ასტროლოგია "ისინი განსაკუთრებული მისიითა და შესაძლებლობებით ევლინებიან ქვეყანას" - რა პერიოდში დაბადებული ადამიანები მიეკუთვნებიან ზოდიაქოს ყველაზე იდუმალ ნიშანს 2020, 8 მაისი, 14:28 1922 წელს, საერთაშორისო ასტრონომიური კავშირის წევრების მორიგი შეხვედრისას, რომელიც ქალაქ ლეიტონში (ჰოლანდია) მიმდინარეობდა, საზოგადოების პრეზიდენტმა არტურ სტენლი ედინგტონმა გააჟღერა ჰიპოთეზა მეცამტე ზოდიაქოს შესახებ... მისი მოსაზრების თანახმად, ადამიანები, ვისაც ბედმა ოცდაათ ნოემბერსა და ჩვიდმეტ დეკემბერს შორის დაბადება არგუნა წილად განსაკუთრებული მისიითა და შესაძლებლობებით ევლინებიან ამ ქვეყანას. ისინი გველისმპყრობლებად იმავე გველმჭერებად ითვლებიან. გველმჭერის თანავარსკვლავედი ოდითგანვე არსებობდა და მის შესახებ ცნობებს უძველეს ისტორიულ წყაროებში ვხვდებით... ასტროლოგები დღემდე დავობენ იმის შესახებ, არის თუ არა გველმჭერი კონკრეტული, დამოუკიდებელი ზოდიაქოს ნიშანი, თუ იგი მხოლოდ და მხოლოდ მშვილდოსნის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულის მორიელის "სპეცეფექტებით" გამდიდრებული ნაზავია. ასეა თუ ისე, ფაქტი ფაქტად რჩება. პრაქტიკაში თუ დავაკვირდებით ადამიანები, ვისაც ბედმა სწორედ დროის ამ მონაკვეთში არგუნა დაბადება რეალურად, მართლაც გამოირჩევიან არცთუ მაინცდამაინც "მშვილდოსნური" თვისებებით და მათი ბედი ხშირად ერთობ ფატალური და საინტერესოა. ასტროლოგების დიდი ნაწილი, ვისაც ე.წ. "გველმჭერის" პერიოდში დაბადებულ ხალხთან ჰქონია ურთიერთობა, ერთხმად თანხმდება იმაზე, რომ ამ ადამიანებს განსხვავებული ხასიათი, ნიჭი, შესაძლებლობები და განსაცდელები გააჩნიათ ცხოვრების გზაზე. ისინი მშვილდოსნის ფილოსოფიურ ბუნებასთან ერთად ფლობენ მორიელის მაგნეტიზმსა და გამძაფრებულ ინტუიციურ აღქმას. მათ უმეტესობას არ შეუძლია რუტინული ცხოვრება, მაგრამ როცა ერთი ეტაპი სრულდება მათთვის, უკან დასაბრუნებელ ხიდებს ისინი ყოველთვის წვავენ და წარსულთან აღარასოდეს ბრუნდებიან . არის მეორე ვარიანტიც, ისინი თავად ხდებიან ფატალური მოვლენების კატალიზატორი სხვა ადამიანების ცხოვრებაში. შემდეგ მიდიან და უკან ტოვებენ ტკივილს, ცრემლებს, ნანგრევებს, ზოგჯერ ზიზღსა და შურისძიების სურვილს. გველმჭერის ხასიათი თავის თავში აერთიანებს ერთდროულად მკურნალისა და გამანადგურებლის თვისებებს. მას შეუძლია მაგნიტივით მიიზიდოს ადამიანები, თუმცა შინაგანი ბრძოლა ბოროტსა და კეთილს შორის ხშირად ურთულებს ამ ადამიანს სწორი არჩევანის გაკეთების შესაძლებლობებს. გველმჭერები გასაოცარი შორსმჭვრეტებლობით, ამტანობითა და რეგენერაციის უნარით არიან დაჯილდოებულნი. მათ უმრავლესობას გააჩნია წინასწარ ხედვის ნიჭი და კარგი ინტუიცია. თუმცა, მძაფრი მიდრეკილება ტრანსფორმაციისკენ აიძულებს მათ, მუდმივად ისწრაფოდნენ გარშემო მყოფებისა და საკუთარი თავის შეცვლისკენ. თუმცა, უნდა გავიხსენოთ გველმჭერის სიმბოლო – ადამიანი, რომელსაც დიდი ზომის გველი უპყრია ხელთ. გველი მაინც გველია, ამიტომ ეს სიმბოლო კონკრეტულ მესიჯს მოიცავს მათთვის, ვინც გველმჭერის პერიოდში მოევლინა ქვეყანას – სულ ცოტა უყურადღებობა და გველი, რომელიც თქვენს ქვეცნობიერშია დაბუდებული, მომენტალურად დაგგესლავთ სასიკვდილოდ . სწორედ ამიტომ მოგენიჭათ ზღვარზე სვლის ნიჭი – "გველის პყრობა" და მისი შხამის მართვა სულაც არ გახლავთ ადვილი! გველმჭერების დიდი ნაწილი ხშირად დაჯილდოებულია ნათელხილვის, წინასწარხედვის, მკურნალობის (რენტგენული ხედვის), ტელეკინეზისა და ტელეპორტაციის ნიჭით . ბევრი მათგანი ძალზე პატარა ასაკიდან ახერხებს დაიმახსოვროს და დიდობაში გაიხსენოს დეტალურად წლების წინ განვითარებული მოვლენები... განაგრძეთ კითხვა<<< 1642 1-ს მოსწონს
|