ქალი და მამაკაცი ზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც თებერვალში პირად ცხოვრებაში გაუმართლებთ - თვის სასიყვარულო პროგნოზი 2021, 29 იანვარი, 15:44 როგორია თებერვლის სასიყვარულო პროგნოზი ზოდიაქოს თითოეული ნიშნისათვის, ვის ელის სიახლე და ვინ რა უნდა გაითვალისწინოს პირად ცხოვრებაში იღბლის მოსაზიდად: ვერძი თებერვალში შეიძლება რომანი გააბათ თქვენს მეგობართან ან კოლეგასთან, ან თანამოაზრეესთან, რომელთანაც ერთ ჯგუფში ხართ გაერთიანებული. საერთო ინტერესები კიდევ უფრო გაამყარებს თქვენს კავშირს. სხვათა შორის, ზოგიერთი ახალი იდეა შეძლება თქვენს ახალ სასიყვარულო პარტნიორთან ერთად განახორციელოთ. მარტოხელები მეტად უნდა იყოთ მომართული ფლირტზე, რომანტიკულ თავგადასავალზე. კურო საქმეების პარალელურად სიყვარულისთვისაც უნდა მოიცალოთ. საყვარელი ადამიანის მიმართ იყავით მეტად მოსიყვარულე. თქვენი სიცივე და საქმიანი დამოკიდებულება სამსახურში დატოვეთ. მარტოხელებმა შეიძლება რომანი სამსახურში გააბათ. ან მეუღლე დაგეხმაროთ კარიერულ მიღწევაში. ზოგიერთს კი მოუნდება, რომ მეწყვილე მასზე სტატუსით მაღალა იდგეს, მასზე მდიდარი, წარმატებული იყოს. ტყუპები მარტოხელებს სურვილი გაგიჩნდებათ შეგიყვარდეთ და ბედნიერება მოიპოვოთ. გადადგით პირველი ნაბიჯი, რომ გაიცნოთ ადამიანი, რომელიც გესიმპათიურებათ. ზოგიერთმა კი შეიძლება რომანი გააბათ უცხოელთან (სხვა კულტურის ან რელიგიის წარმომადგენელთან), თუნდაც, მიმოწერით. კირჩხიბი ემოციებისა და ვნებების მოზღვავებას იგრძნობთ. საყვარელ ადამიანთან ურთიერთობის სხვა ეტაპზე გადასვლა მოგინდებათ; მისგან აბსოლუტურ ერთგულებას მოითხოვთ. ზოგიერთს შეიძლება გაგიძაფრდეთ ეჭვიანობის შემოტევები. შეიძლება მის წარსულშიც კი იქექოთ. მარტოხელებს გაგიმძაფრდებათ ინტერესი საიდუმლოებებით მოცული ადამიანების მიმართ ან მოგხიბლავთ ისეთი ოპიროვნება, რომლის ცხოვრებაც საფრთხეებთან, ეზოტერიკასთანაა კავშირში. ლომი მარტოხელებმა შეიძლება სწრაფი და დაუფიქრებელი ურთიერთობა გააბათ. თუმცა, არც კი ხართ მზად სერიოზული კავშირისთვის და მხოლოდ გართობაზე ფიქრობთ. შესაბამისად, იმედგაცრუებისთვისაც იყავით მზად. აი, დაოჯახებულებს კი მშვიდი, ჰარმონიული ურთიერთობა გელოდებათ, რომელიც კიდევ უფრო მეტი სიყვარულით აგავსებთ პარტნიორის მიმართ. ქალწული ხშირად უნდა შეხვდეთ მეგობრებს, დაესწროთ წვეულებებს, სწორედ აქ შეიძლება გაიცნოთ საინტერესო ადამიანი. ზოგიერთმა შეიძლება რომანი გააჩაღოს კოლეგასთან. თუ ხვდებით, რომ ადამიანს მოსწონხართ, მაგრამ უჭირს პირველი ნაბიჯის გადმოდგმა, გამოიჩინეთ ინიციატივა. დაოჯახებულება მეტი დრო გაატარეთ მეუღლის გვერდით. ერთად მოგვარეთ საყოფაცხოვრებო საკითხები. მოერიდეთ საყვარელი ადამიანის ღალატს, მცირე ფლირტი თვითშეფასებას აგიმაღლებთ, მაგრამ ზედმეტად ნუ გარისკავთ. სასწორი მოიმატებს თქვენი პოპულარობა საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლებში. თვის დასაწყისში მოსალოდნელია რომანტიკული ნაცნობობა, რომელიც დასამახსოვრებელ რომანში გადაიზრდება. მოიმატებს ფლირტის, რომანტიკული თავგადასავლების სურვილი. გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება შვილებთან. ზოგიერთმა სასწორმა შეიძლება გაიგოთ, რომ მალე მშობელი გახდებით. მორიელი შინ მოგინდებათ მეგობრების მიპატიჟება, სახლის