x
მეტი
  • 03.12.2021
  • სტატია:115353
  • ვიდეო:352802
  • სურათი:489320
2021 წლის ნუმეროლოგიური კოდი და პროგნოზი - რა გელით დაბადების თარიღის მიხედვით
image


2021 წლის ნუმეროლოგიური კოდის გამოსათვლელად თავდაპირველად შეკრიბეთ საკუთარი დაბადების თარიღი და დაიყვანეთ ერთნიშნა ციფრამდე. მაგალითად თუ დაიბადეთ 1985 წლის 23 ივლისს შეკრიბეთ წელი, თვე და რიცხვი და თუ 9-იანზე მეტი ციფრი მიიღეთ, ისევ შეკრიბეთ. უნდა გამოვიდეს ერთი ციფრი. 2021 წლის ციფრი კი 5-იანია. ჯერ თქვენი კოდის ტექსტი წაიკითხეთ, შემდეგ 5-იანი მიუმატეთ (თუ საჭიროა, ისევ ერთნიშნა ციფრამდე დაიყვანეთ) და მასაც გაეცანით.


1-იანი


ერთიანი ჯიუტ ადამიანებს გვაძლევს. მათი შემართების ბევრს შეშურდება. ეს საუკეთესო თვისება 2021 წელს ძალიან გამოგადგებათ. განსაკუთრებით, თუ კარიერაში გსურთ წარმატების მიღწევა. რა თქმა უნდა, ყველაფერს სინით ვერ მოგართმევენ და გარჯაც მოგიწევთ. დაფიქრებას საჭიროებს დამოკიდებულება ახლობლებთან. თუ მათთან კამათი არ გსურთ, ემოციები უნდა მოთოკოთ. გაღიზიანებულმა არც არაფერი თქვათ და არც არაფერი გააკეთოთ. აგრესიაც ცუდი მრჩეველია. აი, პირად ცხოვრებაში კი გაგიმართლებთ. ერთიანების უმეტესობა დაოჯახდება. ვინც მარტო იყო, საინტერესო ადამიანს გაიცნობს, რომელშიც პოტენციურ საბედოს დაინახავს.



2-იანი


წარმატებული წელი გელით. უშრეტი ენერგია და მოქმედების სურვილი გექნებათ. იღბალი ხშირად გაგანებივრებთ, აღგაფრთოვანებთ. წარმატებული წელი ელით შემოქმედებით ნიშნებს: მწერლებს, მსახიობებს, მხატვრებს. უმრავლესობას აღიარება და ნიჭის დაფასება გელით. თუმცა, ამის ფონზე, მოშურნეებიც მოგემატებათ. მეგობრებშიც კი. გწამდეთ საკუთარი თავის, მოერიდეთ კამათს და დიპლომატიურად იმოქმედეთ. არ აჰყვეთ ჭორებს, პროვოკაციებს. უარყოფითი ემოციებისგან დასაცლელად ხშირად ისეირნეთ ბუნებაში, მეტი დრო გაატარეთ საყვარელი ადამიანის, ბავშვების გვერდით.


3-იანი


საკუთარი პოტენციალის გახსნაზე უნდა იყოთ ორიენტირებული. ეს დაგეხმარებათ, რომ ახალ მწვერვალებს მიაღწიოთ საყვარელ საქმიანობაში. სამსახურში წელს, ისევე როგორც სხვა წლებში, პასუხისმგებლიანი და საუკეთესო შემსრულებელი იქნებით. თქვენ შეგამჩნევენ და ღირსეულად დაგაფასებენ. "ოლიმპოს" მწვერვალზე აღმოჩნდებიან ბიზნესმენები. გაფრთხილდით, წარმატებით თავბრუდახვეულმა შეცდომები არ ჩაიდინოთ. თანხას ნუ დააბანდებთ საეჭვო საქმიანობაში. გაფრთხილდით, თუ არ გსურთ, ფული დაკარგოთ. "სამიანები" მოსიყვარულეები უნდა იყოთ მეუღლესთან; მარტოხელებს კი საბედისწერო შეხვედრა გელით.


4-იანი


მაქსიმალურად და აქტიურად უნდა იმუშაოთ. არ უნდა დანებდეთ. დაივიწყეთ: "არ შემიძლია", "არ გამომივა". დაკვირვებულად და გააზრებულად უნდა მოაგვაროთ უსიამოვნებები. 2021 წელს სწორად გადაანაწილეთ პრიორიტეტები, ძალები, ნუ მოცდებით არაფრისმომცემ საქმეებზე. მიუხედავად იმისა, რომ დამოუკიდებელი და ხანდახან ჯიუტიც კი ხართ, ხშირად დაუგდეთ ყური ახლობლების რჩევებს. პირად ცხოვრებაში ხელის შემშლელი ეჭვიანობა იქნება. თქვენს პარტნიორს უჭირს თქვენი პრეტენზიების მოსმენა. იყავით რომანტიკული და სასურველი.

