x
image
მაია 24
15 შეკითხვა, რომელიც წყვილმა ერთმანეთს უნდა დაუსვას, სანამ დაქორწინდება

image


"არ იჩქარო", - ხანდახან ისეთი ნატანჯი სახით გეტყვის ვინმე ქორწინების შესახებ, ყველა ნაცნობ-მეგობრის აუტანელი ჩიჩინი - "დააყენე საშველი" გავიწყდება. სიყვარულით თავბრუდახვეულები ხშირად ვერ ვაცნობიერებთ, რომ თანაცხოვრება ორსაათიანი პაემანი არ არის, სადაც ადვილია კომპრომისზე წასვლა. ეიფორია მალე ქრება და მერე უკვე ყველას ისეთი ადამიანი გვჭირდება, ვისაც კარგად შევეწყობით. ამიტომ სჯობს ბევრი რამ წინასწარ გვქონდეს გარკვეული და გადაწყვეტილი. ფსიქოლოგები 15 შეკითხვას გვთავაზობენ, რომელიც აუცილებლად უნდა დაუსვას წყვილმა ერთმანათს, სანამ დაქორწინებას გადაწყვეტს, რათა ქორწილში ნათქვამი სადღეგრძელოები მხოლოდ კეთილ სურვილებად არ დარჩეს:


  • აუცილებლად ილაპარაკეთ შვილებზე. აპირებთ შვილების გაჩენას თუ არა, რამდენ ხანში, რამდენის და ძირითადად ვინ უნდა გაზარდოს ისინი, ვინ დარჩება სახლში მათთან?

  • ვიცით ერთმანეთის ფინანსური შესაძლებლობები? გეგმები? როგორ ვაპირებთ ფინანსური ვალდებულებების გადანაწილებას? სად უნდა ვიცხოვროთ? რა გეგმები გაქვთ ამ საკითხთან მიმართებაში ზოგადად?

  • ვინ გაუძღვება საოჯახო საქმეებს? ვის რა ფუნქციები ექნება ამ საკითხში?

  • შეგვიძლია თავისუფლად ვილაპარაკოთ სექსზე? სექსუალურ მოთხოვნილებებზე, კომპლექსებზე, შიშებზე?

  • საძინებელ ოთახში ტელევიზორი გვექნება თუ არა?

  • ვიცით ერთმანეთის ჯანმრთელობის ისტორია? ფიზიკური თუ მენტალური პრობლემები?

  • შეგვიძლია თუ არა ერთმანეთისთვის ზუსტად იმდენი ყურადღების დათმობა, იმდენი სითბოს მიცემა, რამდენიც გვჭირდება?

  • შეგვიძლია ბოლომდე ერთმანეთის მოსმენა, ერთმანეთის აზრების გათვალისწინება, ერთმანეთთან რაღაცეების შეთანხმება ისე, რომ არავინ დაზარალდეს?

  • გვესმის ერთმანეთის სულიერი მდგომარეობა, მოთხოვნილებები, რწმენები, შეხედულებები ამ საკითხებზე და რა მორალური კოდექსით ვაპირებთ შვილის გაზრდას?

  • მოგვწონს ერთმანეთის მეგობრები და პატივს ვცემთ მათ?

  • ვაფასებთ და პატივს ვცემთ ერთმანეთის ოჯახის წევრებს და სად იქნება ზღვარი მათსა და ჩვენს ურთიერთობას შორის? რა როლი ექნებათ მათ ჩვენს ცხოვრებაში?

  • რა მოხდება თუ რომელიმე ჩვენგანს ერთმანეთის ოჯახის წევრებთან ურთიერთობა ვერ აგვეწყობა?

  • არსებობს თუ არა რამე, რაც ერთმანეთში ძალიან არ მოგვწონს, გვაღიზიანებს და რისთვის თავის დანებებისთვისაც მზად არ ვართ, თუნდაც ქორწინების ხათრით?

  • თუკი ერთ-ერთ ჩვენგანს ექნება სხვა ქვეყანაში, ან სხვა ქალაქში მუშაობის შემოთავაზება, ორივე მზად ვიქნებით გადასასვლელად?

  • ორივე ჩვენგანი მზად ვართ, ერთად ვიყოთ ჭირში და ლხინში და გვჯერა, რომ ნებისმიერ ცხოვრებისეულ სირთულეებს შეგვიძლია გავუმკლავდეთ "სანამ სიკვდილი არ დაგვაშორებს?"

    ასევე ნახეთ:



    მე არ ვარ ქალი, რომელიც გინდა, მე ვარ ქალი, რომელიც მალე დაგჭირდება


    საპიოსექსუალები - ანუ რატომ არის ჭკვიანი ლამაზზე მეტად სექსუალური


    7 რამ, რაც მამაკაცს უყვარდება ქალში


    7 მიზეზი, თუ რატომ უნდა გქონდეს სექსი ყოველდღე

    8 ნიშანი იმისა, რომ კაცს ნამდვილად უყვარხართ!

    რას გეძახით შეყვარებული? - მოფერებითი სახელების ფსიქოლოგიური ახსნა

    5 სიტყვა, რომელსაც ქორწინება და სასიყვარულო ურთიერთობები დანგრევამდე მიჰყავს



    შესაბამისი ნებართვით, გამოყენებულია mental.ge-ს მასალები

0
4397
შეფასება არ არის
ავტორი:მაია 24
მაია 24
4397
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0