x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134546
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508606
კურდღლის წელი მოდის: 2023 წლის ზოგადი ასტროლოგიური მიმოხილვა და პროგნოზი ზოდიაქოს აღმოსავლური ნიშნებისთვის
image

აღ­მო­სავ­ლუ­რი ას­ტრო­ლო­გი­ით 2023 წლის მმარ­თვე­ლი კურ­დღე­ლი იქ­ნე­ბა (აღ­მო­სავ­ლუ­რი ას­ტრო­ლო­გი­ის ზო­გი­ერთ მიმ­დი­ნა­რე­ო­ბა­ში კურ­დღლის ნაც­ვლად კა­ტის სიმ­ბო­ლოა). ჩი­ნუ­რი კა­ლენ­დრის მი­ხედ­ვით წყლის ლურ­ჯი კურ­დღლის წელი 2023 წლის 22 იან­ვარს 00:45-ზე დად­გე­ბა. ჩი­ნეთ­ში კა­ტას ენერ­გი­ი­სა და ხან­გრძლი­ვი სი­ცო­ცხლის, ში­ნა­გა­ნი და სუ­ლი­ე­რი ძა­ლე­ბის მა­კავ­ში­რე­ბელ სიმ­ბო­ლოდ მი­იჩ­ნე­ვენ. კურ­დღე­ლი კი მა­გი­ურ ცხო­ვე­ლად ჰყავთ წარ­მოდ­გე­ნი­ლი. ის არის ოჯა­ხის, ბავ­შვე­ბი­სა და შე­მოქ­მე­დე­ბის სიმ­ბო­ლო. კურ­დღლის წელს ბედ­ნი­ე­რე­ბა მო­აქვს ცოლ­ქმრულ ცხოვ­რე­ბა­ში. კა­ტის წელს უფრო ვი­ეტ­ნამ­ში აღ­ნიშ­ნა­ვენ და ჩვენ­თვი­საც უფრო ში­ნა­ურ ცხო­ვე­ლად ით­ვლე­ბა. კურ­დღელს უყ­ვარს იმ წე­სე­ბის დარ­ღვე­ვა, რაც სა­ზო­გა­დო­ე­ბა­შია მი­ღე­ბუ­ლი. სურს, ისე იყოს, რო­გორც მო­ეპ­რი­ა­ნე­ბა. მას თა­ვი­სი წე­სე­ბი აქვს. კა­ტაც თა­ვის ჭკუ­ა­ზე მცხოვ­რე­ბი ცხო­ვე­ლია. მას ახა­სი­ა­თებს მა­გი­უ­რო­ბა, არის ფან­ტა­ზი­ე­ბი­სა და ძი­ლის მოყ­ვა­რუ­ლი. მიჩ­ნე­უ­ლია ადა­მი­ა­ნუ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბის განმკურ­ნებ­ლად. ამას­თან, ცრურ­წმე­ნე­ბის გამო, შავი ფე­რის კა­ტას გა­ურ­ბი­ან. 2023 წელს და­ბა­დე­ბულ ადა­მი­ანს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ექ­ნე­ბა გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი ინ­ტუ­ი­ცია.


2023 წელი მოგ­ვი­ტანს მშვი­დო­ბას და ჰარ­მო­ნი­უ­ლო­ბას. ბო­ბო­ქა­რი და აქ­ტი­უ­რი ვე­ფხვის წლის შემ­დეგ სამ­ყა­რო და­წყნარ­დე­ბა. ადა­მი­ა­ნებს მო­უნ­დე­ბათ ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი აღ­დგე­ნა, დას­ვე­ნე­ბა რუ­ტი­ნის­გან. გახ­შირ­დე­ბა ოჯა­ხუ­რი და ნა­თე­სა­უ­რი შეკ­რე­ბე­ბი. სა­უ­კე­თე­სო წე­ლია ქორ­წი­ნე­ბი­სა და შე­მოქ­მე­დე­ბი­თი პრო­ექ­ტე­ბის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად.


