x
image
მაია 24
3 უტყუარი ნიშანი იმისა, რომ კონკრეტული ადამიანი კი არა, შენი გამოგონილი ადამიანი გიყვარს
image


რა გვენატრება ხოლმე ადამიანებს - კონკრეტულად ვინმე ან რამე? იქნებ, უბრალოდ იმ რამის ან ვინმეს ჩვენეული ინტერპრეტაციები და მოგონებები? თითქოს ეს ერთი და იგივე რამ არის, თუმცა ეს ასე არაა.


რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს, ხშირად ჩვენ უუნარონი ვართ, გვიყვარდეს ან გვენატრებოდეს ვინმე იმ პიროვნების სახით, ვინც ის სინამდვილეშია. ამის ნაცვლად, ჩვენ ადამინებისა და საგნების შესახებ ჩვენი წარმოდგენები გვიყვარს, გვიყვარს ისინი ისეთები, როგორებიც ჩვენ გვგონია, რომ არიან.


ეს გარემოება ნამდვილად შემაშფოთებელია, თუმცა ის ძალიან ზუსტად ხსნის იმას, თუ რატომაა ჩვენი სიყვარული და, ზოგადად, გრძნობები ასე მერყევი, ცვალებადი.



image


ადამიანები განსჯიან - ამას ყველა აკეთებს. ასეა ჩვენი ბუნება მოწყობილი და ამის შეცვლა ძნელია. ამ განსჯის პროცესში ჩვენ ჩვენს წარმოდგენებსა და რწმენას ვიქმნით სხვადასხვა ინდივიდის შესახებ. მაგრამ პრობლემები ჩნდება მაშინ, როდესაც ურთიერთობა გაღრმავებას იწყებს.


ჩვენი ინტერპრეტაციები ხსნის ასევე ამა თუ იმ ადამიანის გადაყვარების მიზეზებსაც. ადამიანებს უნელდებათ გრძნობები მათ მიმართ, ვისაც, ეგონათ, რომ იცნობდნენ - სინამდვილეში კი ასეთი ადამიანი არც არსებობდა.


ისეც ხდება, რომ ზოგჯერ ჩვენი წარმოდგენები ძალიან ახლოსაა რეალურ პიროვნებასთან. მაგრამ უფრო ხშირად რომანტიზება გვიყვარს. ფოკუსირება იმაზე მოგვწონს, თუ რა და როგორ გვაგრძნობინა ვინმემ და არა იმაზე, თუ როგორ მოიქცა ან მოგვექცა ის ადამიანი. ჩვენ ჩვენი თავი გვიყვარს მათ გვერდით. მერე ეს იმას იწვევს, რომ არა თავად ადამიანი, არამედ ამ ადამიანის იდეა გვენატრება.


image


1. ადამიანი ისე გექცევა, როგორც ნაგავს, მაგრამ შენ მხოლოდ კარგი რამეები გახსოვს


გრძნობ, რომ გვერდით ვიღაც გაკლია - ეს სავსებით გასაგები რამაა. ადამიანებს მარტოობა არ უყვართ. მართალია, ზოგიერთი ჩვენგანი უფრო უკეთ უმკლავდება ამას, ვიდრე დანარჩენები, მაგრამ ეს ხშირად გარდაუვალი საჭიროების წყალობით ხდება.


სათანადო სერიოზული ფსიქოლოგიური მიზეზის გარეშე, სრულ მარტოობას საკუთარი ნებით არავინ ირჩევს.


დროდადრო მარტოობა ყველას უყვარს, მაგრამ ეს მხოლოდ დროდადრო. რაღაც დროის შემდეგ თავს მარტოსულად ვიგრძნობთ და აუცილებლად დაგვჭირდება ვინმე, ვისაც ჩვენს ცხოვრებას გავუზიარებთ. ეს სავსებით ბუნებრივია და ამაში სამარცხვინო არაფერია.


image


რაც ნამდვილად სამარცხვინოა, ისაა, რომ საკუთარ თავს უფლებას აძლევ გენატრებოდეს ადამიანები, რომლებიც ისე გექცეოდნენ, როგორც ნაგავს.


რაღაც განსაკუთრებულ შემთხვევებში შესაძლოა ისინი საოცრად საყვარლებადაც გეჩვენებოდნენ, თუმცა ცხოვრება ასეთი განსაკუთრებული შემთხვევებით სავსე სულაც არაა.


თუ ის ადამიანი გენატრება, რომელიც გამუდმებით ტკივილს გაყენებდა, რადგან არ ანაღვლებდა შენი ბედი, მაშინ უკან უნდა დაიხიო, ცოტა ხნით მარტო დარჩენა და დრო გჭირდება რეალობის გასაცნობიერებლად. არ უნდა შეეგუო იმ ფაქტს, რომ გიყენებდნენ და თან ცუდად გექცეოდნენ.


image


2. ის მხოლოდ მაშინ გენატრება, როდესაც თავს მარტო გრძნობ


სინამდვილეში ძალიან მარტივია ნამდვილი სიყვარულის იმისგან განსხვავება, რაც სიყვარული გვგონია. წარსულიდან ადამიანები მაშინ გვენატრება, როდესაც თავს მარტო ვგრძნობთ ან მოწყენილები ვართ.


ადამიანები წარსულის გახსენებას მაშინ იწყებენ, როდესაც ვინმე სჭირდებათ დასაყრდენის სახით და ამჟამად ასეთი გვერდით არავინ ეგულებათ.


