x
image
მაია 24
7 ჩვევა, რომელიც თქვენს ბედნიერებას იპარავს
image

ჩვევა ადამიანის მეორე ბუნებაა. ჩვევებს ძლიერი გავლენა აქვთ ჩვენზე, იმდენად ძლიერი, რომ ცხოვრების სტილს მთლიანად განსაზღვრავენ. სულ რამდენიმე ჩვევის გამო ცხოვრება რთულდება ან მარტივდება.


აი, ის 7 ჩვევა, რომელიც ბედნიერების გზაზე დაბრკოლება ხდება ჩვენთვის. მათგან გათავისუფლება ახალი ენერგიით აგავსებთ.


1) სრულყოფილებისაკენ სწრაფვა



ეს არის პერფექციონისტების სინდრომი. ასეთ ადამიანს მოდუნება და ცხოვრებისაგან სიამოვნების მიღება იმ მარტივი მიზეზის გამო არ შეუძლია, რომ იდეალურობის ილუზიით იტანჯება. მისთვის არა მხოლოდ მიზანი უნდა იყოს უბადლო, არამედ თავად გზები და საშუალებები, რომლითაც ამ მიზანს უახლოვდება. იგი მაქსიმალისტია და სწორედ ამიტომ ცხოვრებაში მისთვის ყველაფერი რთულია, რადგან ბედნიერებას მხოლოდ იდეალური შედეგი ანიჭებს, მაშინ, როცა იდეალურობა ჩვენს რეალობაში შედარებითია, შესაბამისად, არც თვითონ არის ბედნიერების მიზეზებით განებივრებული. ყოველთვის მოიძებნება პერფექციონისტისთვის ვინმე, ვინც ცოტათი უკეთესია მასზე - სახლით, სამსახურით, ოჯახით, ვარცხნლობით. ბედნიერების მომენტები ასეთი ადამიანისათვის წამიერი და წარმავალია. მაგალითად, მან თავისი აზრით მიიღო იდეალური შედეგი, მერე კი აუცილებლად გამოჩნდება ვინმე, ვინც ამას უკეთ გააკეთებს.



image

2) ყველაფრით უკმაყოფილო ადამიანებთან ურთიერთობა


ადამიანი სოციალური არსებაა, ჩვენ არ შეგვიძლია თავის იზოლირება და განდეგილივით ცხოვრება, არც გარშემომყოფთა აზრების სრული იგნორირება. ადამიანური კავშირები ჩვენზე უზარმაზარ გავლენას ახდენენ. შეუძლებელია თავი ბედნიერად იგრძნო, როცა შენს ირგვლივ მუდმივად იმეორებენ, რომ ცხოვრება ეს - საშინელი, სასტიკი და უსამართლო რამეა. ზოგიერთ ადამიანს ასეთი დამოკიდებულება აქვს ყველასა და ყველაფრისადმი. მსგავს თანამოსაუბრეს უმჯობესია გაერიდოთ და განდევნოთ ეს ნეგატიური ინფორმაციული ხმაური თქვენი ტერიტორიიდან. თუ თქვენი შინაგანი ხმა თავად აკეთებს ამ განცხადებებს, მოგიწევთ სერიოზულად იმუშავოთ საკუთარ თავზე.


3) აწმყოს იგნორირება


ხშირად ჩაგვითრებს ხოლმე ნეგატიური ფიქრები წარსულზე - სინანული, ტრავმვები, ან ძალიან მოუსვენრად გვრძნობთ თავს მომავლის გამო, რადგან მისი შიში გვაქვს. ამ დროს კი გვავიწყდება, რომ ჩვენ ვარსებობთ აქ და ახლა, ეს წამებიც ისეთივე ძვირფასია, როგორც თავად ცხოვრება, მათ სათანადო გაფრთხილება და მოვლა სჭირდება. წარსულზე ან მომავალზე მუდმივი კონცენტრირებით ვკარგავთ აწმყოს შეგრძნებას, ადგილიც კი არ გვრჩება პოზიტივისთვის. გვაწვალებს ფიქრი იმაზე, რომ რაღაც არ გამოგვივიდა, თუ რატომ უარგვყვეს, რატომ არ გავაკეთეთ რაღაც სწორად, გვახსენდება ძველი წყენები, წარუმატებლობები - ყველაფერი ეს ლუკმა-ლუკმა გვაცლის იმ ბედნიერებას ხელიდან, რომელიც დღეს ჩვენთვის იყო განკუთვნილი. უსიამოვნებები ვიგლოვეთ, გავაანალიზეთ, დასკვნები გავაკეთეთ. ამის შემდეგ კი აუცილებელია წინსვლა. არაა საჭირო გამუდმებით ერთი ადგილი ტკეპნო.