ოჯა­ხი და სიყ­ვა­რუ­ლი


მშვი­დი კურ­დღლის ენერ­გე­ტი­კა და­დე­ბი­თად მოქ­მე­დებს პი­რა­დი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­ზე. პარტნი­ო­რებს შო­რის მო­ი­მა­ტებს ურ­თი­ერ­თგა­გე­ბა, რო­მან­ტი­კა, ჰარ­მო­ნია ურ­თი­ერ­თო­ბა­ში. სა­უ­კე­თე­სო წე­ლია ქორ­წი­ნე­ბის­თვის. აგ­რეთ­ვე სა­ო­ჯა­ხო ბიზ­ნე­სის და­სა­წყე­ბად, არ­სე­ბუ­ლის გა­სა­ფარ­თო­ებ­ლად და შე­მოქ­მე­დე­ბი­თი იდე­ე­ბის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად. ის, რა­საც შეყ­ვა­რე­ბუ­ლი წყვი­ლე­ბი ჩა­ი­ფიქ­რე­ბენ, აუს­რულ­დე­ბათ. ურ­თი­ერ­თშე­თან­ხმე­ბით შეძ­ლე­ბენ სირ­თუ­ლე­ე­ბის გა­და­ლახ­ვას. იყა­ვით მო­მარ­თუ­ლი პო­ზი­ტი­უ­რი ემო­ცი­ე­ბის გა­მოვ­ლე­ნა­ზე, უმე­ტე­სო­ბას მო­უნ­დე­ბა იდე­ა­ლუ­რი ოჯა­ხუ­რი ფო­ტო­ე­ბის სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში გა­მო­ფე­ნა. მთა­ვა­რია, გულ­წრფე­ლი იყოთ სა­კუ­თა­რი თა­ვის და პარტნი­ო­რის მი­მართ. შეხ­მატ­კბი­ლე­ბუ­ლად თა­ნა­არ­სე­ბობ­დეთ. გა­უმ­ჯო­ბეს­დე­ბა ის ურ­თი­ერ­თო­ბე­ბიც კი, სა­დაც გრძნო­ბე­ბი მი­ნავ­ლე­ბუ­ლი იყო. უფრო მე­ტიც, მიხ­ვდე­ბით, რა გჭირ­დე­ბათ ჰარ­მო­ნი­უ­ლი თა­ნა­არ­სე­ბო­ბის­თვის და სა­სიყ­ვა­რუ­ლი ის­ტო­რი­ის უკე­თე­სად გაგ­რძლე­ბის­თვის.


კა­რი­ე­რა და ბიზ­ნე­სი


კურ­დღლის წელი კო­მერ­სან­ტებს წარ­მა­ტე­ბის მიღ­წე­ვის უამ­რავ შანსს გპირ­დე­ბათ, მთა­ვა­რია, მხარ­თე­ძო­ზე წა­მო­წო­ლა არ გა­აგ­რძე­ლოთ და აქ­ტი­უ­რად ჩა­ერ­თოთ საქ­მე­ებ­ში. იყა­ვით დაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი, რომ კარ­გი შან­სე­ბი არ გა­უშ­ვათ ხე­ლი­დან. ნუ გექ­ნე­ბათ იმის იმე­დი, რომ თქვენს საქ­მეს სხვა გა­ა­კე­თებს. მე­ტად გა­მო­ავ­ლი­ნეთ ინი­ცი­ა­ტი­ვა. საქ­მი­ა­ნი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა, თუ პარტნი­ო­რი სა­ი­მე­დო იქ­ნე­ბა. ნუ შე­გე­შინ­დე­ბათ სა­რის­კო და მას­შტა­ბურ პრო­ექ­ტებ­თან შე­ჭი­დე­ბა, გა­მოც­დი­ლე­ბა­სა და ცოდ­ნა­ზე დაყ­რდნო­ბით იმოქ­მე­დეთ. სა­სურ­ვე­ლია, თი­თო­ე­უ­ლი მომ­დევ­ნო ნა­ბი­ჯი გათ­ვლი­ლი, საქ­მე­ე­ბი კი დე­ტა­ლუ­რად გა­ა­ნა­ლი­ზე­ბუ­ლი გქონ­დეთ. მი­აქ­ცი­ეთ ყუ­რა­დღე­ბა ისეთ სფე­რო­ებს რო­გო­რე­ბი­ცაა: მო­დის ინ­დუსტრია, სა­ო­ჯა­ხო ბიზ­ნე­სი, თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი, შე­მოქ­მე­დე­ბა. უმ­ჯო­ბე­სი იქ­ნე­ბა კო­ლექ­ტივ­ში, ერ­თგუ­ლი პარტნი­ო­რის გვერ­დით მუ­შა­ო­ბა, ვიდ­რე და­მო­უ­კი­დებ­ლად.


