი გეგმებია, იდეები, მიზნები. თუკი მზე ამოდის, ეს ნიშნავს, რომ ჯერ კიდევ არ ხართ მთლად კარგად ჩამოყალიბებული საკუთარ მიზნებში, ან სულ ეს ესაა გადაწყვიტეთ რა გზას დაადგეთ. თუკი ზედ თავზე გადგათ მზე, ცხოვრების ამ ეტაპზე თქვენი გეგმების განხორციელებით ხართ დაკავებული, თუკი ნაშუადღევია უკვე და მზე ჩასასვლელად ემზადება, მაშინ თქვენი იდეების უმეტესი ნაწილი უკვბე განხორციელებულია, გეგმები განხორციელებული და მიზანიც თუ მიღწეული არა, თითქმის მიღწეული.


3. ღობე დაბრკოლებაა, რაც უფრო დიდია და მყარი იგი, მით უფრო მეტად მიდრეკილი ხართ თქვენი პრობლემების გაზვიადებისკენ.


4. ეს თქვენი დამოკიდებულებაა პრობლემებთან. თუ გადაახტებით, ან გასასვლელის ძებნას იწყებთ, ეს ნიშნავს, რომ უმტკივნეულოდ გირჩევნიათ სიტუაციიდან გამოძვრომა და ეძებთ ხერხს, თუკი მის გარღვევას, განგრევას შეეცდებით, მაშინ ძალიან პირდაპირი ხართ და იმპულსური გადაწყვეტილებების მიღება გჩვევიათ ხოლმე.


5. ტყე – ეს თქვენი შინაგანი სამყაროა. რაც უფრო ნათელია ტყე, მით უფრო მეტი სინათლე გაქვთ სულში, ფიქრებში. თუკი ტყე ძალიან ხშირია, მაშინ ძალიან საინტერესო ადამიანი იქნებით, თუკი ფიჭვნარი ან ნაძვნარი შეგხვდათ, ძალიან რაციონალური ადამიანი იქნებით, მიწაზე მუდამ მყარად მდგომი, იცით რა გინდათ ცხოვრებაში. ძალიან საიმედო ადამიანი ხართ, რომლისთვისაც საქმის ნდობა შეიძლება.


6. გასაღები – ეს თქვენი ბედნიერებაა. ახსნა მარტივია – რაც უფრო პატარაა ის, მით უფრო მნიშვნელოვანია თქვენთვის სულიერი ღირებულებები, ბედნიერება, ადამიანური სიახლოვე და რაც უფრო დიდი – მაშინ მატერიალური ღირებულებები მოდის წინა პლანზე. თუკი უფრო მეტი ყურადღება მის სილამაზეს დაუთმეთ, ესთეტიურ მხარეს ყველაზე დიდი მნიშვნელობა აქვს თქვენთვის. მთავარია ყველაფერი მოხდეს ლამაზად.


თუკი თან წაიღებთ, შანსის გაშვება არ გჩვევიათ. თუკი ხეზე ჩამოკიდებთ ან გვერდით ჩაუვლით, ხშირად ვერც ამჩნევთ ისე უშვებთ ხელსაყრელ შემოთავაზებას ხელიდან.


7. წყალი – თქვენი ემოციებია თქვენი საყვარელი ადამიანის მიმართ. რაც უფრო ღრმაა წყალი, მით უფრო ღრმაა თქვენი გრძნობები. თუ ეს წყნარი ტბაა – თქვენ და თქვენი რჩეული გაწონასწორებული ადამიანები ხართ. თუკი სწრაფი მდინარე შეგხვდათ, ჩანჩქერი – მაშინ ვნებიანი ნატურა ხართ. მძაფრი ემოციების მოყვარული, რომლისთვისაც სიყვარული სიგიჟეა და პარტნიორი ადამიანი – ვინც ემოციების მწვერვალზე გამყოფებთ სულ.


8. თუკი მხოლოდ წყალთან დგომით (ჯდომით), მისთვის ყურებით შემოიფარგლებით, მაშინ თქვენთვის საყვარელი ადამიანის უბრალოდ არსებობაც კი კმარა, ძალიან მომთხოვნი არ ხართ, ხოლო თუ შიგ გადაეშვით ან ხელპირი დაიბანეთ, მაშინ მარტო ეგ არ გყოფნით, გჭირდებათ პარტნიორის სრული ყურადღება. იგი უნდა ზრუნავდეს თქვენზე და საქმით გიმტკიცებდეთ სიყვარულს. რაც შეეხება სახლს და ოცნების ქალს/კაცს – ეს თქვენი აზარტულობის ხარისხს ზომავს, რაზე ხართ წამსვლელი.


9. გზა, რომელიც სახლიდან იწყება თქვენი მომავალი ცხოვრებაა და თუკი ისევ დაბრკოლებები შეგხვდათ კიდევ ბევრ გამოცდილებას მიიღებთ. თუკი იგივე დაბრკოლებები შეგხვდათ, მაშინ მთლად კარგად არ გაქვთ გაცნობიერებული საკუთარი შეცდომები და თუკი სხვა დაბრკოლება წარმოიდგინეთ, მაშინ წინ მოულოდნელობებით აღსავსე ცხოვრება გელოდებათ, რისკენაც თავადაც მიგიწევთ გული.


10. და ბოლოს მზე – ეს უკვე იმაზე მეტყველებს, მოახერხებთ თუ არა თქვენი მიზნების ბოლომდე განხორციელებას რეალურად.


ასევე დაგაინტერესებთ:


- ამერიკელი ფსიქოლოგების ტესტი შენი ხასიათის ძირითადი შტრიხების გასაცნობიერებლად

- 5-წუთიანი ტესტი, რომელიც საკუთარ ქვეცნობიერთან გასაუბრების საშუალებას გაძლევთ


0
3425
შეფასება არ არის
ავტორი:მაია 24
მაია 24
3425
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0