გალამაზება, ფუფუნების ნივთების შეძენა. შეიძლება შეყვარებულებმა საკუთარ ბინაში უმასპინძლოთ საყვარელ ადამიანს, ზოგიერთმა წყვილმა კი ერთად დაიწყოთ ცხოვრება. მორიელების უმეტესობა სწორედ თებერვალში დაფიქრდებით ოჯახის შექმნაზე. სასიყვარულო ურთიერთობისთვის უფრო ტრადიციული ფორმის მიცემას (თუნდაც ნიშნობა). გამორიცხული არაა, შეყვარებულმა ნათესავები გაგაცნოთ, მარტოხელები კი ოჯახის წევრების დახმარებით დაუახლოვდეთ თქვენთვის საინტერესო ადამიანს. გაფრთხილდით, ნათესავების "ენების" გამო არ გაიფუჭოთ დამოკიდებულება საყვარელ ადამიანთან. მშვილდოსანი გაგიმძაფრდებათ ინტერესი მოგზაურობის, ხელოვნებისა და ინტელექტუალური საქმიანობისადმი. შეიძლება თქვენი ახალი რჩეულიც ამ სფერობიდან იყოს. სასიყვარულო ურთიერთობა მიმოწერის, სატელეფონო ზარებით განვითარდება. ზოგიერთმა შეიძლება რომანი მეზობელთან ან კლასელთან გააბათ, რომელსაც ადრე ვერ ამჩნევდით. თხის რქა საქმეების პარალელურად სიყვარულისთვისაც უნდა მოიცალოთ. ზოგიერთი საკუთარ მეუღლეს ძვირად ღირებული საჩუქრებით აავსებთ. შეყვარებული მეტად რომანტიკულები გახდებით. აი, მარტოხელებისთვის კი მთავარი იქნება, რომ ადამიანი, ვისაც ბედს დაუკავშირებენ, მდიდარი იყოს. მერწყული გაგიუმჯობესდებათ საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლებათან დამოკიდებულება. თავად იქნებით აქტიური, რომ მოიწესრიგოთ პირადი ცხოვრება. გადადგით პირველი ნაბიჯი და დაუმეგობრდით თქვენთვის საინტერესო ადამიანს. მერე კი შეიძლება ურთიერთობა რომანში გადაიზარდოს. მარტოხელებს კი შეიძლება მოულოდნელად შეგიყვარდეთ. დაწყვილებულებს გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება საყვარელ ადამიანთან. შეყვარებულები კი დაქორწინებას გადაწყვეტთ. მერწყულების უმეტესობას სურვილი ექნება თავი მოაწონოს გარშემო მყოფებს; გამოავლინოს დახვეწილი მანერები. თევზები ვარსკვლავებისგან ერთადერთი გაფრთხილება გაქვთ, ნუ შეიყვარებთ ადამიანს, რომელიც თქვენი ღირსი არაა. მოერიდეთ ფარული სასიყვარულო ურთიერთობის გაბმას, თუნდაც თქვენი სოციალური სტატუსის გამო. ან თუ უკვე გაქვთ ასეთი, ის შეიძლება გამოვლინდეს. კიდევ ერთი ვარიანტია, თქვენს მომავალ პარტნიორს შეიძლება ფარული შიშები და კომპლექსები ჰქონდეს. ფრთხილად იმოქმედეთ, გულგატეხილი არ დარჩეთ. ასევე ნახეთ:2021 წლის ფინანსური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის - ვისთვის იქნება ხარის წელი წარმატებულიზოდიაქოს რომელ ნიშანს რას მოუტანს 2021 წელი? - ახალი წლის სრული ასტროლოგიური პროგნოზი ქეთი ვაწაძისგანზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც 2021 წელს სიყვარულში დიდი გამართლება ელით - სასიყვარულო ასტროპროგნოზი 12-ვე ნიშნისთვის2021 წლის ფენ-შუის პროგნოზი - რა პრაქტიკული წესების დაცვა დაეხმარებათ ზოდიაქოს ნიშნებს წარმატების მოზიდვაში2021 წლის ნუმეროლოგიური კოდი და პროგნოზი - რა გელით დაბადების თარიღის მიხედვითრას მოგვიტანს ხარის წელი და ვისი მფარველი იქნება თეთრი მეტალის ხარი - "გლობალური ცვლილებები, მშენებლობა, პირადი ბიზნესის დაწყება, დაწყვილება"2021 წლის 5 საბედისწერო ასტროლოგიური მოვლენა, რომელიც ზოდიაქოს ნიშნების ცხოვრებას შეცვლის - ასტროლოგები გვაფრთხილებენ!ნახეთ სხვა საინტერესო სტატიები არხზე - მაია 24860 1-ს მოსწონს
|