x
მეტი
  • 02.12.2024
  • სტატია:138611
  • ვიდეო:351978
  • სურათი:512276
ფარული დეპრესიის 5 ნიშანი
image


დეპრესია ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფსიქიკური დაავადებაა, რომელსაც ნეგატიური განწყობა, სევდა და დათრგუნვილობა ახასიათებს. ამ დროს გაცილებით უფრო მუქ ფერებში აღიქვამთ სამყაროს და გეჩვენება, რომ არაფერი კარგი არ ხდება. უარესდება თვითშეფასებაც. უძლურდები და ყველაფრის ხალისს კარგავ. აღარ გიხარია ის, რაც ადრე გიხაროდა. კარგავ კრეატიულობას და პროდუქტიული აღარ ხარ. ექსტრემალურ ფორმებში სუიციდისკენ მიდრეკილებაც ჩნდება, რადგან ვფიქრობთ, რომ ყველაფერმა აზრი დაკარგა.


დეპრესიის სხვადასხვა ფორმები არსებობს. არსებობს მისი მძიმე და იოლი ფორმები. არსებობს ფარული დეპრესიაც. ამ დროს შესაძლოა ვერც აცნობიერებდეთ, რომ დეპრესია გაქვთ, შესაძლოა ვერც გარშემომყოფები გამჩნევდნენ რამე განსაკუთრებულს, არადა ყურადღება აუცილებლად უნდა მიაქციოთ. დეპრესია ადვილად იკურნება, ოღონდ პროფესიონალების ჩარევით. იგი მსოფლიოში ყოველ მეოთხე ადამიანს ემართება პერიოდულად.


აქ 5 ნიშანია, რომლითაც შეგილიათ მიხვდეთ საჭიროებთ თუ არა ექიმის კონსულტაციას:



1. არაადეკვატური ქცევები



image

დეპრესია მელანქოლიასთან, აპათიასთან, უიმედობასთან ასოცირდება, თუმცა შესაძლოა იგი აგრესიითა და ადვილად გაღიზიანებადობით გამოვლინდეს (განსაკუთრებით მამაკაცებში), ან კიდევ ზედმეტი მხიარულობით, სიტყვაუხვობით, ბევრი ლაპარაკით… მოკლედ, საპირისპირო განწყობების ხშირი ცვლით, არაადეკვატური ქცევებით. თუკი თქვენი ტემპერამენტისთვის დამახასიათებელი არ არის ამგვარი ქცევა, შესაძლოა დეპრესიაც გჭირდეთ.


2. საკუთარ თავში ჩაკეტვა



დეპრესიას ახასიათებს ყველაფრისადმი ინტერესის დაკარგვა. თუკი ისეთ აქტივობებზე ამბობთ უარს, რომლებიც ადრე გიყვარდათ და გიხაროდათ, რაღაც წესრიგში ვერ არის. ერთ დროს თუ სოციალური პეპელა იყავით და ახლა საკუთარ ნაჭუჭში გამოიკეთეთ და არავისთან ურთიერთობის სურვილი არ გაქვთ, თუ არ დაგაძალეს, თუკი შეკრებებზე თავს ბედნიერად ვეღარ გრძნობთ, ადამიანები გაღიზიანებენ, ახალი ნაცნობობა გაფრთხობთ და ძველები მოგწყინდათ, ყველაფერს გირჩევნიათ ძილი და დილით ადგომა და სახლიდან გასვლა აღარ გიხარიათ, სჯობს ფსიქოთერაპევტთან ვიზიტი დაგეგმოთ.


3. უპასუხისმგებლობა


image

დეპრესიის დროს შესაძლოა დაგეგმოთ რაღაც სამომავლოდ, მაგრამ როცა საქმე საქმეზე მიდგება, აღმოჩნდეს, რომ საერთოდ არ გახსოვდათ ეს რომ დაგეგმეთ და ახლა სულაც არ გაქვთ ამ გეგმის განხორციელების სურვილი. დეპრესიის დროს ადამიანი არასაიმედო, გულმავიწყი და დაბნეული ხდება.



4. დაღლილობა



დეპრესიის დროს ძილის რეჟიმი ირღვევა. ან დაძინება გვიჭირს, ან პირიქით ძილიანობა გვაწუხებს, მაგრამ სრულფასოვნად გამოძინებას მაინც ვერ ვახერხებთ. ეს იწვევს ქრონიკული დაღილობის სინდრომს. გამოფიტული ხართ.



5. წონის ცვლილება



უცაბედი, უმიზეზო მატება, ან კლება. ბევრი დიეტებით და ვარჯიშით ხდება, ეს დეპრესიაში არ უნდა აგერიოთ. მაგრამ თუკი თქვენმა მეგობარმა უბრალოდ ჭამის მადა დაკარგა, ან მისთვის არადამახასიათებლად ბევრს ჭამს, მას დეპრესია აქვს და დახმარება სჭირდება.


პოსტის მომზადებისას გამოყენებულია mental.ge-ს მასალები

0
3235
1-ს მოსწონს
ავტორი:მაია 24
მაია 24
3235
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0