x
image
მაია 24
5 სიტყვა, რომელსაც ქორწინება და სასიყვარულო ურთიერთობები დანგრევამდე მიჰყავს
image


სიტყვების ძალა! მათ შეუძლიათ გატკინონ, დაგაავადონ, განგკურნონ, შთაგაგონონ, რამის გაკეთებისკენ გიბიძგონ და პირიქით, უარი გათქმევინონ. ყველა ურთიერთობას სჭირდება ენა და ამ ენის შესწავლა დროსა და პრაქტიკას მოითხოვს. არსებობს გამოთქმები, რომლებსაც საშინელი ზიანი მოაქვთ. ყველაზე გავრცელებული და საშინელი ხუთი მათგანია:


  • არასოდეს - ეს სიტყვა უიმედობასა და დასასრულს ვარაუდობს. როცა ამბობ - "არასოდეს" შენ შენს პარტნიორს ეუბნები, რომ ამ სიტუაციის გამოსწორების შანსი არ არის, რომ გაიჭედეთ ამ უიმედობაში. "ან ყველაფერი - ან არაფერი დამოკიდებულება" კომპრომისს გამორიცხავს, გაგებას გამორიცხავს, შეცდომების გამოსწორების მცდელობას გამორიცხავს, სწავლას და განვითარებას, რის გარეშეც ურთიერთობის არსებობა ფაქტობრივად წარმოუდგენელია.


  • ყოველთვის - ეს სიტყვა თქვენს სიხისტესა და უსამართლობაზე მეტყველებს. როცა საყვედურს ეუბნები და იყენებ სიტყვას "ყოველთვის" ამით ეუბნები, რომ ის სულ ცდება და გამუდმებით თქვენ ხართ მართალი. ეს უმადურობაა, მეტი არაფერი. გამოდის, რომ საერთოდ ვერ უფასებთ ვერაფერს და ამას უკვე არაფერი ეშველება. ესეც "ან ყველაფერი, ან არაფერი" დამოკიდებულებაა, რომლითაც შორს ვერ გაფრინდებით. გახდით ცოტა უფრო მეტად მოქნილი.


  • მაგრამ - ეს სიტყვა თავის თავში მანიპულაციას გულისხმობს და პირდაპირობის ნაკლებობას. როცა ამბობ "მაგრამს", უარყოფ იმ ყველაფერს, რაც მანამდე თქვი. იგი ამახინჯებს შენს მესიჯს და პოზიტივის მაგივრად ვიღებთ ნეგატივს. ის, რასაც მოსდევს "მაგრამ" უკვე ეჭვქვეშ დგას. ეს სიტყვა თქვენს ურთიერთობაში თესავს უნდობლობას, ამცირებს გულწრფელობის ხარისხს და საფრთხეს უქმნის ინტიმურობას. ასეთივე სიტყვებია - "თუმცა", "მიუხედავად ამისა" და სხვები. ჩამოყალიბდით.


  • "*#%&. - დაიხმარეთ ფანტაზია. რას შეიძლება ნიშნავდეს ეს სიმბოლოები? თქვენ უკეთ იცით როგორ მიმართავთ მას, როდესაც ბრაზობთ. ეს იარლიყია, რომელსაც აკრავთ მაშინ, როცა გინდათ ისეთი რამე უთხრათ, რომ გულზე მოხვდეს. ასე მის ფსიქიკას და თქვენს ურთიერთობას ნელ-ნელა ანადგურებთ. ხშირად გაუმეორეთ და დაიჯერებს. ზუსტად იმის შესაფერისად მოგექცევათ, რასაც უწოდებთ.


  • გავშორდეთ - თქვენ მის შეშინებას ცდილობთ, რეალურად კი ამით მთელს პასუხისმგებლობას იხსნით, მთლიანად მას აბრალებთ, რომ თქვენი ურთიერთობა არ შედგა და თანაც ეუბნებით, რომ თქვენთვის არაფერს ნიშნავს ეს ყველაფერი, რომ ყველაფერი მასზეა მხოლოდ დამოკიდებული. რაც უფრო ხშირად გაიმეორებთ ამას, მით უფრო მალე მიხვალთ ამ დასასრულამდე. განშორება სერიოზული გადაწყვეტილებაა და მისი იარაღად გამოყენება არ ღირს. შანტაჟით პრობლემას ვერ მოაგვარებთ - პირიქით, უფრო დიდ პრობლემას შეიქმნით.


  • ნახეთ სხვა საინტერესო სტატიები არხზე - მაია 24


    სანამ რამეს იტყოდეთ, ყოველთვის დაფიქრდით, ჩამოყალიბდით - რისი თქმა გსურთ, როგორი კომუნიკაცია გსურთ, რას ემსახურება ის, რასაც თქვენს საყვარელ ადამიანს ეუბნებით - პრობლემის გადაჭრა გსურთ, თუ უბრალოდ უკმაყოფილების გამოხატვა და გულის მოოხება? რა გინდათ თქვენ - სიყვარულის ატმოსფეროს შექმნა, თუ მისი შეშინება, მისთვის გულის ტკენა? ჩვენ ხანდახან ისე ვისვრით ფრაზებს, არც ვუფიქრდებით საკუთარ მოტივებს და მიზნებს. ნუ დაიზარებთ საჭირო სიტყვების მოძებნას. "ამას არასოდეს გავაკეთებ", "შენ ყოველთვის ასე იქცევი", "კარგია, რომ ასე მოიქეცი, მაგრამ..." "ჩერჩეტი ხარ", "ეგოისტი ხარ", "ყველაფერს სჯობს, დავშორდეთ!" - აი, მთელი სცენარი.

    ისწავლეთ უკეთესი კომუნიკაცია, ამაზე დგას მთელი ურთიერთობა. შეიცვალეთ კომუნიკაციის მანერა. ყოველი წარმოთქმული სიტყვა გავლენას ახდენს თქვენს ურთიერთობაზე და თავად უნდა გადაწყვიტოთ, რა სახის გავლენის მოხდენა გინდათ მასზე!



    ჯულია ორლოვი - ფსიქოთერაპევტი


    ასევე დაგაინტერესებთ:


    30 ნიშანი იმისა, რომ თქვენი ურთიერთობა სერიოზულია

    8 ნიშანი იმისა, რომ კაცს ნამდვილად უყვარხართ


    რას გეძახით შეყვარებული? - მოფერებითი სახელების ფსიქოლოგიური ახსნა


    3 უტყუარი ნიშანი იმისა, რომ კონკრეტული ადამიანი კი არა, შენი გამოგონილი ადამიანი გიყვარს


    არ არის რთული იმის დანახვა, რომ კაცს უყვარს ქალი...


    7 რამ, რაც მამაკაცს უყვარდება ქალში

    "მხოლოდ სუსტი მამაკაცის თვისებაა შეაყვაროს ქალს თავი და შემდეგ მიატოვოს იგი" - ისტორია სიყვარულზე, რომელიც დაგაფიქრებთ

    5 ნიშანი იმისა, რომ თქვენს ნამდვილ მეორე ნახევარს შეხვდით


    სტატიის მომზადებისას, შესაბამისი ნებართვით, გამოყენებულია mental.ge-ს მასალები

    0
    1391
    შეფასება არ არის
    ავტორი:მაია 24
    მაია 24
    1391
      
    კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
    0 1 0