ეს სიყვარული არაა - ეს ხავსზე მოჭიდებაა. ცხოვრების რთულ მომენტებში მარტოობა არავის სურს, რადგან გვერდით ვინმეს ყოფნა ყველაფერს აადვილებს. ადამიანები ვართ და, ამდენად, ყველაფრის გამარტივებისკენ მიდრეკილნი.


image


ეს ნამდვილი სიყვარული არაა. მარტოობა ჩვენს წარმოსახვას აძლიერებს და მოგონებებთან გვაბრუნებს, რომლებიც უფრო მეტად ჩვენი ინტერპრეტაციებია, ვიდრე ფაქტობრივი რეალობა.


თუ ადამიანი მხოლოდ ცხოვრების რთულ პერიოდებში გენატრება, მაშინ თავს ნუ მოიტყუებ, რომ სინამდვილეში სწორედ ის კონკრეტული ადამიანი გენატრება.


თუ ადამიანის რეალური მონატრების მიზეზი გაქვს, ის მაშინაც მოგენატრება, როცა ბედნიერი იქნები. აი მაშინ, როცა ძალიან კარგად ხარ და თავში პირველ აზრი, რაც მოგდის ისაა, "ნეტავ, ახლა ისიც ჩემს გვერდით იყოს და იმავეს გრძნობდეს"… მაშინ უდავოა, შენ გიყვარს ეს ადამიანი.


image


3. ის ადამიანი კი არ გენატრება ვისთანაც იყავი, არამედ ის, ვინც თავად იყავი მის გვერდით


როდესაც წარსულსა და ყოფილ შეყვარებულებს ვიხსენებთ, ერთად გატარებულ დროს, გრძნობებს… ხშირად იმ ადამიანებზე კი არ ვფიქრობთ, ვის გვერდითაც ვიყავით, არამედ იმაზე, თუ როგორ ვგრძნობდით თავს მათ გვერდით, როგორები ვხდებოდით მათთან. და მონატრებითაც სწორედ ის ჩვენი თავი გვენატრება - ის ხომ ჩვენი გაუმჯობესებული ვერსია იყო.


ადამიანები ძალიან ეგოისტები და ეგოცენტრულები არაინ. ესეც ჩვენი ბუნების ნაწილია. ამას ვერ გაექცევით, თუმცა უნდა გააცნობიეროთ და მისი კონტროლი ისწავლოთ.


ჩვენ აღარ გვახსოვს ის ადამიანები, ვინც ოდესღაც გვიყვარდა, რადგან ეს შეუძლებელია - ჩვენ კონკრეტულად იმ ადამიანებთან ურთიერთობა არც არასდროს გვქონია, ჩვენ მათ შესახებ ჩვენს ინტერპრეტაციებთან გვქონდა ურთიერთობა. ამიტომაა ხოლმე, რომ ვიხსენებთ წარსულს და ადამიანებისა და საგნების შესახებ დამოკიდებულებებს ვიცვლით, ასევე გრძნობებს მათ მიმართ.


image


ამიტომაცაა, რომ ჩვენ ის ადამიანები და მოვლენები გვამახსოვრდება, რომლებმაც ყველაზე დიდი გავლენა იქონიეს ჩვენზე.


რეალობა ესაა, მიუხედავად იმისა, ვაცნობიერებთ მას თუ არა. რა თქმა უნდა, კონკრეტული ინდივიდის სიყვარულიც შეგვიძლია და მონატრებითაც ზუსტად ვიცით, ვინ ან რა გვენატრება, ვისი ან რისი დაკარგვის გვეშინია. თუმცა, სამწუხაროდ, ეს უფრო იშვიათი შემთხვევაა.


ხშირად მათ გამო ვიფიტავთ თავს ემოციურად, ვინც საერთოდ არ იმსახურებს ჩვენს ყურადღებას. ისწავლეთ დიფერენცირება, განასხვავეთ ნამდვილი წარმოსახვისგან და თქვენი ცხოვრება გაცილებით ნათელი მიმართულებით წაგიყვანთ.


ასევე დაგაინტერესებთ:


რატომ ჰყავს ყველა კაცს "ის ერთადერთი" ქალი, რომელიც არასდროს დაავიწყდება


რატომ ვერ ივიწყებენ ყოფილ შეყვარებულებს? - ჯანსაღი ურთიერთობების 6 წესი ფსიქოლოგისგან


"დედიკოს ბიჭები" უკეთესი ქმრები დგებიან - 9 მიზეზი, თუ რატომ სჯობს ის "ცუდ ბიჭს"


თუ ამ 16 რჩევას გაითვალისწინებთ, კრიზისს ნებისმიერ ურთიერთობაში დაძლევთ

"კაცის სიყვარულის არსი ეწინააღმდეგება ერთგულებას" - ფრიდრიხ ნიცშეს "ცრურწმენები სიყვარულის შესახებ"


არ არის რთული იმის დანახვა, რომ კაცს უყვარს ქალი...


14 მოულოდნელი ნიშანი იმისა, რომ ქორწინება გაყრით დასრულდება


"მხოლოდ სუსტი მამაკაცის თვისებაა შეაყვაროს ქალს თავი და შემდეგ მიატოვოს იგი" - ისტორია სიყვარულზე, რომელიც დაგაფიქრებთ

0
2439
შეფასება არ არის
ავტორი:მაია 24
მაია 24
2439
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0