5-იანი

იმ ბედნიერი ადამიანების სიაში აღმოჩნდით, ვისაც 2021 წელი სასიამოვნო სიურპრიზებს ჰპირდება. მიღებული შედეგით იქნებით აღფრთოვანებული. მიიღებთ სათანადო დაფასებას და შექებას. თქვენთვის პოზიტიურად მოაგვარებთ ფინანსურ საკითხებსაც. თუ გუნდთან ერთად მუშაობთ, გამარჯვებას მათთან ერთად გაიზიარეთ. სიამაყის გამო ნუ გაიფუჭებთ დამოკიდებულებას გარშემო მყოფებთან. კარგ შედეგს მოგიტანთ მივლინება. საჭირო კონტაქტებსაც დაამყარებთ და პოზიტიური შთაბეჭდილებებითაც დაიმუხტებით. წელი რომანტიკული გექნებათ. თუმცა, ეს არ გაძლევთ იმის უფლებას, რომ საყვარელ ადამიანს უღალატოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში უსიამოვნებებს თავს ვერ დააღწევთ.


6-იანი


2020 წელს ბევრი იშრომეთ და 2021 წელს შედეგით უნდა დატკბეთ. მოემზადეთ დაწინაურებისთვის, სამსახურის საქმეებისა და მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის. წელს შეძლებთ ცოტა ამოისუნთქოთ, დაისვენოთ, დატკბეთ ცხოვრებით. შეიძლება ახალი ჰობი გაიჩინოთ. სხვათა შორის, ეს მხოლოდ გართობაში კი არა, მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებაშიც დაგეხმარებათ.


7-იანი


მუდმივად გამარჯვებისთვის, წინსვლისთვის უნდა იყოთ მომართული. იყავით მშვიდი, ბრძენი, გწამდეთ საკუთარი ძალების. არ თქვათ უარი საინტერესო შემოთავაზებებზე. ყოველდღე დაისახეთ მიზანი და იბრძოლეთ მის მისაღწევად. ზოგიერთმა შეიძლება სხვა ქვეყანაში გადაწყვიტოს საცხოვრებლად ან სამუშაოდ გამგზავრება. აკეთეთ ის, რაც კარგად გამოგდით და აუცილებლად დაფასდებით. გამონახეთ დრო ნათესავებისთვის, რომლებიც თქვენს დახმარებას საჭიროებენ. გამონახეთ დრო ჯანმრთელობის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.


8-იანი


შეგიძლიათ შვებით ამოისუნთქოთ. ყველა სირთულე წარსულში დარჩა. ახლა მთავარია, საკუთარი სურვილები აისრულოთ. ამისთვის კი 100 პროცენტით უნდა გაისარჯოთ. გამონახეთ მეტი დრო თვითგანათლებისთვის. ჩაეწერეთ კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებზე. გამარჯვება თქვენ მხარესაა, გაბედულად იმოქმედეთ. წარმატება ელით, მათ, ვინც ინვესტიციებითაა დაკავებული. შემოსავლი ახლობლების კეთილდღეობას მოახმარეთ. ნუ ასესხებთ ფულს მათ, ვისთანაც არ გსურთ დამოკიდებულების გაფუჭება. პირად ცხოვრებაში ყველაფერი კარგად გაქვთ. მთავარია, მატერიალური საკითხები არ გახდეს უსიამოვნების მიზეზი.


9-იანი


დაკვირვებული და რაციონალური უნდა იყოთ. არ გეპატიებათ მცირე შეცდომის დაშვებაც კი. მოერიდეთ ავანტიურას და კონფლიქტურ ადამიანებთან კონტაქტს. გამოძებნეთ შემოსავლის დამატებითი წყარო. ჩაეწერეთ კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებზე. 2021 წელს არ გირჩევთ ძვირად ღირებული ნივთების შეძენას. ბინის ყიდვაც უმჯობესია, მომავლისთვის, უკეთესი პერიოდისთვის გადადოთ. მეტი დრო გაატარეთ ოჯახში, საყვარელი ადამიანების გარემოცვაში. მათთვის საიმედო საყრდენი უნდა გახდეთ.


ასევე ნახეთ:


2021 წლის ფენ-შუის პროგნოზი - რა პრაქტიკული წესების დაცვა დაეხმარებათ ზოდიაქოს ნიშნებს წარმატების მოზიდვაში


ზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც დეკემბრში საბედისწერო ცვლილებები ელით



როგორ შევხვდეთ 2021 წელს, რომ წარმატება მოგვიტანოს - ჩაცმულობა, ნაძვის ხე, საჩუქრები და საახალწლო რიტუალები



რას მოგვიტანს ხარის წელი და ვისი მფარველი იქნება თეთრი მეტალის ხარი - "გლობალური ცვლილებები, მშენებლობა, პირადი ბიზნესის დაწყება, დაწყვილება"



დაბადების დღის "მაგია" - რა უნდა გავაკეთოთ 7 დღით ადრე და მომდევნო 12 დღეს, რომ მთელი წელი ბედნიერი ვიყოთ



ნახეთ სხვა საინტერესო სტატიები არხზე - მაია 24

0
4436
შეფასება არ არის
ავტორი:მაია 24
მაია 24
4436
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0