image


4) სხვებთან საკუთარი თავის შედარება


ყოველთვის გვაჯობებს ვიღაც და ასევე ყოველთვის ვაჯობებთ მას, მთავარია რაში. ასეთ შედარებებში საკუთარი ძლიერი მხარეები გვავიწყდება. ყველა ინდივიდი უნიკალურია და ყველა მათგანს აქვს ისეთი ნაწილი, რაც სხვებში არ მეორდება. უმჯობესია, თუ ყურადღებას საკუთარი განძის აღმოჩენას დავუთმობთ და არ ავყვებით ეგოს თამაშებს. შედარებები მოიკოჭლებენ და ყოველთვის წამგებიან პოზიციაში აღმოვჩნდებით. რაც უფრო ხშირად აჯობებთ სხვებს, მით უფრო მტკივნეული იქნება, როცა ერთხელაც გაჯობებენ. ათვლის წერტილად საკუთარი თავი აიღეთ, რადგან სხვა ათვლის წერტილი არ გამოგადგებათ.


5) ნეგატიურ მომენტებზე ფოკუსირება


ადამიანებს აქვთ საოცრად დამანგრეველი უნარი - ისინი ნეგატიურზე ფოკუსირდებიან და ავიწყდებათ ყველა პოზიტივი, რომელსაც ცხოვრება სთავაზობს. დადექით ცოტა ხნით ნებისიერ რიგში და ყურადღებით დააკვირდით რაზე ლაპარაკობს ხალხი - ყვებიან უბედურებათა მთელ წყებას - ქურდობენ, იპარავენ, კლავენ, საუკეთესო მეგობრებს ქმრებს ართმევენ. რატომ ვერ ვამჩნევთ სასიამოვნო სიახლეებს? ნუთუ მართლა გვჯერა, რომ მხოლოდ უბედურებები ხდება? რატომ ვერ ვაფასებთ იმ სიკეთეებს, რომლებიც გვაქვს?


6) სხვების აზრი


ჩვენ ვკარგავთ სილაღეს, თავისუფლებას და უნიკალურობას, როდესაც სხვების აზრს გადამწყვეტ მნიშვნელობას ვანიჭებთ. ადამიანს არ შეუძლია იყოს ბედნიერი, როცა საკუთარი თავი არ არის და მხოლოდ სოციალურ როლს ირგებს. ეს არა მხოლოდ ჩვენს ბედნიერებას იპარავს, არამედ პიროვნული განვითარების საშუალებას გვართმევს.


image


7) ცხოვრების გართულება


ცხოვრება საინტერესო რამეა და ბუნებრივია, საკმაოდ რთულიც, მაგრამ უცნაური ისაა, რომ ჩვენი პრობლემების ძალიან დიდ ნაწილს თავად ვიგონებთ და ჩვენს წინაშე გადაულახავ დაბრკოლებებსაც თვითონვე ვაგებთ.


მიიღეთ საკუთარი თავი და შეიყვარეთ იგი. შემოიკრიბეთ პოზიტიური ადამიანები, დატკბით ამ წუთებით, გაიხსენეთ ყველაფერი კარგი, რაც თქვენს ცხოვრებაშია, იგრძენით თქვენი უნიკალურობა, დააფასეთ თავისუფლება და გახსოვდეთ, პრობლემათა უმეტესობას აქვს თავისი, საკმაოდ მარტივი გადაწყვეტა.



ასევე დაგაინტერესებთ:



8 მიზეზი, თუ რატომ არ გიმართლებთ სიყვარულში


3 ნიშანი, რომ ცხოვრებას უაზროდ ფლანგავთ - როგორ შევცვალოთ ყველაფერი


მიეცი ადამიანებს უფლება, იყვნენ შენით იმედგაცრუებულნი - ჯეფ ფოსტერის გენიალური წერილი


არ ეწყობა თქვენი ცხოვრება? - თქვენ არღვევთ სამყაროს ამ 7 კანონს


"ყველაფერი, რაც გინდა იყო, უკვე ხარ" - რუმის 25 ცხოვრებისეული გაკვეთილი, რომლითაც ცხოვრებას შეცვლით


სტატიის მომზადებისას, შესაბამისი ნებართვით გამოყენებულია mental.ge-ს მასალები

0
6100
შეფასება არ არის
ავტორი:მაია 24
მაია 24
6100
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0