ას­ტრო­ლო­გი­უ­რი პროგ­ნო­ზი ზო­დი­ა­ქოს აღ­მო­სავ­ლუ­რი ნიშ­ნე­ბის­თვის:


კატა/კურ­დღე­ლი


მცი­რე უსი­ა­მოვ­ნე­ბე­ბის გამო ნერ­ვი­უ­ლო­ბა არ მო­გი­წევთ. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ კურ­დღე­ლი (კატა) თქვე­ნი წლის მმარ­თვე­ლის წე­ლია, წარ­მა­ტე­ბის­თვის გარ­ჯა მო­გი­წევთ. მო­გინ­დე­ბათ გა­ნახ­ლე­ბა, ძა­ლე­ბის ახალ სფე­რო­ში მო­სინ­ჯვა. და­ფიქ­რე­ბუ­ლად და გა­აზ­რე­ბუ­ლად იმოქ­მე­დეთ და ყვე­ლა მი­ზანს გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებთ. იან­ვრი­დან შუა ზა­ფხუ­ლამ­დე მი­ი­ღებთ პერ­სპექ­ტი­ულ შე­მო­თა­ვა­ზე­ბებს. ეს შე­ე­ხე­ბა სამ­სა­ხურ­საც, მივ­ლი­ნე­ბა­საც, საქ­მი­ან ნაც­ნო­ბო­ბა­საც და მა­ტე­რი­ა­ლურ მდგო­მა­რე­ო­ბა­საც. სა­უ­კე­თე­სო წე­ლია პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის გა­სა­უმ­ჯო­ბე­სებ­ლად. შეყ­ვა­რე­ბუ­ლე­ბი გა­და­წყვე­ტენ და­ქორ­წი­ნე­ბას, წარ­მა­ტე­ბა გე­ლო­დე­ბათ ფი­ნან­სურ თე­მა­ში, და­იბ­რუ­ნებთ ვა­ლებს, მი­ი­ღებთ დი­ვი­დენ­დებს. გახ­შირ­დე­ბა გა­და­ად­გი­ლე­ბა, მივ­ლი­ნე­ბა და მოგ­ზა­უ­რო­ბა.


ვირ­თხა


პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის ან სამ­სა­ხუ­რის გამო ნერ­ვი­უ­ლო­ბა არ გე­ლო­დე­ბათ. 2023 წელი საკ­მა­რი­სად მშვი­დი, ჰარ­მო­ნი­უ­ლი გექ­ნე­ბათ და შე­მოქ­მე­დე­ბი­თი იდე­ე­ბის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლა­დაც დაგ­რჩე­ბათ დრო. გა­ა­უმ­ჯო­ბე­სეთ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა საქ­მი­ან პარტნი­ო­რებ­თან. ნუ ეც­დე­ბით ერ­თდრო­უ­ლად ყვე­ლა საქ­მის შეს­რუ­ლე­ბას და ყვე­ლა პრო­ექ­ტში ჩარ­თვას, იყა­ვით თა­ნა­მიმ­დევ­რუ­ლი და რაც მთა­ვა­რია, არ გა­ამ­ხი­ლოთ იდე­ე­ბი, მიზ­ნე­ბი და სურ­ვი­ლე­ბი, სა­ნამ არ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებთ. მო­ი­მა­ტებს კონ­კუ­რენ­ცია და მო­შურ­ნე­ე­ბიც გა­მო­გიჩ­ნდე­ბი­ან. მარ­თა­ლია, თქვენ­ში სიბ­რძნე უფრო მე­ტია, ვიდ­რე აზარ­ტუ­ლო­ბა, მაგ­რამ მა­ინც გირ­ჩევთ, რომ უსი­ა­მოვ­ნე­ბებს დიპ­ლო­მა­ტი­უ­რად და­აღ­წი­ოთ თავი. ივ­ლი­სი-დე­კემ­ბრის შუ­ა­ლედ­ში იყა­ვით დაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი, უსი­ა­მოვ­ნე­ბე­ბი მო­სა­ლოდ­ნე­ლია საქ­მი­ან სფე­რო­სა და ოჯა­ხურ ურ­თი­ერ­თო­ბა­ში. თუმ­ცა, წლის ბო­ლოს­თვის ყვე­ლა­ფე­რი და­რე­გუ­ლირ­დე­ბა.


ხარი


წარ­მა­ტე­ბუ­ლი და იღ­ბლი­ა­ნი წელი გე­ლო­დე­ბათ. ნა­ყო­ფი­ე­რი - შე­მოქ­მე­დე­ბით ნიშ­ნე­ბის­თვის. იან­ვარ-ივ­ლის­ში უამ­რავ მსხვილ და სა­ინ­ტე­რე­სო პრო­ექტს გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებთ. გა­ა­უმ­ჯო­ბე­სეთ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა კო­ლე­გებ­თან და საქ­მი­ან პრო­ექ­ტებ­თან. მო­ე­რი­დეთ კა­მათს, სირ­თუ­ლე­ებს. ეს და­გეხ­მა­რე­ბათ, მი­აღ­წი­ოთ იმ სი­მაღ­ლე­ებს, რის­კე­ნაც ის­წრაფ­ვით. სა­უ­კე­თე­სო იქ­ნე­ბა, თუ მი­უბ­რუნ­დე­ბით გა­და­დე­ბულ პრო­ექ­ტებს, პრობ­ლე­მებს და და­ას­რუ­ლებთ, სწო­რედ ისი­ნი მო­გი­ტანთ წარ­მა­ტე­ბას წლის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში. გა­გი­უმ­ჯო­ბეს­დე­ბათ მა­ტე­რი­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა. უფრო მე­ტიც, ფუ­ლის ხარ­ჯვა­ში, სა­სურ­ვე­ლი ნივ­თე­ბის შე­ძე­ნა­ში შე­ფერ­ხე­ბა არ გექ­ნე­ბათ. მთა­ვა­რია, დრო­უ­ლად და­აბ­რუ­ნოთ ვა­ლე­ბი. გა­ა­უმ­ჯო­ბე­სეთ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა გარ­შე­მო მყო­ფებ­თან - ოჯა­ხის წევ­რებ­თან, კო­ლე­გებ­თან.


ვე­ფხვი


სა­ინ­ტე­რე­სო და სა­სი­ა­მოვ­ნო მოვ­ლე­ნე­ბით აღ­სავ­სე წელი გე­ლო­დე­ბათ. წარ­მა­ტე­ბა - პრო­ფე­სი­ა­ში, ფი­ნან­სურ თე­მა­ში. მაგ­რამ ეს არ ნიშ­ნავს, რომ გულ­ხელ­დაკ­რე­ფი­ლი იჯ­დეთ, უნდა გა­აქ­ტი­ურ­დეთ და ახალ-ახა­ლი იდე­ე­ბი მო­ი­ფიქ­როთ და გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოთ. მე­ტად გა­მო­ავ­ლი­ნეთ ინი­ცი­ა­ტი­ვა პრო­ფე­სი­ულ სფე­რო­ში, პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის გა­სა­უმ­ჯო­ბე­სებ­ლად. ყვე­ლა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­კი­თხი და თემა წლის პირ­ველ ნა­ხე­ვარ­ში მო­აგ­ვა­რეთ. ნუ გგო­ნი­ათ, რომ წარ­მა­ტე­ბის­კენ სა­ვალ გზა­ზე წი­ნა­ღო­ბე­ბი არ გექ­ნე­ბათ, გექ­ნე­ბათ, მაგ­რამ ეს მოგ­ცემთ გაზ­რდის, გან­ვი­თა­რე­ბის, დიპ­ლო­მა­ტი­უ­რად მოქ­მე­დე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას. არ გა­არ­თუ­ლოთ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა კო­ლე­გებ­თან, ნა­თე­სა­ვებ­თან. ყვე­ლა­ფე­რი მოგ­ვა­რე­ბა­დია. თუმ­ცა, არა მო­მენ­ტა­ლუ­რად. ნუ და­ე­ლო­დე­ბით სხვის­გან დახ­მა­რე­ბას, სა­კუ­თა­რი თა­ვის დამ­ხმა­რე თა­ვად უნდა იყოთ. დე­კემ­ბრის ბო­ლოს­კენ კმა­ყო­ფი­ლი იქ­ნე­ბით სა­კუ­თა­რი თა­ვით და მიღ­წე­უ­ლი შე­დე­გე­ბით.


წაიკითხეთ ვრცლად>>>





0
2008
2-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
2008
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0